აღმოსავლეთ პარტნიორობის სიახლეები: ვიზის ლიბერალიზაცია

პოლიტიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სიახლეები: ვიზის ლიბერალიზაცია

21 ნოე. 2014, 20:43:21

ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და  სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საერთო მიზნის ერთგული რჩება, იმ პირობით, რომ ქვეყანა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიგრაციის კუთხით  უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული  იქნება.  17 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრისას, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მეორე, 29 ოქტომბრით დათარიღებულ ანგარიშს, სამოქმედო გეგმის შესრულებისას მიღწეული პროგრესის შესახებ.

საბჭოს დასკვნაში ხაზგასმული იყო სამოქმედო გეგმის შესრულების მნიშვნელობა და აღნიშნული იყო, რომ მინისტრები ასევე მიესალმნენ „ კომისიის შეფასებას ევროკავშირზე შესაძლო სამომავლო შედეგების შესახებ მიგრაციული და უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად“.

მინისტრებმა გაიზიარეს შეფასება რომ საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული მოთხოვნები. მათ ასევე დაიწყეს მეორე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებების შეფასება, და ხაზი გაუსვეს აღნიშნული ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებების სრული და ეფექტიანი შესრულების მნიშვნელობას.

საბჭომ მოუწოდა კომისიას განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის შესრულებისას და განაგრძოს ამ პროცესზე ანგარიშის მომზადება, კერძოდ კი „ მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში შესაძლო  ზეგავლენის ჭრილში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით.“

წყარო:  ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი

http://www.enpi-info.eu/maineast.php?id_type=1&id=39159&lang_id=450




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...