"ჩვენ მაინც გვითხარით, საკრებულოს წევრებს, მაინც რა ღირს ბაზა!"

პოლიტიკა

"ჩვენ მაინც გვითხარით, საკრებულოს წევრებს, მაინც რა ღირს ბაზა!"

8 სექ. 2014, 14:22:52
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აქტუალობას არ კარგავს საფეხბურთო კლუბი "გურია". საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა ჩაგუნავას თქმით, შპს კლუბ "გურია 2000"-ის საწესდებო კაპიტალიდან ამოიღეს ე. შევარდნაძის სახელობის ცენტრალური სტადიონიდან ყველა ის ქონება, რაც აუცილებელია საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ასპარეზობისთვის.ეს ქონება სოფელ გრიგოლეთში მდებარე სპორტულ ბაზასთან და გამგეობის ბალანსზე არსებულ ავტომანქანასთან ერთად გადაეცემა ა(ა)იპ-ი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას".
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს და საკრებულოს დეპუტატ დარეჯან ბურჭულაძის შორის საფეხბურთო კლუბ "გურიასთან" დაკავშირებით პოლემიკა გაიმართა.
დარეჯან ბურჭულაძე: _ ძალიან კარგია, გასული წლისგან განსხვავებით, წელს "გურიას" რომ ასე ეხმარებით. როგორც ინფორმაცია მაქვს, საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამი და ხუთი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული. ძალიან მაინტერესებს, რაში დაიხარჯა 230 ათასი ლარი და რატომ არ იქნა დაფარული ეს დავალიანება? ვის უნდა მივმართო ამის გასაგებად?  ჩემი ოჯახი იყო ჩართული (ექს-დირექტორი კობა მირზაშვილი, დარეჯან ბურჭულაძის მეუღლეა) "გურიას" თუნდაც დაფინანსებაში და კარგად ვიცი, რა მხარდაჭერაც იყო გასულ წელს.
ზაზა ურუშაძე: _ კლუბს ჰყავს დირექტორი და მას უნდა მიმართოთ. რაც შეეხება დავალიანებას, "გურიამ" 1,7 მილიონი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან და ძველი არანაირი დავალიანება არ უნდა იყოს. შესაბამისად, ვერ მივიღებთ პრეტენზიას, რომ გასულ წელს კლუბს არ ვეხმარებოდით. ჩვენ ყველას მადლობას ვუხდით, ვინც კლუბს დაეხმარა. ყველას, მათ შორის, თქვენს ოჯახსაც, თუ რამე კლუბს დაახარჯა და ამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, დავუბრუნებთ ყველა თეთრს.
ზაზა ურუშაძე დაინტერესდა პრემიით, რომელიც კლუბის ყოფილმა დირექტორმა გამოწერა, რაზეც დარეჯან ბურჭულაძემ უპასუხა: ამ საკითხთან დაკავშირებით მე არაფერ შუაში არ ვარ და შეგიძლიათ, თქვენ დაინტერესდეთ.
დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე დაინტერესდა ბაზის ფასით, რომელიც ჩამონათვალთა სიაში არ იყო:
ჩვენ, საკრებულოს წევრებს,  მაინც გვითხარით, რა ღირს ბაზა? ძალიან მაინტერესებს, რატომ არ არის ამ ჩამონათვალში ბაზის ფასი დაფიქსირებული?!
შოთა ჩაგუნავამ  დეპუტატის კითხვაზე კომენტარი გააკეთა: როგორ გითხრათ ფასი, ამისთვის აუდიტის მოწვევაა საჭირო?! ამ მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ-ზე 9 ლარია, მაგრამ ეს საბაზრო ფასთან დიდად განსხვავებულია და ამიტომაც არ მივანიშნეთ ღირებულება.
"გურიასთვის" გადასაცემი ქონება, რაც საჭიროა მისი ფუნქციონირებისათვის, ასე გამოიყურება: 1. ადმინისტრაციული შენობა 531 კვ.მ. 319 068 ლარადაა შეფასებული; 2. სატრანსფერო შენობა 44,82 კვ.მ. _ 13 446 ლარი; 3. სათადარიგო მოედნის გასახდელი 164,71 კვ.მ. _ 411 777 ლარი; 4. საპირფარეშოს შენობა 172,87 კვ.მ. _ 8 643 ლარი; 5. მოედნის განათების ანძები, 4 ცალი _ 122 000 ლარი; 6. ტერიტორიის გარეთა შემოღობვა რკინის ჭიშკრებით, 868,3 გრძ.მ. _ 173 662 ლარი; 7. ფეხბურთის მოედნის შემოღობვა, 406 გრძ.მ. _ 60 900 ლარი; 8. ელექტროტაბლო _ 10 500 ლარი; 9. ძირითადი მოედანი, მეტალოპლასტმასის კარით, 8740 კვ.მ. _ 742 900 ლარი; 10. ძირითადი მოედნის აღმ. ტრიბუნა, 110 გრძ.მ. _ 550 000 ლარი; 11. სათადარიგო მოედანი ტრიბუნით, 7738 კვ.მ. _ 154 760 ლარი;  12. წყლის საწნევი კოშკი, 1 ცალი _ 2500 ლარი; 13. წყლის რეზერვუარები წყლის მომარაგების სისტემით, 4 ცალი _ 60 000 ლარი; 14. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 51 795 კვ.მ. _ 472 370 ლარი; 15. ავტომანქანა მიცუბიში-მონტერო _ 7600 ლარი;



 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინადღეს, "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა."საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას", _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ ... ...
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...