"ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხელმოწერასთან ერთად, რწმენა და გული დავტოვე"

პოლიტიკა

"ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხელმოწერასთან ერთად, რწმენა და გული დავტოვე"

2014 ნოე 5 17:01:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი მოადგილეები დავით ზალკანიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ლევან გურგენიძე და დავით ჯალაღონია დაკავებული თანამდებობიდან გადადგნენ. მაია ფანჯიკიძემ დატოვა კოალიციაც.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილე დავით ზალკანიანმა  საქართველოს ევროატლკანტიკურ არჩევანზე საუბრისას ემოცია ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე,  ხელმოწერასთან ერთად, რწმენა და გულიც დატოვა.

"გადავწყვიტე გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან და დავდგე ჩემი თანამებრძოლების „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით,  იმ გუნდის გვერდით, რომლის მთავარი ფასეულობაა ადამიანი, მისი უფლებები.  ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება, ქვეყნის ევროატლკანტიკური არჩევანი. ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ეს გუნდი. ამ ერთობას საფუძველი ჩაუყარა ჩვენმა უფროსმა  მეგობარმა, ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტმა, ბრწყინვალე დიპლომატმა, უბრალოდ ძალიან კარგმა ადამიანმა ლევან მიქელაძემ.

სიმბოლურია, რომ დღეს 7 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს, მან პროტესტი გამოთქვა სააკაშვილის ქმედებების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და გადადგა დაკავებული თანამდებობებიდან. იგი გვერდში დაუდგა ირაკლი ალასანიას და მასთან ერთად დააფუძნა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური გუნდი. მათ გვერდში დავუდექით ჩვენ, დიპლომატები და არა მხოლოდ დიპლომატები:  ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე  და სხვები.  არავითარ შემთხვევაში პარალელს არ ვავლებ 2007 წლის 7 ნოემბერთან, მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. მე არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. 22 წელი დიპლომატიურ სამსახურში გავატარე. 2009 წელს გადავდექი ელჩობიდან. როდესაც 2012 წელს  კვლავ დავბრუნდი დიპლომატიურ სამსახურში, დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი ნაბიჯის გადაგმა  აღარ მომიწევდა.  2 წელი ამ თანამდებობაზე ერთგულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ამაყი ვარ, რომ ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე და არა მხოლოდ - ხელმოწერა. იქ არის ჩემი რწმენა, ჩემი გული. ჩემი დღევანდელი არჩევანი შესაბამისობაშია ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან. მე არსად მივდივარ, არ გემშვიდობებით, აქ ვარ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად", _ აღნიშნა ზალკანიანმა.




 ახალი ამბები
  • "ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება" _ რა გეგმები აქვს ლადო აფხაზავას"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის" _ წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა. მისივე თქმით,  მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი, რომელიც დუბაიში დღეს გამოვლინდა, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა: "ვულოცავ  პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე. მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!" _ წერს ... ...
  • მიხეილ ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ყველანი“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა." _ განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. დღეს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.  2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება ... ...
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდაკენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. "პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება. პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა. იტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს", _ წერს მასზე "ბათუმელები". პიტერმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობდა საქართველო, რომლის წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო ათ მასწავლებელში დასახელდა და დღეს, დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. ლადომ მოახერხა და ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო _ იქ მყოფ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მასტერკლაებიც ჩაატარა. "მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მის გულშემატკივრებს გუშინ გამოუგზავნა. ამავე თემაზე: რა ხდება დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის დასახელებამდე (ვიდეო) "მილიონი ჩემთვის არ მინდა" _ 24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება „ჩემი ქორწინების დღეს დედა გარდაიცვალა“ _ რა ხდება ლადო აფხაზავას პირად ცხოვრებაში (ექსკლუზივი) რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...