ბეგი სიორიძე: "თანამდებობებს ვერავის შევპირდები _ დანიშვნა უნდა მოხდეს კონკურსით"

პოლიტიკა

ბეგი სიორიძე: "თანამდებობებს ვერავის შევპირდები _ დანიშვნა უნდა მოხდეს კონკურსით"

5 ივლ. 2014, 14:25:21

ოზურგეთში, მეორე ტურისთვის ორი პარტია ემზადება _ კოალიცია "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი. "ქართული ოცნების" კანდიდატი  ბეგი სიორიძეა, "პატრიოტთა ალიანსის" კი  შოთა გოგიბერიძე.

შოთა გოგიბერიძემ უკვე გამართა შემაჯამებელი ბრიფინგი მედიისთვის, სადაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მას დაუჭერენ მხარს.

შოთა გოგიბერიძის მხრიდან გაჟღერდა დასაქმების თემაც. მისი განცხადებით, მერობის ყოფილი კანდიდატები შესაძლოა ვიხილოთ სხვადასხვა თანამდებობაზე მის აპარატში:

"რა თქმა უნდა ამაზე არის ნაფიქრი და იყო საუბარი, ჩემს გუნდში იქნებიან ისინი, ვინც მხარს მიჭერენ. თუმცა ვინ რა კონკრეტულ პოსტს დაიკავებს, ამაზე ჯერ ვერ გავაჟღერებთ ინფორმაციას".

დასაქმების თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს:

"სხვების განცხადებებზე მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე არავის დავპირდები და ვერ დავპირდები თანამდებობებს ორი მიზეზის გამო. პირველ გახლავთ ის, რომ ნამდვილად არ მინდა მსგავსი თემით სპეკულაცია დავიწყო და ამომრჩეველი მოვატყუო, სულერთია, ჩემი იქნება თუ სხვისი. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არსებობს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ კადრები უნდა დაინიშნოს კონკურსის წესით. მე ძალიან მკაცრად დავიცავ ამ პირობას, რადგან ჩემდამი პირადი სიმპათია-ანტიპათიის გამო კანონის დარღვევას არ ვაპირებ. ესეც რომ არ იყოს, პიროვნულადაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პროფესიონალი, რომელიც ოზურგეთს არაერთი ჰყავს. თანამშრომლობას კი ვაპირებ კოალიციურ რეჟიმში, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელთან, ასევე განურჩევლად იმისა, მე მომცემს ხმას თუ სხვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება მენეჯერისა, რომელზედაც დამოკიდებულია მერიის და საერთოდ ნებისმიერი უწყების ეფექტური მუშაობა.

თუ ჩემი ოზურგეთელები გამომიცხადებენ ნდობას დ მე გავხდები ქალაქის მერი, არცერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, პროტექციით არ დაინიშნება."

(R)




