FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის მიმოხილვას აქვეყნებს

პოლიტიკა

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის მიმოხილვას აქვეყნებს

2014 ოქტ 31 16:39:43

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 24–დან 31 ოქტომბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხებოდა. ჭიაბერაშვილის თქმით, "გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს არა კლინიკაში არსებული ფასის 70%-ს, არამედ სახელმწიფომ დაადგინა თავისი ფასი და ამ ფასის 70%-ს აფინანსებს. შესაბამისად, თუკი მიდიხარ მართლაც მაღალხარისხიან, კარგ კლინიკაში, სადაც ოპერაციის ფასი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასს შეიძლება 2-ჯერ აღემატებოდეს, მაინც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასიდან იანგარიშება 70% და რეალურად სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება შეიძლება გამოვიდეს 30 ან 40 პროცენტი".

ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ფორმულა შეიმუშავა, რომლითაც კონკრეტული გეგმიური ოპერაციის ფასი გამოითვლება – მაქსიმალურ ფასს მინუს მინიმალური ფასი იყოფა 4–ზე და ემატება მინიმალური ფასი. გეგმიური ოპერაციები სწორედ ამ ფორმულით მიღებული ფასის 70%-ით ფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში არსებული ოპერაციის ღირებულება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასს არ აღემატება, მაშინ დაფინანსდება არა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფასის 70%, არამედ კლინიკის მიერ განსაზღვრული ფასის 70%.

მაგალითად, დავუშვათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში კონკრეტული ოპერაციის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა A კლინიკაში – 1 000 ლარი. იგივე ოპერაციის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა B კლინიკაში – 1 600 ლარი. ამ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამ კონკრეტულ ოპერაციას A კლინიკაში გაიკეთებს, მას კლინიკის ფასის 70%, ანუ 700 ლარი დაუფინანსდება. ვნახოთ, ფორმულის თანახმად რეალურად რა პროცენტით დაუფინანსდება პაციენტს ოპერაცია, თუ ის ოპერაციას B კლინიკაში გაიკეთებს – (1600-1000) / 4+1000=1150. შესაბამისად, მას დაუფინანსდება 1150 ლარის 70%, რაც 805 ლარს შეადგენს. ამდენად, B კლინიკაში ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში პაციენტს კლინიკაში არსებული ფასის დაახლოებით 50% უფინანსდება.

შესაბამიად, ზურაბ ჭიაბერაშვილის ეს განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა, მკითხველის თხოვნით, ჯონდი ბაღათურიას განცხადებაც გადაამოწმა. ბაღათუარიას თქმით, "ყოფილმა ხელისუფლებამ 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს".

ფაქტ–მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე "ოლიმპიურ სოფელს" ჩინური კომპანია "Hualing" აშენებს. პროექტის გენერალურ გეგმაში მართლაც იყო 126 ათას ადამიანზე საუბარი, მაგრამ, კორპორაციამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს რიცხვი პროექტის ფარგლებში დასაქმებულების, მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების საშუალო რაოდენობას აღნიშნავდა. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა. როგორც წინა, ისე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, 126 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლების შესახებ გავრცელებული ხმები არაერთხელ უარყო.

როგორც ჩინური კომპანიის, ისე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ადასტურებენ, რომ გენერალურ გეგმასა და ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში ჩინელი მოქალაქეების ჩამოსახლების შესახებ არაფერია ნახსენები. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აშენებული კორპუსების საბაზრო წესით გაყიდვა იგეგმება. ამასთან, ხელისუფლება კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს 8 საცხოვრებელი კორპუსის შეძენისა და მათი დევნილებისთვის გადაცემის შესახებ.

ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ჯონდი ბაღათურიას განცხადება ტყუილია.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ზურაბ ტყემალაძის განცხადებას ეხებოდა. "მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები სხვადასხვა სექტორში. 2014 წლის პირველ ექვს თვეში 24 800 ბიზნესი დარეგისტრირდა, რაც 737 ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. 2014 წლის ექვს თვეში ბიზნეს სექტორში ბრუნვამ 21 მილიარდ ლარს გადააჭარბა"– განაცხადა დეპუტატმა.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოში 24 826 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. რაც შეეხება ბრუნვას, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ბიზნეს სექტორში ბრუნვამ 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ბრუნვა ვაჭრობის (11.1 მლრდ ლარი), მრეწველობის (4 მლრდ ლარი) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში (2.4 მლრდ ლარი) იყო.

