"არემჯის" პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" _ "თარგამაძე მეორედ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას"

პოლიტიკა

"არემჯის" პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" _ "თარგამაძე მეორედ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას"

11 ოქტ. 2014, 21:31:05

"ბატონი გივი თარგამაძის მორიგი უსაფუძვლო ბრალდების საპასუხოდ, კომპანია "არემჯის" სახელით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩამოთვლილი პიროვნებების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ მუშაობს ამჟამად არც თავად კომპანიაში, არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციაში. ერთადერთი, გივი თარგამაძის სიიდან ბატონი დავით ბალანჩივაძე გახლავთ გენერალური დირექტორის მოადგილე, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებული ინფორმაცია მისი მე-9 არხში მუშაობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ყველა მონაწილეს, მათ შორის, კომპანიის, თანამშრომლების, რეგიონისა და საზოგადოების სხვა ჯგუფები ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ნაციონალური მოძრაობა, მისი ერთ-ერთი ლიდერის მიერ უკვე მეორედ გახმოვანებული არასწორი ინფორმაციით, ხელს უშლის საყდრის-ყაჩაღიანის პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებას." _ ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს კომპანია "არემჯი" გივი თარგამაძის ბრიფინგის საპასუხოდ.  

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დღეს მორიგი ბრიფინგი მოაწყო საყდრის-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით: "2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს "RMG Gოლდ"-ის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას "ულაგებდა".

მანვე ჩამოთვალა პიროვნებები, რომლებიც მისი განცხადებით, "არემჯიმ" გარკვეული ინტერესების გამო დაასაქმა.

გივი თარგამაძე: "საქართველოს პროკურორის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა კახა კობახიძე (მეტსახელად "ხოკა"). კახა კობახიძეს ბიოგრაფიაში რამოდენიმე საინტერესო დეტალია. პირველი, იგი იყო ედუარდ შევარდნაძის ეპოქის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურზანიას უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბატონი კახა სამსახურიდან უშიშროების ახალმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გაათავისუფლა, რუსეთის სპეც-სამსახურებთან მჭიდრო კავშირის გამო. ამის შემდეგ, კახა კობახიძე, თავისი მფარველივით, რუსეთში გადაბარგდა და იქ პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენების კომპანიებში მოღვაწეობდა. საქართველოს ის ლაშა ნაცვლიშვილმა დაუბრუნა, რომლის რუსეთის სპეც სამსახურებთან კავშირზე ასევე არსებობდა სერიოზული ეჭვები.
პარალელურ რეჟიმში, ფირმის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზაზა ბაბუნაშვილი, რომელიც ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის წარმომადგენლის, შსს მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის ნათელ-მირონია და წლების განმავლობაში თავადაც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში (კუდი, სუსი). აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ ქუთელია, თამაზაშვილის ნათესავია.
მას შემდეგ, რაც ბიზნესთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა გადაიბარა, RMG Gold-ის მმართველობაში გამოჩნდნენ დავით ბალანჩივაძე და ნიკა ქაჩირიშვილი. გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ბალანჩივაძე, წლების განმავლობაში, ტელევიზია მე-9 არხის მენეჯმენტში მოღვაწეობდა.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლითაც მოხდა ფირმისათვის ლიცენზიის გაგრძელება და საყდრისი-ყაჩაღიანითვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა." _ განაცხადა გივი თარგამაძემ.  

"გურია ნიუსს" კომპანია "არემჯიში" განუცხადეს, რომ თარგამაძის მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე პიროვნების შესახებ საერთოდ არაფერი იციან, რადგან მათ კომპანიაში არასდროს უმუშავიათ:

  "1.  ბაბუნაშვილი და ქაჩირიშვილი ვინ არის,  არიან საერთოდ არავინ იცის, რადგან მათ არასოდეს უმუშავიათ არემჯიში. 2. კობახიძე მუშაობდა, ოღონდ აღარ მუშაობს. თან მუშაობდა არა უსაფრთხოების, არამედ ადმინისტრაციის უფროსად. 3. ქუთელიაც აღარ არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 4. ბალანჩივაძე არის გენერალური დირექტორის მოადგილე და არა - მრჩეველი. რომელიც ასევე არასოდეს მუშაობდა მე-9 არხზე." _ აცხადებენ "არემჯიში".




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?