 ახალი ამბები
  • „გვიშველეთ, ხუთჯერ შეწამლული მანდარინი გვიფუჭდება, ყუთების უქონლობის გამო!“გოგორეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის ერთ-ერთი დიდი უბანია, მთა-გორიანი , სადაც 80 კომლი ცხოვრობს. აქ ყველა ოჯახს აქვს ციტრუსოვანთა ბაღი და წლევანდელი მოსავალიც განსაკუთრებით უხვი და ხარისხიანია. თუმცა, ხალხი უცბად აღმოჩნდა უმძიმესი პრობლემის პირისპირ _ უკვე არსად იშოვება პლასტმასის ყუთები, რითაც მყიდველს მიაქვს ნაყიდი მანდარინი. როგორც აქ ამბობენ, ადრე ბანანის ყუთებში აწყობდნენ. ახლა კი მუყაოს ყუთებზე კატეგორიულ უარს აცხადებენ იმ მოტივით, რომ ტრანსპორტირების დროს სერიოზულად ზიანდება.    ახლა აქაურები საშველად უხმობენ ყველას, ვისაც შეუძლია, პლასტმასის ყუთების შეძენაში დახმარება. _გვიშველეთ! ყველას გასაგონად ვამბობთ! წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალი გვაქვს. ზოგმა ოთხჯერ, ზოგმაც ხუთჯერ შევწამლეთ ციტრუსოვნები! მოსავალიც ხარისხიანია და დავდექით პრობლემის წინაშე, რასაც ვერ ვაგვარებთ. რაიონში კიარა, ქვეყანაშიც აღარაა პლასტმასის ყუთები, რითაც მოსულ მყიდველს მანდარინი მიაქვს. რუსეთიდან ჩამოსული ტრაილერები დგას. გვეუბნებიან, ჩვენ ვიყიდით, სად არის, გვითხარითო. სადაა? ნატანებში იყო მაგის  ფაბრიკა და „კროშკა“ აღარააო, რითაც ამზადებდნენ. მაღაზიებში არსად არააა. თბილისშიც მოიკითხა ხალხმა და ვერ შოულობენ.   სათითაოდ აგროვებენ აქა-იქ. თან, ლარნახევარი რომ ღირდა, ახლა 2 ლარად ყიდიან. 100 ცალში ტონანახევარი ეტევა.  რვა ტონა რომ ჩააწყო, ათას ლარზე მეტი ყუთებში უნდა გადაიხადო, რომც იყოს ხელმისაწვდომად. მაგაზეც ვთანხმდებით... დალპობას პურის ფული მაინც გვირჩევნია. ნახევარი „ენესია“. კილოგრამი რომ 70-80 თეთრად მიაქვთ, რა დაგვრჩება? ვინაა, კაცი, ქრისტიანი, მოვიდეს ვინმე და ჩამოხედოს ჩვენს გასაჭირს,  რა უნდა ვქნათ? ტონობით მანდარინი „ნასიპად“ გვიყრია. ასე, ორი მეტრის სიმაღლის გროვებად დაყრილი სანამ გაძლებს? სათითაოდ დალპება. რისთვის ვიწვალეთ? ვიტიროთ, გვინდა _ გვეუბნებიან ადგილობრივი მცხოვრებლები: უზეირ და მერი გოჩიტიძეები, მაყვალა მალაზონია, ელგუჯა ვაჩეიშვილი და სხვები. გოგორეთში  ციტრუსოვანთა მართლაც  არნახული მოსავალია.  სეზონის დასაწყისში, როგორც აქ გვითხრეს, ხალხს, ასე თუ ისე, ჰქონდა ყუთები.  უფრო მეტი როცა დასჭირდათ, უკვე აღარსად იყო. _ხის ყუთებით არავის მიაქვს, ან სად არის ამდენი. ცალს ხუთ ლარად ყიდიან კერძო საამქროები. თან, ხის ყუთს   გლეხი სახლში თუ გამოიყენებს, რომ მოკრეფილი ნაყოფი გორებად არ დაყაროს და დალპობას გადაარჩინოს. კლიენტს რაც შეეხება, ბევრი მოდის, მაგრამ, პლასტმასის ყუთები არსადაა და ორივე მხარე გაჩერებული ვრთ.. საშველი არსაიდან ჩანს. ამასობაში გაავდრდება და ხეზე დარჩება მართლა ამდენი „ოქრო“, რასაც უკვე იმიტომ არ კრეფს ხალხი, რომ ყუთები არ აქვთ.  მოკრეფილი და გორებად დაყრილი უფრო სწრაფად დალპება და იმიტომ. იქნებ, ჟურნალისტებმა გვიშველოთ,  მიაწვდინეთ ვინმეს ხმა, ვისაც   _ ბრაზობენ ადგილობრივები.  „გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგთავაზებთ გოგორეთელთა  ამ და პრობლემების ... ...
  • 18 წლის ფერმერი სოფელი ირიდან“მე ვარ ნინა გაგნიძე, 18 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სამი წელია, რაც ჩემს მშობლიურ კუთხეს, რაჭას დავუბრუნდი ოჯახთან ერთად“, _ ასე გვეცნობა 18 წლის ნინა გაგნიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო სოფლის მეურნეობაში. ნინა ახალგაზრდა ფერმერია და ცდილობს, რომ მომავალში მარწყვის სათბური გქონდეს. იგი ახლა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირში ცხოვრობს. ნინა გაგნიძე: ბავშობიდან ვიყავი  სოფლის მეურნეობით დაკავებული, მაგრამ არა ძალიან აქტიურად. განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი. მივხვდი, რომ უამრავი რესურსი აქვს საქართველოს, რათა წამყვანი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში ამ კუთხით. ვიცი ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.   