სხდომაზე სასადილოს საკითხი განიხილეს

პოლიტიკა

სხდომაზე სასადილოს საკითხი განიხილეს

2014 აგვ 12 18:12:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელიც 7 აგვისტოს ჩატარდა, 21 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ,  მისმა მოადგილე გელა კილაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და დეპუტატებმა 21 საკითხი 30 წუთში განიხილეს.

ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ  საკრებულოს აპარატის 12 საშტატო ერთეულიდან სამსახურს 9 თანამშრომელი შეინარჩუნებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ საკრებულოში დამტკიცების შემთხვევაში, გამგებელს ორი მოადგილე, ერთი მრჩეველი და გამგებლის 16 წარმომადგენელი ეყოლება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ ვინ ჩაიბარებს ამ თანამდებობებს. ერთ-ერთ მოადგილედ ვახტანგ ზენაიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ბიუროს სხდომას ესწრებოდა.

დეპუტატმა ალექსანდრე სარიშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს 60 ბენეფიციარის რიცხვი 100-მდე გაიზარდოს.

_ სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და თუ ამის საშუალება იქნება, ეს საკითხი აუცილებლად გავიაროთ და ადამიანებს დავეხმაროთ, _  თქვა სარიშვილმა.

ზაზა ურუშაძის თქმით, ამ საკითხის გადაჭრა ასე ადვილი არ არის, რადგან 2014 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ზენაიშვილმა თქვა, რომ უპოვართა საკითხი სერიოზული ბიზნესია. იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ განცხადებაში იგულისხმა ფაქტი, რომ მზუნველობა მოკლებული ბენეფიციარები ქუჩაში 50-70 ლარს შოულობენ.

_ არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც პროფესიასავით აქვთ ქუჩაში გამოსვლა და საკმაოდ დიდ ფულსაც აგროვებენ. ეს თანხა ხან 50-70 ლარს შეადგენს. მე ჩემს განცხადებაში ვიგულისხმე თბილისი. სამწუხაროდ,  ჩვენს ქვეყანაში არსებობენ სოციალურად შეჭირვებული ადამიანები და მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, _ გვითხრა ვახტანგ ზენაიშვილმა.

დეპუტატი რომან ბიწაძე კი უპოვართა სასადილოს პროგრამის უკმაყოფილოა. მისი თქმით, მზრუნველობა მოკლებულთათვის სასადილო საერთოდ უნდა გაუქმდეს:

_ ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდა. ბუნებრივია, ჩვენი მოსახლეობის სოციალური ყოფა ძალიან მძიმეა, მაგრამ ასე არ შეიძლება. სასადილოში აყვანის კრიტერიუმი არის დასახვეწი და გადასახედი. ეს არის ჩემი აზრი და კარგი იქნებოდა, კონკრეტული პირები კი არ დადიოდნენ სასადილოში, ის თანხა, რომელიც იხარჯება მთლიანად ამ ყველაფერში, მათ მიეცეს. იქ გამოთავისუფლდება ხელფასები, ელექტროენერგიის, გაზის და სხვა დანახარჯების თანხა. მოკლედ, დასახვეწია ეს მექანიზმი. წლების განმავლობაში მიშვებული იყო ეს საკითხი, _ თქვა ბიწაძემ.

ბიუროს სხდომაზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ის, ვისაც ბუნებრივი აირი აქვს სახლში შეყვანილი, შეშის ვაუჩერს ვერ მიიღებს.

_ ვადასტურებ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენც გავიგეთ და ახლა მიმდინარეობს ამ ამბის დაზუსტება, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...