დამალა თუ არა შემომწირველების თანხები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“

gurianews.com

პოლიტიკა

დამალა თუ არა შემომწირველების თანხები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“

2014 ივლ 15 21:18:02
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", არჩევნების წინ, შემოწირულობის სახით 151 ათასი ლარი მიიღო, თუმცა დოკუმენტაციით, რომელიც პარტიამ აუდიტის სამსახურს წარუდგინა, დადგინდა, რომ 64 ათასი ლარი კანონდარღვევით იყო შეწირული, რისთვისაც ივნისში 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსი' 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, "არჩევნების პირველ ტურამდე „საქართველოს პარტიოტთა ალიანსმა“ 151 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო, აქედან 64 ათასი ლარი პარტიას კანონდარღვევით შეწირეს, რისთვისაც დაჯარიმდა'.
"ამის შემდეგ, 13 ივნისიდან 30 ივნისამდე პარტიამ 51 008  ლარის შემოწირულობა კვლავ მიიღო, აქედან, 3 410 ლარის არაფულადი, ხოლო 47  598 ლარის ფულადი შემოწირულობა", _ აცხადებს აზნაურაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

"გურია ნიუსის“ კითხვაზე - რატომ არის განსხვავებული მონაცემები აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებულ და პარტიის გამოქვეყნებულ ინფორმაციებს შორის და რა არის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყარო, დავით თარხან-მოურავი გვპასუხობს:

“ჩვენმა პარტიამ ამ არჩევნებზე სულ 200 ათასი ლარი დახარჯა. ჩვენზე მეტი დახარჯა ყველა სხვა პარტიამ, ვინც კი 3%-ს გადააჭარბა. ვიღაცამ -400 ათასი, ვიღაცამ -800 ათასი, ვიღაცამ 8 მილიონი.
ჩვენს განაცხადში, რომელიც აუდიტის სამსახურს ჩავაბარეთ, მითითებულია ყველა შემომწირველის სახელი და გვარი. ყველაზე დიდი შემოწირულობა 10 ათასი დოლარი (17 ათასი ლარი) იყო, არაფერი დაგვიფარავს.

რაც შეეხება ჯარიმას. პარტია, კანონმდებლობის უკანონობის გამო დაჯარიმდა.  ეს კანონი მიხეილ სააკაშვილის დროს შეიქმნა, სადაც წერია, რომ პირს, რომელსაც პარტიის სახელზე შემოწირულობა შეაქვს, ჯერ ბანკში ანგარიში უნდა გახსნას, შეიტანოს იქ თანხა და იქედან   გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე. თუმცა ჩვენს შემთხვევაში შემდეგი რამ მოხდა  - კაცმა მიიტანა ბანკში თანხა და პირდაპირ, არა თავისი ანგარიშიდან, არამედ ბანკიდან გადმორიცხა. ამის გამო დაგვაჯარიმეს და ვთვლი, რომ ეს არასწორი და უკანონობაა. რა მნიშვნელობა აქვს საიდან გადმოირიცხება თანხა, რა ანგარიშიდან, როდესაც დაფიქსირებულია ყველა ადამიანის სახელი, გვარი, მისამართი და თანხის ოდენობა?
ამის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 51 ათასი ლარი არასწორად არის შემოწირული“,
_ აცხადებს თარხან-მოურავი.

რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, მისივე განმარტებით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მხოლოდ შემომწირველებით ფინანსდება და სხვა სახის დაფინანსება პარტიას არა აქვს.

"კანონით, პარტიის დაფინანსების მხოლოდ ორი წყაროა - სახელმწიფო, ან შემომწირველები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო თანხას არ გვიხდის, ამიტომ მხოლოდ შემომწირველებზე ვართ დამოკიდებული.
თუ ჩვენ 200 ათასი შემოგვწირეს, სხვა პარტიას 8 მილიონიანი შემოწირულობა ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვენი აზრით რამდენი მიიღო? რა დაფინანსება ჰქონდა "ქართულ ოცნებას“? მან არ მიიღო მილიონები? სხვა პარტიამაც მიიღო მილიონები. ჟურნალისტებმა გაარკვიეთ, ვინ რა მიიღო, ეს ჩემი ფუნქცია არ არის“
, _ განაცხადა დავით თარხან-მოურავმა "გურია ნიუსის“ შეკითხაზე ტელეკომპანია "კავკასიის“ ეთერში, გადაცემა "ბარიერში“.


ნახვა: 47


 ახალი ამბები
  • საქართველოში "თაფლის საბჭო" შეიქმნებაგორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს. „მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით. თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთელი და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დღეს დილით, 6 საათზე, ზესტაფონში მოხდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთელი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ  გომიდან (შემოქმედი) იყვნენ. ისინი ამჟამად თბილისში ცხოვრობდნენ და ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მოდიოდნენ.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში ... ...
  • ოჯახური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურში 60 წლის მამაკაცი დააკავესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის მეუღლეზე წლების განმავლობაში სიტყვიერად ძალადობდა: _ სვამდა და მეუღლეს სულ აგინებდა. არც შვილებს ინდობდა. ვეღარ გაუძლო ქალმა და პოლიციაში უჩივლა, _ გვითხრეს დაკავებულის მეზობლებმა. ბრალდებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.  მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლევან დადუნაშვილის დედა - „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“ „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში. ანრი ოხანაშვილი - ზაზა სარალიძეს ჰქონდა კითხვა პროკურატურასთან მიმართებაში. თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მათ მოქმედებებთან? რამე კითხვის ნიშნები ხომ არა გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში? მათ მოქმედებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? ნათია საყვარელიძე - „ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ რამეს ისეთ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვები პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი როგორც მაყურებელმა რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ... ...
  • "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს" _ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიამ დრომდე დაკეტილია ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელი კარი.  ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ამბობს, რომ არ იცის რატომაა დაკეტილი შენობაში შესასვლელი ძირითადი კარი. "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...