საბჭო ბჭობისთვის თუ საქმისთვის _ ვინ და რას გაუწევს კონსულტაციას სამხარეო საბჭოში

პოლიტიკა

საბჭო ბჭობისთვის თუ საქმისთვის _ ვინ და რას გაუწევს კონსულტაციას სამხარეო საბჭოში

2014 ოქტ 23 13:07:00

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან შექმნილი "სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს " უფლებამოსილებაა: 

გუბერნატორის წარდგინებით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა, გუბერნატორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შევლენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის  მოადგილე. 

საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის. "კანონში წერია, რომ საბჭოს სხდომას გუბერნატორი იწვევს, თუმცა არ არის აღნიშნული, შეუძლია თუ არა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება მხარის პირველ პირს.

ჩვენი ინფორმაციით სწორედ ამან განაპირობა პარლამენტში 13 ოქტომბერს შესული კანონპროექტის მომზადება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს და რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისი მუხლი უნდა შეიცვალოს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 149-ე მუხლის მე-2 პუნქტი  შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:  "სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი". 

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გურიაში გასულ კვირას გაიმართა. სხდომას რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ოზურგეთის მერი ესწრებოდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე და ამავე სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა აბულაძე.

სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პროექტების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე სხდომაზე მიიღეს საბჭოს დებულება, რომლის თანახმადაც საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

დებულების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია: სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის წარდგინებით განიხილოს მისი უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტები, პროგრამები და მათი ხარჯთაღრიცხვები; განიხილოს სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტები; განიხილოს გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელების სამოქმედო გეგმები; განიხილოს სხვა საკითხები, რომლებიც კავშირშია გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან; გამოხატოს საბჭოს აზრი სხდომებზე განხილულ დოკუმენტებისა და საკითხების თაობაზე; შეიმუშავოს რეკომენდაციები სახელმწიფო რწმუნებულისთვის − გუბერნატორისთვის, მისი უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: მიიღოს გადაწყვეტილებები საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

რამდენად ეფექტური იქნება საბჭოს მუშაობა და საერთოდ რა დანიშნულება აქვს ახალშექმნილ ორგანოს, ამ საკითხზე G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში  "კვირის თემა", ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ ისაუბრა:

_ ეს არის საბჭო, რომელიც განიხილავს რეგიონალურ და მუნიციპალურ პროექტებს. ასე ვთქვათ, ხდება კოორდინაცია, განხილვა არა მარტო მიზნობრიობის, არამედ ხარჯთაღრიცხვისაც. ეს საბჭო იქნება შუამავალი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, _ ამბობს მამალაძე. 

_  მაგალითად, ჩოხატაურს  რამდენიმე პროექტის ვარიანტი აქვს წარმოდგენილი... საუკეთესოს არჩევა როგორ ხდება, ხმის მიცემით?

_ იქნება მსჯელობა. ეს ძირითადად მაინც კაპიტალურ, ტრანსფერით მიერ დაფინანსებულ მუნიციპალურ პროექტებს შეეხება. უფრო კონკრეტულად, ეს არის პროექტები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს და ასე იცნობს საზოგადოება. რამდენიმე ვარიანტი იქნება წარდგენილი მუნიციპალიტეტიდან და იქნება მსჯელობა მიზნობრიობაზე.  პროექტის შერჩევის შემდეგ დაიწყება მუშაობა ხარჯთაღრიცხვებზე და დეტალებზე, რომ ყველაფერი სწორად და კვალიფიციურად წარიმართოს. 

_ ბატონო ზაალ,  ლანჩხუთის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ეცოდინებათ, რომელი პროექტია პრიორიტეტული ჩოხატაურისთვის?  

_ საინტერესო შეკითხვაა.  პროექტის მიზანშეწონილობას,  რომელიც იქნება წარდგენილი, აუცილებლად დასჭირდება დასაბუთება.  ამიტომ საინტერესოა რა მიმართულებით წავალთ ამ საბჭოზე. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთესი რეგიონულ პროექტებზე ფიქრია. საინტერესო იქნება რეგიონული განვითარების გეგმის და სტრატეგიის შემუშავება-განხილვა, რადგან არის ბევრი პროექტი, რომელიც 4-მუნიციპალიტეტიან მხარეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  მგონია, რომ საბჭო იქნება ხელშემწყობი იმისი, რომ რეგიონული პროექტები განვითარდეს და რაც ყველაზე მთავარია, დაიდოს მხარის განვითარების სტრატეგია.

_ სტრატეგიული განვითარების გეგმები ბევრი გვახსოვს, თუმცა, განხორციელებული _ არა... 

_ იყო რამდენიმე. როცა სამ-ხუთ წლიანი გეგმები იდებოდა, სწორედ იქიდან ხდებოდა პროექტების არჩევა. მანამდე არ არსებობდა ეს ფორმატი, ვერსად მოხდებოდა განხილვა.  ახლა ფორმატი გვაქვს. ჯერ მხოლოდ პირველი სხდომა ჩატარდა და იმედია, სწორედ ამ მიმართულებით დაიდება პროგრამები, პროექტები. 

