რა საკითხები გადმოჰყვა რწმუნებულისგან გამგებლის წარმომადგენელს "მემკვიდრეობით"

პოლიტიკა

რა საკითხები გადმოჰყვა რწმუნებულისგან გამგებლის წარმომადგენელს "მემკვიდრეობით"

2014 აგვ 30 23:42:33

სოფლის რწმუნებულს გამგებლის წარმომადგენელი შეცვლის _ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მსჯელობა. რამდენიმე დღეში გამგებლის წარმომადგენლის ეს ინსტიტუტი დაიწყებს მუშაობას, მაგრამ გაამართლებს თუ არა მისი საქმიანობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რა ფუნქცია ჰქონდა სოფლის რწმუნებულს და რას წარმოადგენს გამგებლის წარმომადგენელი ამასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს "გურია ნიუსთან" "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი, ირაკლი პაპავა აკეთებს:

ირაკლი პაპავას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შედეგების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის ("ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის) თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირად ითვლებოდა, რომელიც თავის უფლებამოსილებას თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებდა.

_ მას, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა გამგებელი. ამასთან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რწმუნებული იყო მთლიანი მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულისა და საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირის, ერთიანი წარმომადგენელი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (სწორედ ამგვარად იქნება სახელდებული საქართველოს ორგანული კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით", თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ნაცვლად, შემოღებული ინსტიტუცია), იგი, თავისი არსით, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი (კერძოდ, აღმასრულებელი) ორგანოს _ გამგებლის რწმუნებული პირი იქნება ადგილზე და არა მთლიანი მუნიციპალიტეტის. სწორედ ეს არის პრინციპული და არსებითი განსხვავება რწმუნებულისა და გამგებლის წარმომადგენლის ინსტიტუტს შორის. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ თუკი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სტატუსისა და კომპეტენციის, ასევე ამ კომპეტენციის გახორციელების ძირეული, საკვანძო საკითხები უშუალოდ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონში იყო გაწერილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან მიმართებაში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 2 აგვისტოს დამტკიცებული "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" შესაბამისად კი, გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე (თუმცა, არა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი), რომელსაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს გამგებელი, _ ამბობს პაპავა.

მისივე თქმით, რწმუნებული, ფაქტობრივად, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი იყო, ხოლო გამგებლის წარმომადგენელი კი უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ერთპიროვნული ორგანოს _ გამგებლის რწმუნებული პირია ადგილზე. ამ უკანასკნელის უფლებამოსილება, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის კომპეტენციასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, შეზღუდულია. ის, რაც, თავისი არსით, ერთმანეთის მონათესავე ამ ორ ინსტიტუციას საერთო დარჩა, გახლავთ, გამგებლის წარმომადგენელი. რომელიც,  მისი წინამორბედი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მსგავსად, კვლავაც შუამავალი რგოლის ფუნქციას შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის (სოფელი, თემი, დაბა) მოსახლეობას შორის:

_ ამასთან, თავის წილ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ გამგებლის წარმომადგენელს, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლებამოსილებებიდან, ძირითადად, შემდეგი საკითხები გადმოჰყვა "მემკვიდრეობით" _ იგი აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას (ოჯახის შემადგენლობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტიური მოვლა-პატრონობის თაობაზე); უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობის გაცემას; ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობებს და ა.შ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან განსხვავებით, გამგებლის წარმომადგენელი ("ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებიდან" გამომდინარე) აღარ მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, აღარ ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; იგი აღარაა ვალდებული, ორგანიზება გაუწიოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; აღარ ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და გამგებლისთვის მათ მიწოდებას; აღარ აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების გახორციელების მიმდინარეობას, გამგებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად წარდგენის მიზნით და ა.შ. _ გვითხრა ირაკლი პაპავამ.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...