"რაც ყველაზე მთავარია, მე ვენდობი ამ ადამიანებს"

პოლიტიკა

"რაც ყველაზე მთავარია, მე ვენდობი ამ ადამიანებს"

2014 აგვ 11 14:43:55

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 4 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო შემადგენლობა ძირითადად დაკომპლექტებულია.

თანამშრომელთა უმრავლესობა მუნიციპალიტეტის გამგეობაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ყოფილი გამგებლის, გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილისა და ვიცე-გუბერნატორ ლელა თავართქილაძის კადრებად მოიაზრებოდნენ. კადრების ნაწილი კი ყოფილი გამგებლის კოტე შარაშენიძის  მიერ დანიშნულები არიან. 

მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალურად გამოთხოვილი, დასაქმებასთან დაკავშირებით შესული განცხადებების ქსეროასლებიდან ჩანს, რომ ყველა პირს შინაარსობრივად ერთნაირი, რამდენიმესიტყვიანი  განცხადება აქვს დაწერილი _ "გთხოვთ დამასაქმოთ ვაკანტურ თანამდებობაზე". განცხადებებში არ არის მითითებული რა სპეციალობა აქვთ და კონკრეტულად რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე ითხოვენ მუშაობის დაწყებას.

დაუდგენელია, როგორ მოხდა განცხადებების შერჩევა, შეფასება, რა კრიტერიუმებით დაადგინეს კადრის გამოცდილება და როგორ მოახერხა გამგებელმა 4 აგვისტოს შემოსული განცხადებების გადახედვა,  პიროვნებების შესწავლა და იმავე დღეს  სხვადასხვა  პირების თანამდებობებზე დანიშვნა.

იურისტების განმარტებით, ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, განცხადების შეტანა არის საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. გაურკვეველია, როდის მოხდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოების დაწყება და დასრულება.

თანამშრომლების უმეტესობა წარმოშობით სოფელ შემოქმედიდანაა, სადაც დღეს გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ცხოვრობს, ზოგიც მისი მეგობარი და კლასელია.

მერაბ ჭანუყვაძე "გურია ნიუსთან" ახალი კადრების დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის თავისი გუნდით მოვიდა:

 _ მე მოვედი ჩემი გუნდით,  შეიცვალა ყველა სამსახურის უფროსი, მოადგილეები... ეს ადამიანები თავიანთი პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით შეირჩა. ყველა სამსახურის უფროსს აქვს შესაბამისი გამოცდილება და არიან ჩემი გუნდის წევრები. რაც ყველაზე მთავარია, მე ვენდობი ამ ადამიანებს. სოფელ შემოქმედთან დაკავშირებით  კი გეტყვით, რომ აქ ძალიან ბევრი შემოქმედელი მუშაობდა ჩემს მოსვლამდეც... ასე რომ, ესენი ახალი სახეები არ არიან.  რაც შეეხება კადრებს, გარდა მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისა, არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლები, ასევე სოფლის წარმომადგენლებიც... ჩვენ ჩავატარებთ კონკურსს, სადაც ნებისმიერ პირს ექნება  საშუალება მიიღოს მონაწილეობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სახელობითი სია ასე გამოიყურება:

გამგებლის პირველი მოადგილეა არჩილ ყაზაიშვილი, მოადგილე _  ალექსანდრე ყველაშვილი, მოადგილე _ გიორგი ღურჯუმელიძე, გამგებლის თანაშემწე _ ვასილ ქარჩავა, მდივან-რეფერენტი _ ელენე სურგულაძე.

სამსახურის უფროსი (დასაზუსტებელია რომელი სამსახურის უფროსია!) _ ხათუნა სურგულაძე, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი _ ნანა ხომერიკი, სპეციალისტი _ მარინა გორდელაძე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი _ მარინა ქერქაძე,  სპეციალისტი _  მზევინარ სალუქვაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი _ ეკატერინე მგელაძე,  სპეციალისტი _  ნენსი კიკვაძე, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობის განყოფილების უფროსი _ ნინო მახარაძე, სპეციალისტი _ დარეჯან გოგოტიშვილი, სპეციალისტი _ ნანა კილაძე; საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი _ გია მამაკაიშვილი; საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშებისა და სახაზინო-საბანკო მომსახურების განყოფილების სპეციალისტი _ ლილი როყვა; მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი _ თამარ ლომთათიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი _ ლაშა თავაძე, სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი _  მიხეილ შილაკაძე, სპეციალისტი _ კლიმენტი ცერცვაძე; ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _  გერმანე ჭანუყვაძე, სპეციალისტი _ თამარ ბაქანიძე; შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი _  გიორგი ჩაგანავა, სპეციალისტი _ ნათელა ტუღუში, სპეციალისტი _  შოთა სარიშვილი; ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბადრი გობრონიძე, ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი _  გოჩა აბაშმაძე, სპეციალისტი _ აივაზ ბერიძე, სპეციალისტი _ რევაზ გუდაძე, სპეციალისტი  _ თამაზ ცერცვაძე, სპეციალისტი _ პაატა ვაშალომიძე, არქიტექტურის განყოფილების უფროსი _ თამაზ ლომჯარია, სპეციალისტი  _  თამარ ცხომელიძე; ქონების მართვის განყოფილების უფროსი _  მალხაზ გორგოშიძე, სპეციალისტი_ პელაგია კალანდაძე; კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი _ ნატალია ხომერიკი, კულტურის განყოფილების უფროსი _ ვახტანგ ვაშაყმაძე, სპეციალისტი _  ნუნუ მამუკელაშვილი, სპორტის განყოფილების უფროსი _ ზაზა ცინცაძე, სპეციალისტი _ პაატა ნიკოლაიშვილი, ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი _  ეკატერინე სირაძე; განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი _  მაიზერ ცელაძე, განათლების განყოფილების  უფროსი _ ნაილი გრძელიძე, სპეციალისტი _ ნინო გაბუნია, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი _ ლევან ლეჟავა, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი _ ნათია ვაშალომიძე, სპეციალისტი  _ სულიკო ნიკოლაიშვილი, სპეციალისტი _ ქეთინო სანიკიძე; ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი _  გიორგი ხარაბაძე, სპეციალისტი _ აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების სპეციალისტი _ ნანა მელაშვილი; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი _  ილია ლეჟავა, მოქალაქეთა გაწვევის განყოფილების უფროსი _ გიორგი თავართქილაძე, სპეციალისტი _ ციალა სირაძე, მობილიზაციის განყოფილების უფროსი _ ბადრი რუსიეშვილი, სპეციალისტი _ გიორგი სალუქვაძე.




 ახალი ამბები
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...
  • „ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს. "სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება,ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა",- აცხადებს ნადირაშვილი. ირმა ნადირაშვილი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ გონივრულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დიმიტრი გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.  რეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა.  საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.  სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი- იპოინვესტიცია წარადგინა (R)საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...