_ საბოლოო სიტყვა ვის ეთქმის საბჭოში?

_ ეს იქნება საერთო კონსულტაციის შედეგად.  ჯერ არცერთი პროექტის განხილვა არ მომხდარა  და ამ ეტაპზე, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველას თანაბარი ხმის უფლება აქვს.  

იმის გასარკვევად, დაარღვია თუ არა კანონი გუბერნატორმა, როცა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ჩხაიძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო გიორგი, კანონში არ წერია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შედის გუბერნატორი, წერია, რომ მხოლოდ იწვევს. შესაბამისი ცვლილება კანონში ახლა შედის, თუმცა ცვლილებამდე გამართეთ სხდომა. რა გამოდის, გუბერნატორმა კანონი დაარღვია?

_ დავიწყოთ იმით, რომ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო. ამავე კანონში აღნიშნულია ისიც, რაც თქვენ ბრძანეთ.  მოწვევის უფლება ნამდვილად აქვს გუბერნატორს. გამომდინარე იქედან, რომ საბჭო არის გუბერნატორთან არსებული ორგანო და მისი მოწვევის უფლება აქვს გუბერნატორს. გეტყვით, რომ გუბერნატორი კანონს არ არღვევს.

_ ეს არის საბჭო მხოლოდ ბჭობისთვის თუ რეალურად აქვს ფუნქცია?

_ საბჭოს მიზანია რეგიონის განვითარება.  პრიორიტეტული პროექტების წინა პლანზე წამოწევა-განხორციელება. შესაბამისი მუნიციპალიტეტის დონეზე, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვის განხილვა.

საბჭო მოიწვევა სამ თვეში ერთხელ. სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოსთან იქმნება სამუშაო ტექნიკური ჯგუფები, რომელიც შედგება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლისგან და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან. კერძოდ, მუნიციპალიტეტების, სამინისტროების, ეროვნული სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან.

აქვე გეტყვით, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნება ხუთი თემატური ჯგუფის მიხედვით:  ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა; ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; განათლება და კულტურა; გარემოს დაცვა. სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ პროექტებს და წარუდგენენ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც შემდგომ ეგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. განხილვის შემდეგ გეგმა  სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს უბრუნდება.

_ ბატონო გიორგი, საიდან უნდა იცოდეს ჩოხატაურის ან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, რომელი პროექტის განხორციელებაა მნიშვნელოვანი, მაგალითად, ოზურგეთისთვის?

_ თითოეული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი თუ მისი წარმომადგენელი  სისტემატურად ხვდება მოსახლეობას, იღებს ნებისმიერ ინფორმაციას თუ, სად, რა სახის პრობლემაა ამა თუ იმ სოფელში მოსახლეობის დონეზე. ამის შემდეგ, უკვე ახორციელებს პრობლემების პროექტების დონეზე ასახვას.  პროექტები, რომლებსაც წარმოადგენენ მუნიციპალიტეტები, ფილტრაციას გაივლიან სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოში ნაცვლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა. საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან თავად უზრუნველყოფს პროექტების პრიორიტეტულობის განსაზღვრას. ამის შემდეგ, სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებულ პროექტებს უგზავნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამინისტრო გასცემს შესაბამისს რეკომენდაციას. აქედან გამომდინარეობს ის, რომ გადაწყვეტილება თუ რომელი პროექტი უნდა იყოს დაფინანსებული, რომელია უფრო პრიორიტეტული რეგიონისთვის არსებულ პერიოდში, წყვეტს ადგილობრივად სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო,  სამუშაო ჯგუფებთან და საბჭოს წევრებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ  საკონსულტაციო-სამხარეო  საბჭო მხოლოდ საქმის საკეთებლად იმართება და  არა  ბჭობისთვის.

_ ეს ყველაფერი, ზოგადად, გუბერნატორის გავლენის გაზრდას ხომ არ ემსახურება? რადგან, როგორც იკვეთება, მაინც თქვენ წყვეტთ, სად რა პროექტი უნდა გაკეთდეს.

_ როგორც კანონში წერია, საბჭო შედგება მუნიციპალიტეტის შესაბამისი გამგებლის, მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილისგან. აქედან გამომდინარე, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.   ვფიქრობ, რომ აქ გავლენის გაზრდა არაფერ შუაშია და გუბერნატორი ერთპიროვნულად ვერ  გადაწყვეტს პროექტების გახორციელების საკითხს.




 ახალი ამბები
  • "არ გიშველით არც ეს ვირუსომანია"_ ნათელაშვილი ხელისუფლებასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს იურიდიულ უმძიმეს დანაშაულს უწოდებს. „ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი ,რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე,სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ- არ გიშველით არც ეს ვირუსომანია,”_ წერს ... ...
  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია ... ...
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლაჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...