პუტინის ძალოვანი თამაში - რატომ აქვს რუსეთს ხელში უკრაინის კრიზისის თითქმის ყველა კოზირი ხელში

პოლიტიკა

პუტინის ძალოვანი თამაში - რატომ აქვს რუსეთს ხელში უკრაინის კრიზისის თითქმის ყველა კოზირი ხელში

2014 ოქტ 22 19:18:59

ჯეიმს კარდენი, The National Interest -ის რედაქტორი, ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, სადაც საუბარი ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის მილანში დიდი ხნით ადრე დაგეგმილ და გასულ კვირას შემდგარ შეხვედრას შეეხება.

ავტორი წერს, რომ აღნიშნული შეხვედრის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციები იმაზე მიუთითებენ, რომ უკრაინაში თითქმის ერთი წელია მიმდინარე კრიზისის დასაძლევად დიდი წარმატებისათვის არ მიუღწევიათ. ეს გასაკვირი არც კი იქნება თუ ევროპაში დღეს მქროლავ უფრო ფართო პოლიტიკურ ქარებს ყურადღებას მივაქცევთ.

დასაწყისში პოროშენკომ ყველანაირი გაგებით წააგო დონბასისათვის ბრძოლა. გამოკითხვების თანახმად, კვირისათვის დანიშნულ საპარლამენტი არჩევნებში მისი ბლოკი წინ მიიწევს, მაგრამ პოროშენკო უამრვ პრობლემას აწყდება, რომელთა შორის ბოლო ადგილი არ უკავია ეკონომიკურ ნგრევას (ზოგიერთი შეფასებებით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა 10 პროცენტით შემცირდება) და პოპულისტურ რეაქციას იმაზე თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლება კრიზისის პირობებში.

ამიტომაც, ის რაც ჩვენ მილანში ვნახეთ, პუტინი-პორპშენკოს წინა შეხვედრის გამეორებაა, რომელიც მინსკში 26 აგვისტოს შედგა, რადგანაც ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა იყო გამოყენებული. როგორც მაშინ ვწერდი, უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს პუტინი ყოველთვის უფრო ძლიერ პოზიციებს დაიკავებს მიუხედავად იმისა ემუქრება თუ არა მას სანქციები ან ხმაურიანი საერთაშორისო განკითხვა. ახლოვდება ნოემბერი და მისი პოზიციები უფრო მყარდება, რადგანაც უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება თანდათან რუსული გაზით მიწოდებისათვის უკრაინისა და ევროპის ქვეყნების დაპირისპირებად გარდაიქმნება. ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 50 პროცენტის გატარება უკრიანის ტერიტორიიდან ხდება და იმის გახსენება თუ როგორ იტოვებდა უკრაინა საკუთარი საჭიროებისათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილ გაზს, რითაც რუსეთი იძულებული გახდა 2006 და 2009 წლის იანვრის თვეში გაზის მიწოდება შეეწყვიტა, ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს.

რადას მიერ ამასწინათ მიღებული კანონი ლუსტრაციის შესახებ, რომელსაც მოქმედი დეპუტატების წინააღმდეგ "ბინძური ლუსტრაციის" მეთოდებით ძალადობრივი ქმედებები, ნაცისტური ეპოქის სიმბოლოთა აღორძინება, პრემიერ მინისტრის "სახალხო ფრონტში" უკიდურესი მემარჯვენეების შესვლა მოჰყვა, უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური სიმშვიდის შანსებს ამცირებს. რადგანაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლონელებისა და ებრაელების წინააღმდეგ ნაცისტებისა და უკრაინელების თანამშრომლობის შესახებ ხსოვნა ჯერ კიდევ უფრო ძლიერი და მტკივნეულია, ვიდრე ამერიკაში.

