FactCheck.ge _ პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის მიმოხილვა

პოლიტიკა

FactCheck.ge _ პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის მიმოხილვა

7 ნოე. 2014, 15:20:26

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 1–დან 7 ნოემბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ნოდარ ხადურმა განაცხადა: "წლის პირველ ნახევარში შედარებით შენელებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლის მეორე ნახევარში ეს პროცესი არის ძალიან აჩქარებული (მათ შორის გრანტების მიღება). მე ვერაფერს საგანგაშოს ამაში (ბიუჯეტის შესრულება_ ვერ ვხედავ. გადასახადების გეგმა არის თითქმის 102 პროცენტით შესრულებული".

ფაქტობრივი მონაცემების გადამოწმების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლის მეორე ნახევარში (მესამე კვარტალში) ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპი გაუმჯობესდა, მაგრამ 9 თვის შესრულება 28.2 %-ით მაინც ჩამორჩება გეგმას.

2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მთავრობამ დაგეგმილი გრანტების მხოლოდ 47% (47 მლნ ლარი) მოიზიდა. წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდა; სახელმწიფომ დაგეგმილი 23 მილიონის მოცულობის გრანტის ნაცვლად 79 მილიონის გრანტი მოიზიდა. აქედან გამომდინარე, ნოდარ ხადურის მიერ გრანტების მოზიდვის "ძალიან აჩქარებულ ტემპზე" საუბარი მართებულია. ამასთან, 102.7 %-ით შესრულდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ტემპი გაუმჯობესდა, ხარჯების კუთხით ჩამორჩენა კვლავ შეიმჩნევა და იგი 565 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანი მოცულობის თანხაა და წლის ბოლომდე მისი ათვისება და შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. მინისტრი აღნიშნულ დანაკლისს საგანგაშოდ არ მიიჩნევს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე მეორე წელია ბიუჯეტი არ სრულდება და დანაკლისი მნიშვნელოვანია, ეს პრობლემებზე მიანიშნებს. მთავრობა ვერ ახერხებს არსებული რესურსების სრულად გამოყენებას, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი განცხადება ეკონომიკური ზრდის ტემპს ეხებოდა. ხადურის თქმით, "საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის ყველაზე მაღალი, ეს არის მსოფლიო ბანკის ინფორმაცია. ჩვენთან თუ არის 6%-იანი ზრდა, იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელშიც საქართველო შედის, მომდევნო ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ზრდა არის 3.2 %-იანი, ეს არის სომხეთი".

მინისტრის განცხადება, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2014 წლის მოსალოდნელი ტემპი 6 %-ია, ბოლომდე ზუსტი არ არის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსალოდნელი ზრდის ტემპი 5 %-ია. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2014 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.1 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს პირველობას რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, მინისტრის განცხადება ამ შემთხვევაშიც არ არის ბოლომდე ზუსტი. ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები. სსფ-ის მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით, ხოლო პირველ ადგილზეა განვითარებადი ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის რეგიონული კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების რიგებში ხვდება და 2014 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით რამდენიმე ქვეყანას (აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა) ჩამორჩება. სომხეთს კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მსგავსი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვს (5 %).

შესაბამისად, ნოდარ ხადურის ეს განცხადებაც ნახევრად სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას ეხებოდა. იზორიას თქმით, "ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება გახლავთ სწორედ სპეციალური საპოლიციო კონტროლი (ე.წ. "რეიდები"), რომელიც, განსხვავებით სააკაშვილისეური რეიდებისაგან, რომელიც ჩარჩენილი იყო პოლიციის შესახებ კანონში, არ ემსახურება რეპრესიას".

2013 წლის 4 ოქტომბერს "პოლიციის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა. კანონის თანახმად, სხვადასხვა ახალი საპოლიციო ღონისძიებები შემოვიდა. ამ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაა. აღნიშნული ღონისძიება ნამდვილად ხორციელდება მინისტრის განკარგულების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, "პოლიციის შესახებ" კანონის ძველი რედაქციის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი და მისი მსგავსი მექანიზმი (ე.წ. "რეიდები") ადრე საერთოდ არ არსებობდა. პოლიციელს მხოლოდ პირის გაჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლებამოსილება ჰქონდა. შესაბამისად, ლევან იზორიას კონტექსტი მცდარია, როდესაც ის აცხადებს, რომ "პოლიციის შესახებ" ძველი კანონის მოქმედების ფარგლებში ჩატარებული "რეიდები” რეპრესიების მიზანს ემსახურებოდა. როგორც ირკვევა, 2013 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედ "პოლიციის შესახებ" კანონში საერთოდ არ იყო მსგავსი საპოლიციო ღონისძიება.

შესაბამისად, ლევან იზორიას ეს განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პრემიერ–მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის 41%-იანი და იმპორტის 9%-იანი, არნახული ზრდა, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით".

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველ ორ კვარტლში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. ექსპორტი გაიზარდა 41%-ით, იმპორტი კი – 9%-ით. ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 28% შეადგინა (წინა წლის შესაბამის პერიოდში 26% იყო).

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება 2014 წლის 29 სექტემბერს გააკეთა. ამ დროისთვის საქსტატს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემები, თუმცა პრემიერს მათ შესახებ არ უსაუბრია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ ისაა, რომ სამი კვარტლის მონაცემებით საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის ზრდა პრემიერ–მინისტრის დასახელებულ მაჩვენებლებზე (პირველი ორი კვარტლის სტატისტიკა) გაცილებით ნაკლები იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2011 და 2012 წლების პირველ ორ კვარტალში საგარეო ვაჭრობის ზრდა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2014 წელს, ამასთან 2013 წლის პირველ ორ კვარტალში (სწორედ ამ პერიოდს ადარებს მიმდინარე წელს ირაკლი ღარიბაშვილი) აღინიშნებოდა საგარეო ვაჭრობის (განსაკუთრებით იმპორტის) მკვეთრი შემცირება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ–მეტრმა ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. კვირიკაშვილის თქმით, "ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვინაიდან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ტენდენცია, როცა ექსპორტი მცირდებოდა. ეს [ექსპოერტის ზრდა] გამოიწვია მთვარობის ძალისხმევამ ადგილობრივი საწარმოების განვითარებაზე… ასევე [ექსპორტის ზრდაზე] რუსეთის ბაზარმა იმოქმედა ძალიან სერიოზულად".

2013 წელს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22.4%-ით გაიზარდა და 2 908 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა და 2 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებელი 7.3% პუნქტით შემცირდა.

ეკონომიკის მინისტრი მართალია, როცა ექპსორტის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, მისი განცხადების კონტექსტი, რომ წინა წლებში ექსპორტის შემცირების ტენდენცია გვქონდა, არაზუსტია. ექსპორტის შემცირება 2010-2012 წლების მონაცემებით არ დაფიქსირებულა. 2011 და 2012 წლებში შემცირდა მხოლოდ ზრდის პროცენტული მაჩვენებელი. ანალოგიური ვითარებაა 2014 წელსაც. ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა და მან მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% დაიკავა.

ფაქტ–მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მეტწილად მცდარია.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...