ჩამოსვლისთანავე, გაზაფხულზე დავიწყეთ სოფელში მიწის დამუშავება. უამრავი წელი არავის მიუხედავს ამ ადგილისათვის. ყველანაირი მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო. დაახლოებით 10 მანქანა ფესვი, ხე და სხვა მასალა გავიტანეთ კარმიდამოდან. ამ პროცესის შემდეგ დადგა საუკეთესო მომენტი  რგვა-თესვა. დამიჯერეთ ამაზე კარგი საშუალება დასამშვიდებლად არ არსებობს. დავიწყე ჩითილების ჩემით გამოყვანა,  ვაკვირდებოდი ამ პროცესს და შემდეგ, როცა მოძლიერდებოდნენ, გადავრგავდი. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ შეიძლება ეს საქმე ბიზნესად აქციო. ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება ნინა გაგნიძე: ჩემს რეგიონში ერთ-ერთი და უმთავრესი პრობლემაა ხალხის ნაკლებობა. ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება, მეც მომიწევს ეს რომ განათლება მივიღო, უკან დაბრუნება კი უჭირთ. ახალგაზრდების დასაქმება ვერ ხერხდება რაჭის რეგიონში. დაიკარგა შრომის სიყვარული, კარგი იქნებოდა, რომ სკოლებში ისევ არსებობდეს საგანი რომელიც პრაქტიკულად  ასწავლიდა ახალგაზრდებს ყველა იმ საქმეს რომელიც მათ აინტერესებთ. ყველამ კარგად იცის მხოლოდ თეორია არაფრის მომცემია, შესაბამისად ვერც შეაყვარებს მათ ამ საქმეებს, მაგალითად მოვიყვან: მესათბურეობა, მეფუტკრეობა, მარწყვის მოყვანა ღია გრუნტში ან დახურულ გრუნტში, მესაქონლეობა. მიუხედავად ამ პრობლემებისა მუნიციპალიტეტში გვყავს ერთი ახალგაზრდა, რომელიც ყველას დიდი სტიმულს გვაძლევს, ეს არის გიორგი ბერუჩაშვილი. ის  ონის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარება. მისი დახმარებით უამრავი ინფორმაცია შევაგროვე და კარგი გამოცდილებაც მივიღე. თავიდან სკოლაში გამოჩნდა და ბავშვები აიყოლია. “მეფუტკრეობაში“ კარგი ცოდნა,  გამოცდილება აქვს და სხვებსაც უანგაროდ უზიარებს.  დაცარიელებული სახლის სევდა ნინა გაგნიძე: მინდა  კიდევ ერთ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მთელს საქართველოში გვხვდება. ყველას კარგად გეცოდინებათ  თუ რამდენად უწყობენ ხელს ადგილობრივ ფერმერებს ამერიკაში. ისინი ადგილობრივ მაღაზიებს აბარებენ საკუთარ პროდუქტებს. ეს კი თითქმის ყოველდღე ხდება ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ ადგილობრივი ფერმერების ნაწარმს და შეამცირონ იმპორტი . საუკეთესო საშუალება იქნებოდა ქართველებისთვისაც თუნდაც ყოველდღე არ ხდებოდეს და კვირაში ერთხელ. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის . სტიმული მიეცემოდა ხალხს და დაუბრუნდებოდა სოფელს შიშის გარეშე .  მიუხედავად ზემოთ ნახსენები პრობლემებისა “კორონა ვირუსმა“ მოიტანა ის , რომ მუნიციპალიტეტს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა. ეზოები სადაც წლების მანძილზე არავის დაუდგამს ფეხი, სახლები საიდანაც წლების განმავლობაში კვამლი არ ამოსულა დაუბრუნდნენ მუნიციპალიტეტს. კურიოზული მომენტებიც იყო დიდი ბაბუის სახლი აინტერესებდა ერთ ახალგაზრდას თუ სად იყო და ადგილობრივების დახმარებით მიაგნო. მაქვს ხოლმე მომენტები, როცა დიდი სევდა მაწვება, როდესაც ვხედავ მიტოვებულ სახლებს უმეტესად ზამთარში. ჩემთან სოფელში დიდი თოვლი იცის საუკეთესო სანახავია თეთრად შემოსილი ირი.  შარშან ზამთარში დიდი თოვლი იყო განსაკუთრებით დამწყვიტა ერთ- ერთმა სახლმა გული  ვუყურებდი და გული მტკიოდა მისი სიცარიელისა და უჩვეულო სიწყნარის გამო, რადგან ვიცოდი ოდესღაც იმ ეზოში ბავშვები დარბოდნენ ახალი თოვლის სიხარულით. მაგრამ შარშან, იმ დილას იმ ეზომც მოიწყინა და აღარც მე გამხარებია ის თოვლი . ადამიანების გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება...    