უკრაიანასა და ევროპაში მის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ - პოლონეთს შორის უკვე გამოჩნდა დაძაბულობის პირველი ნიშნები. უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ომის გამო, მოახლოებულ ზამთარში, ჩვეულებრივად ქვანახშირის გამყიდველი უკრაინა ახლა იძულებულია სამიდან-ოთხ მილიონ ტონამდე ქვანახშირი სხვაგან შეიძინოს. ომის მიუხედავად კი უკრაიანა დიდი რაოდენობით ქვანახშირს რუსეთიდან ყიდულობს, რადგანაც კიევი ნახშირით მაშინ ინტერესდება, "როცა იგი უფასოა". ამბობს პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი. გარდა ამისა, კიევი მიერ თითქოსდა სანიტარული ნორმების დარღვევის გამო პოლონური ხორცის შემოტანის აკრძალვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას აგრძელებს. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას ხელს კიევში მიმდინარე სახალხო დემონსტარაციებიც უშლის, რომლის მონაწილეებიც უკრაინის მეამბოხეთა არმიის რეაბილიტიზაციისაკენ მოუწოდებენ, რომელიც თავის დროზე მრავალი ათასი პოლონელის დახვრეტაში მონაწილეობდა. ამერიკელი მეცნიერები ცდილობენ არ ახსენონ ის ფაქტი, რომ ომის დროის ისეთი პირები, როგორიცაა სტეპან ბანდერა, უკრაინის დასავლეთში ხალხის სიმპათიებს იწვევს. ამ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელთა ისტორიის შესახებ ხალიკა კოჩანსკის წიგნიდან ნაწყვეტი:

" უკრაინელთა მოღალატეობით პოლონელების წინააღმდეგ გერმანელებიც სარგებლობდნენ და ისინი დიდი რაოდენობით აჰყავდათ დამხმარე დაჯგუფებებში და ბატალიონებში "როლანდი" და "ნახტიგალი". ისინი გერმანელების ყველაზე მონდომებული დამხმარეები გახდნენ, იღებდნენ ფორმას, გადიოდნენ გადამზადების კურსებს, შემდეგ კი იწყებდნენ მთავარი ამოცანის შესრულებას: ებრაელთა განადგურებას..."

გარდა ამისა, ამერიკულ მედიაში ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელბულ საკადრო ცვლილებებს. გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროკავშირში მაღალი პოსტი დაიკავა. იგი ევა კოპაჩმა შეცვალა, რომელმაც დრო არ დაკარგა და საგარეო საქმეთა მინისტრის რადეკ სიკორსკის აქტიური და რუსოფობიური პოლიტიკისაგან თავი შორს დაიჭირა. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სიკორსკის შეხედულებები მისი ცოლის წყალობით და Washington Post-ის გვერდების მეშვეობით ვაშინგტონის ფართო აუდიტორიამდეც მოაღწევს.

კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც პუტინის სასარგებლოდ შეიძლება ითამაშოს ცოტა ხნის წინ ნატოს ბლოკის ხელმძღვანელობის ცვლილებაა. დანიის თვითკმაყოფილი ყოფილი პრემიერი და ერაყის ომის ენთუზიასტი ანდერს ფოგ რასმუსენი ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა შეცვალა. რასმუსენისაგან განსხვავებით (ის კი იშვიათი პერსონაა) ახალი გენერალური მდივანი სარგებლობს კონსესუსის მოყვარული ადამიანის რეპუტაციით. ამბობენ, რომ იგი კარგ ურთიერთობებშია პუტინთან, რომელმაც სტოლტენბერგის შესახებ თქვა, რომ "ჩვენ ძალიან კარგი, პირადი ურთიერთობები გვაქვს".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პუტინს არ გააჩნია ზემოქმედების განსაკუთრებული მოტივი ამ კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ ძლისხმევას თითქმის წელიწადია მიმდინარე უკრაინული კრიზისის მოსაგვარებლად აღმოსავლეთ ევროპაში ზამთრის დასრულებამდე, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ცივიც კი აღმოჩნდეს. ამ დროისათვის კი პოლიტიკურმა ბალანსმა ევროპაში შესაძლოა უფრო მეტად გადაიხაროს პუტინისკენ.

თარგმა ზურა ბაუჟაძემ




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...