ამოწურულია თუ არა რუსულ ქართული ურთიერთობების პერსპექტივა

პოლიტიკა

ამოწურულია თუ არა რუსულ ქართული ურთიერთობების პერსპექტივა

2011 ოქტ 27 09:28:51

ამოწურულია თუ არა რუსულ ქართული ურთიერთობების პერსპექტივა

(რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი)

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არასახარბიელოდ განვითარდა. კავკასიის რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ძნელად თუ მოიძებნება რუსეთისადმი ისეთი ანტაგონისტური წარსულის მქონე ქვეყანა როგორიც საქართველოა. ორმხრივი ურთიერთობების უახლესი ისტორიის ანალიზი აჩვენებს რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი პრობლემა პოლიტიკური მომავლის ხედვა და პოლიტიკური აზროვნებაა. ყოფილი მეტროპოლიისთვის ჯერ-ჯერობით კვლავ მიუღებელი რჩება რეალურად დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს არსებობა.ქართული მხარისთვის კი ობიექტურად არსებობს უნდობლობა მოსკოვის მიმართ, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ინსპირირებული კონფლიქტების, სამხედრო პროვოკაციებისა და საერთაშორისო არენაზე დისკრიმინაციული პოლიტიკური მიდგომებითაა განპირობებული. მხარეებს შორის ურთიერთობების მთავარ თემად თავიდანვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გახდა. საქართველოს ტერიტორიაზე ინსპირირებულმა კონფლიქტებმა ექსპერტთა დიდი ნაწილისა და საზოგადოების მხრიდან ობიექტურად მიიღო შემდეგი შეფასება:რუსეთის ფედერაცია ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს რუსეთის ორბიტიდან ამოხტომას, როგორმე ჩაშალოს მისი ჩამოყალიბება ძლიერ სახელმწიფოდ და შეაჩეროს გზა რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე მიიყვანს.საქართველოს ხელისუფლებაში ედურად შევარდნაძის მოსვლა არ ყოფილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრი და დაუყოვნებლივი ცვლა დასავლეთისკენ. ედურად შევარდნაძის ინიციატივით საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომელიც უამრავი ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრით იყო რუსეთის მცდელობა რაიმე ფორმით შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები შეიყვანა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ რომ აღნიშნულის საჭიროება იმ დროისთვის არ ყოფილა. საპასუხო ადექვატურ ნაბიჯებს ქართული მხარე რუსეთისგან უშედეგოდ ელოდა.მაგალითისთვის, არ ყოფილა წინსწვალა ისეთი სტრატეგიული პრობლემების მოგვარების გზაზე როგორიცაა კონფლიქტები. სავარაუდოდ საქართველოსადმი რუსეთის ასეთი დამოკიდებლობა გახდა მიზეზი იმისა რომ ქართულმა მხარემ შეცვალა მიდგომები, დაიწყო საქართველოში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე საუბარი, გადაიდგა მკვეთრი ნაბიჯები დასავლეთთან დაახლოებისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. 2002-2003 წლებში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც დაიწყო. მალევე გამოიკვეთა რუსეთის უარყოფითი რეაქცია, ბორის ელცინმა შევარდნაძეს ნებართვა სთხოვა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები ჩეჩნეთზე შეტევისათვის გამოეყენებინა. მას აგრეთვე სურდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარები განეთავსებინა. ეს იყო საქართველოს ჩეჩნეთის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის სურვილი სხვადასხვა აქტივობებშიც გამოიხატა.მაგალითისთის, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საუბარი საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციაზე, რამაც უკვე დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან კიდევ უფრო გაამწვავა. რუსეთის ადმინისტრაციისთვის ალტერნატიული ენერგოდერეფანი სამხრეთ-კავკასიაში დამატებითი თავისტკივილი იყო. იმდენად, რამდენაც ეს ინიციატივა ანგრევდა მის მთავარ გეგმას ევროპისთვის ყოფილიყო ენერგორესურსების ერთადერთი და უალტერნატივო მიმწიდოდებელი.ასეთ პირობებში უნდა ვივარაუდოთ რომ რაიმე ცივილური არგუმენტის დაპირისპირება დამოუკიდებელი ქვეყნის ინიციატივაზე გახდეს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რუსეთისთვის. შესაბამისად სამხედრო პროვოკაცია ამ გზეზე საუკეთესო და უალტერნატივო საშუალებად რჩებოდა. ამ რეალობამ კულმინაციას 2008 წლის აგვისტოში მიაღწია. ფაქტმა სავარაუდოდ ობიექტურად გააჩინა კითხვა – ამოწურულია თუ არა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა?მიუხედავად შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ ხმამაღლა დეკლარირებული მხარდაჭერისა რუსეთმა მაინც მოახერხა საქართველოზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.სწორედ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას, დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს, ექსპერტებსა და საერთოდ საზოგადოებას აძლევს საფუძვლეს იფიქრონ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რომელიც უნდა გატარდეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ.მაშინ როდესაც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის აღარ არსებობს, შეინიშნება სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, რომელშიც ჩართულია საზოგადოებრივი მოღვაწეების, ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ქართული საზოგადოების მხრიდან სრული გაუცხოების ფონზე რომელიც სავარაუდოდ დამსახურებულად მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული აქტივობების მართებულობა დღეს ექსპერტა განხილვის საგანია. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ხელისუფლებასთან იმ ახალი რეალობების აღიარების ტოლფასია რომელიც ასე ძალია სურს რუსეთს. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებების პირობებში დიპლომატიური ურთიერთობების აღიარებაზე ფიქრიც კი სავარაუდოდ საფუძველშივე წამგებიანი იქნება ქართული მხარისთვის.2008 წლის ომმა კიდევ უფრო გაზარდა იმ პოლიტიკური მიზნის მნიშვნელობა რომელსაც რუსეთისგან სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება ჰქვია. სავარაუდოდ სეპარატისტული რეგიონების აღიარებით საბოლოოდ გაწყდა ის ძაფი რომელიც წარმოადგენდა პოლიტიკური კავშირის საფუძველს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში. რუსეთის ადმინისტრაციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან გაკეთებული პოპულისტური განცხადებები თითქოს რუსეთს არ მოსწონს საქართველოს არსებული ხელისუფლება და გააჩნია დიდი სიმპატიები ქართველი ხალხის მიმართ შესაძლებელია ჩაითვალოს რუსეთის მცდელობად როგორმე დაიბრუნოს გავლენა საქართველოში.სიტუაციის ზედაპირული ანალიზიც კი იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის ამოწურულია, ხოლო ასეთ დროს ქართული მხარის მიერ გასატარებელი ღონისძიებები შესაძლებელია სულ უფრო უწყობდეს ხელს გათიშულობასა და გაუცხოებას. მაგრამ კითხვაზე არსებობს თუ არა სხვა პოლიტიკა რომელიც უნდა გატარდეს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ პასუხი თავად მკითხველმა გასცეს.

განმარტება: "ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს."




 ახალი ამბები
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...