სამომავლო გეგმები ნინა გაგნიძე: რაც შემეხება მე და ჩემს სამომავლო გეგმებს. ვარ სტუდენტი, ვსწავლობ,, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში . სწავლის მიუხედავად ყველანაირად ვცდილობ ვიყო ჩართული ამ სფეროში ახლა ზამთარი მოგვადგა კარს ამიტომ საქმე ბევრად ნაკლებია . მართალია რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსიდან გამომდინარე დავრჩი, მაგრამ ვაპირებ ქალაქში ყოფნის დროს  ერთ-ერთ სათბურში დავიწყო მუშაობას მოხალისედ და დავაგროვო პრაქტიკული ცოდნა.  ასევე მაქვს ქალაქთან ახლოს მიწა სადაც მოვახერხებ სასათბურე მეურნეობის დაწყებას  ამიტომ ჩემი ქალაქში ყოფნა არ შემიშლის ხელს , რომ ჩემი გეგმები სოფელთან დაკავშირებით განვახორციელო .  ასევე ვერთვები ახალ აქტივობებში  და ახლი ინფორმაციებს ვიღებ, ვმართავ ,,სოფლის მეურნეობის განვითარების “ ჯგუფს ჩენს მეგობრებთან ერთად. ეს მაძლევს ყოველდღიურ ახალ ინფორმაციას და მეხმარება განვითარებაში. ასევე უნდა აღვნიშნო მეთხევეობის ტრენინგი რომელსაც სულ მალე გავივლი და ახალი ინფორმაციასა და გამცდილებას მივაწვდი ჩემი ჯგუფის წევრებს. დაინტერესებული ვარ  ყველა იმ სფეროთი , რომელიც სოფელს ეხება, რადგან სულით ხორცამდე მიყვარს. კონკრეტულად სამომავლო გეგმაში მესათბურეობა მაქვს და მინდა მარწყვის მოყვანა დავიწყო. დიდი სურვილია და დიდი იმედიც მაქვს, რომ  გამომივა, უბრალოდ, პრობლემაა ფულადი სახსრები, როგორც ჩემთვის და   ალბათ, ასევე სხვა ბევრი ახალგაზრდისთვისაც.               გზავნილი ადამიანებს ნინა გაგნიძე: საბოლოოდ ჩემი გზავნილი ადამიანებისათვის, რომელებისთვისაც სოფელი  მხოლოდ გართობისა და დასვენებისთვისაა შემდეგნაირია: გაერთეთ და დაისვენეთ. უფრო მეტად დავინტერესდეთ სოფლის მეურნეობის საკითხებით, ავითვისოთ ჩვენი კარმიდამო და დავეხმაროთ ... ...
  • მეგაბაიტები იების სანაცვლოდ _ ლადო მასწავლებლის აქტივობა მოსწავლეების დასახმარებლადლანჩხუთში ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო აღზრდის პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ იმისთვის რომ კორონაპანდემიის პირობებში ინტერნეტის გარეშე დარჩენილ  მოსწაავლებს რომ დახმარებოდა, გამოსავალი მოძებნა და იაები მოაშენა მოსწავლეებისვე დახმარებით, გაყიდა და შემოსული თანხით ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად ბავშვებს მეგაბაიტები შეუძინა. როგორც ლადო ამბობს, არის ოჯახები, სადაცა საშუალება არ აქვთ, რომ შვილებს თუნდაც ერთი თვით ულიმიტო ინტერნეტი შეუძინონ. „მშობლები არჩევანის წინაშე დგანან, საკვები შეიძინონ ბავშვებისთვის თუ  მეგაბაიტები, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. ზოგმა არჩევანი საკვებზე გააკეთა, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს და სათანადო რაოდენობის ტექნიკა არ აქვთ, რომ ყველამ შეძლოს გაკვეთილზე დასწრება. ამ რთული სიტუაციის გამო, გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს სხვადასხვა ორგანიზაციებს დავუკავშირდი და მათი მეშვეობით შევძელი დავხმარებოდი ბავშვებს. მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს ვუგზავნიდი და ისინი ურიცხავდნენ თანხას. მაშინ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 482 ბავშვს დავეხმარეთ. ახლა კი მომერიდა ისევ შემეწუხებინა ვინმე და გადავწყვიტე სხვა გამოსავალი მეპოვა. რადგან „აი ია“-თი ვიწყებთ განათლების მიღებას, გადავწყვიტე ია მომემრავლებინა, რაც სიმბოლურიც იქნებოდა. ვიშოვე იის ფოთლები, ბათუმიდან მიწა წამოვიღე, ქოთნებიც შევიძინე და დავიწყე ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ერთი კვირა დამჭირდა, რომ ფოთლები ქოთნებში ჩამერგო, სამი კვირის მერე კი იის პატარა ჭუკებიც გაჩნდნენ. ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლე ეს საქმე, იების გახარება მათაც დაიწყეს და ასე 516 გახარებული ქოთანი მივიღეთ“, _ ჰყვება ლადო მასწავლებელი, რომელმაც გახარებული იები ბათუმსა და თბილისში გაყიდა. „საკოლექციო იები იყო ძალიან ლამაზები. თბილისსა და ბათუმში ყვავილების მაღაზიაში გავყიდეთ. ახალი ფოთლები კიდევ მაქ ჩარგული, იქნებ დაგვჭირდეს“. როგორც ლადო მასწავლებელი ყვება პანდემიის პირობებში 512 მოსწავლისთვის შეძლეს ინტერნეტის თანხის ჩარიცხვა. ასევე 10 მრავალშვილიან ოჯახს შეუყვანეს ინტერნეტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ უფასო ინტერნეტმომსახურებით ისარგებლონ. დაეხმარნენ იმ ოჯახებსაც, ვისაც ინტერნეტი ჰქონდა, თუმცა, თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, რამდენიმეს ტელეფონიც კი შეუძინეს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. „რა თანხაც მოგვრჩა, მოსწავლეებთან ერთად, მაღაზიაში წავედით და ობოლ ბავშვებს პროდუქტები ვუყიდეთ... არ ვიცი განათლების სამინისტრო რამდენად ვალდებულია, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი შეუძინოს, თან არის ოჯახები, რომელსაც ამის საჭიროება არ უდგას და მშობლებს აქვთ საშუალება, საკუთარი სახსრებით მოახერხონ ეს. დახმარება იმ კატეგორიას სჭირდება, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ზოგის მშობელი დაწესებული შეზღუდვების გამო დარჩა შემოსავლის გარეშე, ეს კი სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს, რადგან პრობლემის აღიარებით მისი გადაჭრის გზებიც მოიძებნება, თუმცა, საქართველოში, რატომღაც მიჩქმალვას ვამჯობინებთ. როცა სოციალური ქსელით გავრცელდა ეს ამბავი, კეთილი ადამიანები ამ ბავშვებს ინტერნეტის თანხას თავად ურიცხავენ. აქტიურობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც“-ჰყვება ლადო ... ...
  • "იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, დავოკებულიყავი, შემდეგ დამემუქრნენ, რომ გავნადგურდებოდი"კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს. „გუშინწინ, საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავისი შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა, რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუსის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე. მეტიც, ვთავაზობთ, რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან. ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, - წერს ჯაფარიძე. თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ... ...
  • "ოპოზიციაში დღეს სრულიად ერთობლივი და შეთანხმებული პოზიციაა" _ დავით ჭიჭინაძეოპოზიციაში  დღეს სრულიად ერთობლივი და  შეთანხმებული პოზიციაა, _ აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. „არჩევნები გაყალბდა და „ოცნებამ“  ძალაუფლება მიითვისა!  და თუ  ვინმე ახლა ამის „გაპრავებას“ შეეცდება, ეს პირველ რიგში  „გამპრავებლის“  პრობლემა გახდებარადგან, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოებაა მოტყუებული;  - „ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი. ანუ, არსებული სისტემური, სტრუქტურული კრიზისის გამო, ყველაფერი ისეა გამოშიგნული,  ვერავინ შეძლებს მის მართვას, არათუ მართვის უუნარო, ერთ მცირე ბირთვად დარჩენილი „ოცნების“ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს;  - პოლიტიკა 2019 წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული, მთავრობის სხდომებზე კი, მართვის მაგივრად, ერთმანეთს ბოთლებს ესვრიან; ასე, რომ ვინც აი ამ ყველაფრის  „გაპრავებას“ , „ოცნების“ პირადი ოპოზიციის თამაშს შეეცდება,   „ოცნების“ ხელისუფლების შირმად იქცევა და  ისევ „ქართული ოცნებისგან“ მოუწევს შეურაცხყოფების ატანა. თუმცა, ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს, _ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...