"აკვანი ბაზალეთის ტბაში დაიძირა და არა _ ჭორვილაში!"

პოლიტიკა

"აკვანი ბაზალეთის ტბაში დაიძირა და არა _ ჭორვილაში!"

25 ოქტ. 2011, 08:22:02
"ვერ ვითანამშრომლებ "ლეიბორისტებთან", ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი!" _ ამბობს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, "ლეიბორისტებს" ეს პრეტენზიები მიუღებლად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერ დროს, მილიარდერთან პირდაპირი დებატები გამართონ.

_ ვარდების რევოლუციიდან დღემდე, "ლეიბორისტული პარტია" არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, სხვადასხვა ბიზნესმენები კი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ არავისგან პრეტენზიებს არ ვიმსახურებთ და არც მივიღებთ, _ ასეთია მათი პოზიცია.

"თუ ბიძინა ივანიშვილი არ აიღებს ხელს საქართველოში ტრანსნაციონალური, კაპიტალისტური დიქტატურის დამყარებაზე და მის ნაცვლად სოციალურად ორიენტირებული საზოგადოების შექმნისათვის არ იზრუნებს, ხალხის რისხვა სულ მალე დაატყდება თავს", _ ამბობს "ლეიბორისტული" პარტიის ოზურგეთის კოორდინატორი, დავით მამალაძე.

"რას მოითხოვს ქართველი ხალხი მისგან? მე მხედველობაში მაქვს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა ივანიშვილის. მათ უნდათ, რომ ოლიგარქმა თავისი რესურსები გამოიყენოს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ამ შეკითხვას პასუხი გაეცა მაშინ, როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ ფარდა ახადა ივანიშვილის მზაკვრულ გეგმებს. კერძოდ, მას, თავდაპირველად, შევთავაზეთ პრემიერმინისტრობა, მაგრამ მისთვის იდეური შეუთავსებლობა უარის საფუძველი გახდა, რადგან ჩვენი მიზანია მთელი სტრატეგიული ობიექტების, წიაღისეულის ნაციონალიზაცია და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება, რომელიც უკანონოდ აქვს მითვისებული ხელისუფლებაში შეზრდილ ბიზნესმენებს და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა. თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, დღეს გახდა ცნობილი, რომ, თურმე, ივანიშვილის მიზანი ყოფილა ამ სტრატეგიული ეროვნული სიმდიდრეების ხელში ჩაგდება. ან რა დროს ოლიგარქის ხელისუფლებაში მოყვანაა, როდესაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მოსახლეობის 99% გამოვიდა ქუჩაში სოციალისტური ლოზუნგებით? ცეცხლშია გახვეული ათენი, რომი, პარიზი, იგივე ემუქრება ბერლინსა და ლონდონს. აშშ-ში ახალგაზრდებმა მანიფესტაციაზე ღორის თავიანი ნიღაბი მოირგეს, თან ჰალსტუხი გაიკეთეს და ამით გააპროტესტეს 200-წლიანი ოლიგარქიული დიქტატურა. პირადად მე, სოლიდარობას ვუცხადებ მათ", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში მამალაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ ჰალსტუხიანი ღორების გამოა, რომ მსოფლიოში დღეს ეკონომიკური კრიზისია: "მთელი მატერიალური დოვლათი მათ ხელშია მოქცეული. ასეთმა ჰალსტუხიანი ღორებმა მიითვისეს ჩვენი წინაპრების, ბებიებისა და ბაბუების ათწლეულების განმავლობაში ოფლითა და სისხლით შექმნილი მატერიალური დოვლათი და სტალინის კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ქონება. დაანგრიეს ხალხთა ძმობისა და მეგობრობის კავშირი, რომელიც ქართველი ერის ტრაგედიით დასრულდა. ერთ დროს ამაყი და წელში გამართული ქართველი კაცი, სააკაშვილისა და მისი წინამორბედის წყალობით იქცა მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან მუშა-მოსამსახურედ", _ ამბობს მამალაძე.

_ ივანიშვილის სურვილმა, ურთიერთობა დაალაგოს რუსეთთან, გამახსენა სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ინაუგურაცია _ მან წინიდან მეგობრობის ხელი გაუწოდა რუსეთს საჯაროდ, ხოლო უკნიდან, ფარულად _ ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებს. 20-წლიანი ნგრევის, ტრაგედიებისა და დამარცხების შემდეგ, ჩემთვის გასაგებია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მისწრაფება, რომ ეძებს მესიას, მხსნელს, გადამრჩენელს, ეძებს ყრმას, რომელიც ამოიყვანს იმ წუმპიდან და ჭაობიდან. ამ ადამიანებს მინდა შევახსენო, რომ ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველება ახდება _ ეს ყრმა ყოველდღიურად ჩვენს ხელშია, ყოველთვის წინასწარ გვამცნობს მოახლოებულ საფრთხეებზე და სხვათაშორის, მისი აკვანი ბაზალეთის ტბის ძირას დაიძირა და არა ჭორვილაში.

მივმართავ ოზურგეთისა და სრულიად გურიის მოსახლეობას _ საუკუნის წინ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს ის, რასაც დღეს ითხოვს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 99%-ი. მსოფლიოში ველურმა კაპიტალისტურმა დიქტატურამ მიაღწია განვითარების უმაღლეს და უკანასკნელ სტადიას, რის შემდეგ მისი რღვევა და სისტემის შეცვლა გარდაუვალია. ამ პროცესების ფონზე იმედი მაქვს, რომ გურულები კვლავ მოწინავე და აქტიურ როლს შეასრულებენ ჩვენი ქვეყნის იმპერიალისტური მარწუხებიდან დასახსნელად. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს _ ან უნდა შევეგუოთ საუკუნოვან მონობას და სოციალურ სიდუხჭირეს, ან ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიად გამარჯვებას, რომელიც სულ რამდენიმე თვეში გველოდება, _ აღნიშნავს "ლეიბორისტული" პარტიის ოზურგეთის კოორდინატორი.

"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მისი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრობას ცნობილ ქართველ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს 2008 წლის იანვარში სთავაზობდა.




 ახალი ამბები
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...