რაც შეეხება ხელფასებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით მომუშავეთა ხელფასმა 864.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.5%-ით მეტია. ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობის სფეროში დაფიქსირდა (20.3%). შემდეგ ადგილზე, ხელფასების 15.7%-იანი ზრდით, სამთომომპოვებელი მრეწველობაა.

ფაქტ–მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც გადაამოწმა. ვაშაძის თქმით, "პროდუქტებზე ფასები გაზრდილია".

ინფორმაციის მოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა. საკვებ პროდუქტებზე ფასები 3.3%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთი წლის ინფლაცია არის 4.8%, მათ შორის, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 8.4%-ით გაიზარდა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულად აწვება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რამდენადაც მათი შემოსავლის უმეტესი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე იხარჯება.

პროდუქტებზე ფასების ზრდა, როგორც წესი, ყოველთვის უფრო მაღალი იყო სამომხმარებლო კალათის სხვა სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებაში. ასევე, თუ გადავხედავთ ფასების ყოველთვიურ დინამიკას, ვნახავთ, რომ ფასები სეზონურად იცვლებოდა. კერძოდ, მცირდებოდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასთა ზრდა შეინიშნებოდა. აღნიშნული ფაქტი წარმოების მოცულობის სეზონური ცვლილების გავლენის შედეგად ხდებოდა.

ფასების ზრდა, მეტწილად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის ზრდამაც განაპირობა, რამაც  შიდა მოთხოვნის და შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების ზრდაც გამოიწვია. ასევე, რამდენადაც საქართველოში პროდუქციის ძირითადი ნაწილი (მათ შორის, სურსათი) იმპორტირებულია, გაცვლითი კურსის ცვლილება იმპორტირებული პროდუქციის ფასზეც აისახა.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი გიორგი გაბაშვილის განცხადებას ეხებოდა. გაბაშვილის თქმით, "საქართველო დღესაც ღარიბი ქვეყანაა, GDP Per Capita არის 6 ათასი. 118 ქვეყანა დგას საქართველოს წინ. ჩვენ გავაორმაგეთ GDP Per Capita 2003 წლიდან მოყოლებული. იმისათვის, რომ არსებული მაჩვენებელი კვლავ გაორმაგდეს საჭიროა მინიმუმ 7-8%-იანი ზრდა შემდეგი ათი წლის განმავლობაში, რაც სახეზე არ არის და გეგმაშიც არ არის".

2013 წელს საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5983 ლარს (3597 აშშ დოლარი) შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგში 116-ე ადგილს იკავებდა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე დაანგარიშებული GDP Per Capita-ს მიხედვით (7156 დოლარი) კი, საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის 118-ე ადგილზე იყო.

რაც შეეხება რეალურ GDP Per Capita-ს, 2013 წელს ის 3345 ლარს (2011 აშშ დოლარი) შეადგენდა. მიმდინარე წელს მშპ-ს 5%-იანი რეალური ზრდაა დაგეგმილი, აღნიშნული ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს გაორმაგებას 16-17 წელი დასჭირდება, ხოლო 7-8%-იანი ზრდის პირობებში კი 11-12 წელი.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე აქვს მინიმალური მშპ ლატვიას აქვს  – 15 187 აშშ დოლარი. საქართველოს 5%-იანი რეალური ზრდის ფონზე მინიმუმ 33 წელი დასჭირდება, რომ ლატვიის დღევანდელ დონემდე მიაღწიოს.

შესაბამისად, გიორგი გაბაშვილის განცხადება სიმართლეა.




 ახალი ამბები
  • ხანძარი მესტიაში _ ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებამესტიაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.  სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის ადგილზე დამატებით 90 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარი სოფელ ეცერში, ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა.  მეხანძრეებმა მუშაობა ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ ღამით შეწყვიტეს და დილის 7 საათიდან განაახლეს. რაც შეეხება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის შესაძლებლობას, როგორც გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს შესაბამისი უწყებები ... ...
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?