ექსპერტები მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას პროგნოზირებენ

პოლიტიკა

ექსპერტები მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას პროგნოზირებენ

2014 დეკ 6 21:16:42

მთავრობაში  საკადრო ცვლილებებია. პასუხისმგებელი პირები ერთი-მეორის მიყოლებით ტოვებენ თანამდებობებს. ცვლილებების ეტაპს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომამ დაუდო სათავე. გუშინ საღამოს თანამდებობიდან გადადგა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე. დღეს გაირკვა, რომ  პოსტი დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა გიორგი სამყურაშვილმა, ასევე რეგიონების და ადგილობრივ  თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა  აკაკი ჩხენკელმა. რეგიონული განვითარების და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა მაია სიხარულიძემ "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით შავლიაშვილის მოადგილესთან, ზურაბ კოპაძესთან ერთად  წავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

პოლიტიკური ექსპერტები ამ პროცესს ძალთა ხელახალ გადანაწილებას უწოდებენ მთავრობაში და ცვლილებების კვლავ გაგრძელებას პროგნოზირებენ.

"ეს არის პოლიტიკურ კოალიციასა და სამთავრობო გუნდში პასუხისმგებლობის და ძალთა ხელახალი გადანაწილების ერთი თვალსაჩინო პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულდება. მნიშვნელოვანია, რა განცხადებას გააკეთებს პარტია "ქართული ოცნება", რადგან ეს ცვლილებები კოალიცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის წასვლის შემდეგ დაიწყო. კვლავ ვიმეორებ, რეალურად ეს არის განახლება, მაგრამ ამის მიზეზი რა შეიძლება რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ  გადაწყვეტილებების მიმღებებმა შეიძლება იცოდნენ",_ ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, ცვლილებების გამომწვევ მიზეზად, იმ ეკონომიკურ პროცესებს ასახელებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში:

"ცვლილებები გამოწვეულია ეკონომიკური პრობლემებით, რომელმაც ბოლო დროს იჩინა თავი. ვგულისხმობ, ლარის კურსის მატებას და ზოგადად, ბიუჯეტის ჩავარდნას.  ის მოლოდინები, რომელიც ჰქონდა მოსახლეობას, არ გამართლდა. აქედან გამომდინარე  ხელისუფლება ვალდებულია, რაიმე ღონისძიებები ჩაატაროს, მინიმუმ კოსმეტიკური.  ძირეულ ცვლილებებს მთავრობა ერიდება, რომ ამან არ გამოიწვიოს პილიტიკური კრიზისი. თუმცა კი  ძირეული ცვლილებებია საჭირო, უფრო ეკონომიკური გუნდიდან.  ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება, სამინისტროები თანხებს ვერ ითვისებენ, მარტო ლარის კურსის ცვლილებები არ არის მიზეზი. ზოგადად, მდგომარეობაა მძიმე ქვეყანაში",_ ამბობს კორნელი კაკაჩია.

კითხვაზე, თუ რას შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის აღნიშნული პროცესები,  ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს:

"ამის შესაფასებლად ცვლილებების გამომწვევი მიზეზის დადგენაა საჭირო. მხოლოდ მექანიკური ცვლილებები რომ იყოს, არა მგონია. თუ კი ეს მიზეზი არის კონკრეტულ ჩავარდნაზე, ხარვეზზე პასუხისმგებლობა და ხელისუფლება ამ ცვლილებებით ცდილობს, სიტუაციის გამოსწორებას,  ეს რა თქმა უნდა, დადებითია.  თუკი ეს არის მხოლოდ მექანიკური გადაადგილება, მაგალითად, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, ყურადღების გადასატანად, რაც არა მგონია ასე იყოს, მაგრამ თუ მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურია ეს გადაადგილება, რა თქმა უნდა,  დადებითად ვერ შეფასდება", _ამბობს ალაფიშვილი.

პოლიტიკური ექსპერტები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენას არ გამორიცხავენ.

"გადაწყვეტილების მიმღები ვერანაირად ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ის  პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი საქართველოში, რა თქმა უნდა, არის", _აცხადებს ალაფიშვილი.

"ივანიშვილი, დარწმუნებული ვარ, გარკვეულწილად, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართული იქნება ამ პროცესში. მას მაინც მიაჩნია, რომ ხალხის წინაშე მას მოუწევს პასუხის გაცემა, მისი დატოვებულია ხელისუფლების სათავეში ეს მთავრობა და გულგრილი ვერ იქნება პროცესების მიმართ", _ ამბობს კაკაჩია.

მისი თქმით, ეს  ცვლილებები მაინც და მაინც დიდ შედეგებს ვერ მოიტანს. ამისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო, რომ  გადაიჭრას ის  პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას.

სამთავრობო ცვლილებების გაგრძელებას ვარაუდობს ლევან ალაფიშვილი:

" მე არ ველი, რომ პროცესი ამით დასრულდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. მომდევნო კვირა, ალბათ, ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს. მათ შორის იმაზე, რა არის ამ ცვლილებების მიზეზი. რა შეიცვლება შინაარსობრივად დარჩენილი 2 წლის განმავლობაში. მოგეხსენებთ, პრაქტიკულად, მომავალი წლის ზაფხულიდან ქვეყანა გადადის ახალ რეჟიმში, რასაც არჩევნების მზადების რეჟიმი ჰქვია. 2016 წელი საარჩევნო წელია, შესაბამისად, ვთვლი, რომ ამ ყველაფერს სიცხადეს მომდევნო გადაწყვეტილებები მოჰფენს", _აღნიშნავს ალაფიშვილი.




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...