ვინ ვის _ პუტინი მარტო...მაგიდასთან ბრისბენში

პოლიტიკა

ვინ ვის _ პუტინი მარტო...მაგიდასთან ბრისბენში

2014 ნოე 20 01:14:53

გარეპოლიტიკურ ფრონტზე პუტინს საქმე მართლაც ცუდად აქვს _ მე ასე მგონია, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის  მიერ დიდი ოცეულის სამიტიდან გაქცევის შემდეგ. დიახ, გაიქცა, მიუხედავად პუტინის სანჩო პანსას _ პესკოვის მტკიცებისა, რომ ხმები პუტინის მიერ სამიტის ადრეულად დატოვების შესახებ, "სრული სისულელეა". აღმოჩნდა, რომ სრულიადაც არ ყოფილა სისულელე. ეტყობა, ნერვებმა უმტყუნეს. ისიც მართალია, რომ ისე ცივად, როგორც ბრისბენში, პუტინს ჯერ არსად არ შეხვედრიან.

ობამამ ისევ დააყენა რუსეთი ებოლას გვერდით, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო საფრთხე.

კანადის პრემიერმა განაცხადა: "მე ვალდებული ვარ, ხელი ჩამოგართვათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ: თქვენ უნდა მიბრძანდეთ უკრაინიდან."

საუზმეზე კი დასავლეთის არც ერთმა ლიდერმა დემონსტრაციულად არ მოისურვა პუტინთან ერთად მაგიდაზე დაჯდომა.

ფოტო, რომელზედაც კრემლის უფროსი მარტო ზის უზარმაზარ მაგიდასთან, უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე პროკრემლური მედიის მტკიცება, თითქოს სამიტმა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. და თუ ვინმე უზუსტობას დამაბრალებს და მეტყვის, რომ მაგიდასთან პუტინს ბრაზილიის ქალბატონი პრეზიდენტი მიუჯდა, მე ვუპასუხებ _ მით უარესი ბატონი პუტინისთვის. ის ნამდვილად არ ოცნებობდა ასეთ კომპანიაზე.

მგონია, რომ სამიტის მთავარი შედეგი ასეთია _ დასავლეთმა მიიღო დიდი ხანია მომწიფებული გადაწყვეტილება: რუსეთის ამ პრეზიდენტთან, ამ რეჟიმთან სტრატეგიულ პერსპექტივაში საქმის დაჭერა არ შეიძლება. რასაკვირველია, ტაქტიკური დასავლეთი ამ წუთისთვის კიდევ გააგრძელებს მასთან ურთიერთობას, გამართავს დიალოგს, მოუწოდებს კომპრომისისკენ, მაგრამ სტრატეგიულად მას უკვე დაუსვეს ჯვარი.

ეს მე მაგონებს 1983 წელს, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვა "ბოროტების იმპერიაზე", რომელიც მალე გახდა რეალობა: "მე მჯერა, რომ კომუნიზმი არის კაცობრიობის ისტორიის მორიგი სამწუხარო და უცნაური მონაკვეთი, რომლის ბოლო ფურცელი ახლა იწერება."

გავაკეთებ რა რეიგანის პერიფრაზირებას, ვიტყვი: პუტინიზმი რუსეთის განვითარებაში კიდევ ერთი გზაა, რომელსაც არსად არ მივყავართ. ადრე თუ გვიან  _ ჩვენს ცხოვრებაში კი მოვლენები ვითარდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე გვგონია _ ეს გზა საბოლოოდ შევა ჩიხში.

პუტინი მხოლოდ ძალას სცემს პატივს. მოლაპარაკების, მტკიცების, კომპრომისების, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოწოდების ყველა მცდელობა მას მიაჩნია დასავლეთის სისუსტედ. მას სჯერა მხოლოდ ერთი სამართლის _ ძლიერის სამართლის.

_ რახან ასე, ვნახოთ, ვინ უფრო ძლიერია, _ ეტყობა, გაიფიქრა დასავლეთმა, _ ჩვენ გვყავს მილიარდი მოსახლეობა თქვენი 144 მილიონის წინააღმდეგ, მსოფლიო მშპ-ს 60 პროცენტზე მეტი თქვენი 2 პროცენტის წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს მაღალი ტექნოლოგიები, წამყვანი წარმოება, უმსხვილესი სამეცნიერო ცენტრები, უმსხვილესი მედიასაშუალებები... აბა, ვინ ვის?!

შედეგი წინასწარ ცნობილია, რომ არა ერთი გარემოება _ რუსეთს აქვს ატომური იარაღი. და ეს მე სრულიადაც არ მიხარია. იმიტომ, რომ არ ვიცი, სანამდე შეტოპავს ვლადიმერ პუტინი და სანამდე უმტკიცებს ჯიუტად დასავლეთს საკუთარ ძალას. 

