გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და მოხელეები, ხელფასს ძველი ტარიფის მიხედვით აიღებენ

პოლიტიკა

გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და მოხელეები, ხელფასს ძველი ტარიფის მიხედვით აიღებენ

2014 ნოე 5 20:52:13

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, იქ მისულთ  ლოდინი მოგვიხდა.

გვითხრეს, რომ  მხარის გუბერნატორი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში ხვდებიან დ ცოტა დაიცადეთო.   მოგვიანებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაიწყო, რომელსაც 39 დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო.

წარმოდგენილ თერთმეტ საკითხს შორის, მეექვსე და მეშვიდე საკითხებმა:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე და  "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, _  დეპუტატთა სერიოზული ხმაური გამოიწვია.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ  საკითხების გადადება მოითხოვა, რაც იმით ახსნა, რომ ქვეყანაში  შექმნილი ვითარება უნდა  გავითვალისწინოთ და ამასთანავე,  ვიდრე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ ჩატარდება, ხელფასების გაცემა ძველი ტარიფით მოხდესო.  ამის გამო დეპუტატები ახმაურდნენ. ისინი ხელფასების მატების შეჩერების მიზეზად გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს ასახელებდნენ. ამიტომ   გურიის გუბერნატორის მისამართით, დეპუტატებისგან გაბრაზებული ტონით ნათქვამი, არაერთი მოთხოვნა გაისმა:

ხვიჩა წულაძე, დეპუტატი :  დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, თუ ვართ დეპუტატები,  ვიყოთ! თუ არაფრის მაქნისი ვართ, დავიშალოთ და წავიდეთ სახლში. თავიდან მე თვითონ არ ვიყავი ხელფასების მატების მომხრე, მერე მაინც გადაწყვიტეთ, ახლა რას ამბობთ და ვის მითითებას ასრულებთ?

ლელა ნაცვალაძე, დეპუტატი  : სანამ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? საკრებულოების გასაღები სანამ უნდა ედოს ვიღაცას ჯიბეში? გუბერნატორმა თავის საქმეს მიხედოს. ვიღაცას რომ გამოეღვიძება თუ გამოფხიზლდება და საკრებულოს რაღაცას უგეგმავს, პრემიები რომ დაარიგა ტყუილა, ის მოიკითხოს. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ახლავს ამას, ერთი კაცის, გუბერნატორის ახირებაა, დიახ, ახირება, რომ საკრებულო და ოზურგეთის მერია ჯიბეში ჩაიდოს. თვითონ რაში არიგებს პრემიებს, ხომ გასცა ახლახან, მობრძანდეს აქ , დაგვიჯდეს და გვიპასუხოს.

მიხეილ გოგოტიშვილი, დეპუტატი:  გაბერილი ხელფასების მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს საკითხი არაა ვინმეს გადასაწყვეტი, ჩვენს გარდა. ყველამ ერთად, ნაციონალმა, კოალიციამ თუ ბურჯანაძის პარტიამ, ვისი წარმომადგენლებიც ვართ აქ, თავად უნდა გადავწყვიტოთ სარგოების საკითხი და ნურავინ გვახვევს თავს რაღაცეებს.

დეპუტატი ხვიჩა წულაძე  მოთმინებადაკარგული წამოდგა და დავით დარჩიას გადადგომისკენ მოუწოდა, თუ ვერ შვები ვერაფერს, ვიღაც მაგარი კაცი მოვა და ის იზამს  მაგ საქმეს. ყველაფერში მართვადი როგორ უნდა იყო?

დავით დარჩიამ მოთმინებით აიტანა კოლეგა დეპუტატების შემოტევა და კვლავ თავის აზრზე დარჩა, რის გასამყარებლადაც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი კვერღელიძეს უხმო.

ბატონმა დიმიტრიმ  აღნიშნული საკითხების ირგვლივ ისაუბრა, განმარტა, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე,  მაინც მიზანშეწონილია ხელფასების ძველი ტარიფით გაცემა. დამდეგი ახალი წლიდან კი ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო დაგეგმილი.

დეპუტატები კვლავ ახმაურდნენ, რაც ყვირილშიც გადაიზარდა. ვითარებიდან გამომდინარე, ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადეს, თუმცა, უმრავლესობის დახურულ თათბირს საათზე მეტი დრო დასჭირდა. როცა სხდომა გაგრძელდა, დეპუტატები დამშვიდებული ჩანდნენ, _  დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეც და ასევე, კონკურსის ვადების დასრულებამდეც, მოვალენი ვართ, ეს საკითხები სამომავლოდ განვიხილოთ და დღეისთვის ხელფასის ადრინდელი ტარიფი დარჩესო,  თითქმის ერთხმად ამბობდნენ ისინი.

 საბოლოოდ, დღის წესრიგის ეს ორი მწვავე საკითხი მომავალში განსახილველად გადადეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...