 ევგენი კისელიოვი, ცნობილი რუსი ჟურნალიტი




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილზე: “ეს არის კლასიკური თაღლითის ილუსტრაცია“ამ წუთებში თბილისში “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილი. “გზავნილი არის მარტივი _ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს. დამარცხებულია მე რომ მკითხოთ, უბრალოდ გასაფორმებელია“, _ ამბობს “ნაცმოძრაობის“ და პარლამენტის წევრი ნიკა მელია. მისი თქმით, დღეს რაც მოხდა, ეს არ იყო ძლიერი ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო სუსტი ადამიანის საქციელი: “ეს არის კლასიკური თაღლითის ილუსტრაცია, პერსონიფიკაცია. თუკი არ იცის ვინმემ, რას ნიშნავს თაღლითი ადამიანი, უნდა აჩვენო ივანიშვილი. ამას მოჰყვება აუცილებლად ადეკვატური პოლიტიკური პასუხი. ეს როგორი იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება. რა იქნება სტრატეგია და ტაქტიკური მონახაზი, ამაზე ახლა ვიმსჯელებთ, შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად. ჩვენ ვთანხმდებით, რომ სიმართლე არის უმნიშვნელოვანესი, ვთანხმდებით, რომ თავისუფალი ქვეყანა გვინდა. ბიძინა ივანიშვილი შეთანხმდა თავის გუნდთან ერთად, რომ ისინი თანხმდებიან უზნეობის გარშემო და თაღლითობის გარშემო. რამხელა ცინიზმი დევს იმ მოცემულებაში, რომ თურმე "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ისინი რჩებიან უმრავლესობაში და ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან, მიდიან. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს საზოგადოების დიქტატით ხელმძღვანელობა, მანამ სანამ მას მართვის სადავეები აქვს ხელთ", _ თქვა ნიკა მელიამ. ... ...
  • მამუკა მდინარაძე: “ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს“პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც არ დაუჭირეს კანონპროექტს მხარი, მონები არ არიან. "ჩვენი ოპონენტები არ ვიცი, რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არაა", _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან მამუკა ... ...
  • რა წერია ტექსტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენსაქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. “საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც  მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი. ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს  საპარლამენტო მანდატები. ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების  სურვილით. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia) ; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის  ; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; საქართველოს ... ...
  • დეპუტატი კოპალიანი: “ქალების ბულინგის მსხვერპლი ვარ!"“ქალების ბულინგის მსხვერპლი ვარ!" _ აცხადებს პარლამენტის დეპუტატი კარლო კოპალიანი. მისივე თქმით, ის ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დააბულინგეს: "ერთმა წაავლო ხელი ბეიჯს, მეორემ გაჭრა მაკრატლით. ბულინგია აბა, მოფერებაა?!" _ ამბობს კოპალიანი. თინა ბოკუჩავა „პუბლიკასთან“ ადასტურებს დეპუტატისთვის მანდატის დაჭრის ფაქტს _ ის ამბობს, რომ კარლო კოპალიანი და ის დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდეს, არ იმსახურებენ პარლამენტის მანდატს:  „ის ერთ-ერთი დეპუტატია, გავრილოვის თანაპარტიელი კომუნისტი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტის ჩაგდებას და დაასამარა ჩვენი ქვეყნის განვითარების შანსი, გამოგვიყვანა ისევ ქუჩაში. ამიტომ კოპალიანი არ იმსახურებს საქართველოს პარლამენტის მანდატს ისევე, როგორც სხვა დეპუტატები, რომლებმაც ჩააგდეს საკონსტიტუციო პროექტი. ეს დეპუტატები იმსახურებენ, დაუჭრან ის მანდატები, რომლებიც ქვეყნის მისატაცებლად და დასაღუპად გამოიყენეს დღეს“, _ ამბობს თინა ... ...
  • კახა კალაძე: “ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მზადდება "ფეიკნიუსი“ “ეს ვიდეო მეც ვნახე და არ ვიცი, რა დავარქვა?! დავარქმევდი სამარცხვინოობის უმაღლეს მწვერვალს და წერტილს“, _ ეს განცხადება ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. კახა კალაძე ამბობს, რომ მას აქციის მონაწილეებისთვის შუა თითი არ უჩვენებია. “ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მზადდება „ფეიკნიუსი“. ვიდრე გაავრცელებდით, თქვენ ელემენტარულად შეგეძლოთ, დაგესვათ შეკითხვა, თუ ვის მიმართ იყო დაფიქსირებული ჟესტი, მაგრამ „ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე შუათითი, არასწორია. ზოგადად, თავშეკავებით არასდროს გამოვირჩევი და როდესაც მაქვს სათქმელი, ყოველთვის ვამბობ. არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითი აქციის მონაწილეების მისამართით ნამდვილად არ ყოფილა ნაჩვენები. ასე რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, ნამდვილად არ მომერიდებოდა“, _ თქვა კახა კალაძემ. ამავე თემაზე: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?