პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმა გამგეობა "ქაჯეთის ციხედ" აქცია

gurianews.com

პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმა გამგეობა "ქაჯეთის ციხედ" აქცია

2014 დეკ 9 18:18:25

რეორგანიზაცია, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს სხვადასხვა სამსახურებში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, რა უდევს საფუძვლად თანამდებობის პირთა გათავისუფლებას და რამდენად კანონიერია იგი. მაგალითად ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ "გურიას" დირექტორის, კობა მირზაშვილისა და ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის" დირექტორის, გელა რიონიძის შემთხვევაში, გამგეობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჩვენს ბევრ წყაროს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოვითხოვეთ მირზაშვილისა და რიონიძის გათავისუფლების ბრძანებების დამოწმებული ასლები, მაგრამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მოშველიებით, მათ მოწოდებაზე უარი გვითხრეს.

გარდა ამისა, გვინდოდა, გაგვეგო, რეორგანიზაციის შედეგად რამდენი სამსახური შეიქმნა და რამდენი ადამიანი დასაქმდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან; კონკრეტულად ვინ, სად, რა თანამდებობაზე დაინიშნენ და რამდენია მათი სახელფასო ანაზღაურება. გამგეობამ ინფორმაცია მოგვაწოდა მხოლოდ საშტატო ერთეულზე, ხოლო ვინ დაინიშნa კონკრეტულ თანამდებობებზე, აქაც, იმავე საბაბით, არაფერია ნათქვამი. "საიდუმლოებას წარმოადგენს" თანამდებობის პირთა ტელეფონის ნომრებიც., მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის ხარჯებს  საჯარო მოხელეებს ბიუჯეტიდან ვუხდით.

საკითხში გასარკვევად "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტს ირაკლი პაპავას დავუკავშირდით.

_ არის თუ არა გამგეობიდან მიღებულ საპასუხო წერილებში მოყვანილი კანონი და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გაკეთებული განმარტება არასრული პასუხების საფუძველი?

_ 2012 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის შემოღებამ და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ამოქმედებამ სულ სხვა რეალობა და რეგულაციები შექმნა აღნიშნულ სფეროში. ამიერიდან, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხ. 44.1). ამ საერთო წესიდან გამონაკლისს მხოლოდ თანამდებობის პირები და თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები წარმოადგენენ, რადგან მათი პერსონალური მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მუნიციპალიტეტში კი თანამდებობის პირებად ითვლებიან მხოლოდ: საკრებულოს დონეზე _ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და ფრაქციის ხელმძღვანელები. ასევე, გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (სამსახურების უფროსები) _ აღმასრულებელი რგოლის დონეზე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის დონეზე მხოლოდ აქ ჩამოთვლილი თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია შეიძლება იყოს ღია, რასაც ვერ ვიტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა დანარჩენი მოხელეების მიმართ. ამ უკანასკნელთა შესახებ მუნიციპალიტეტში, როგორც საჯარო დაწესებულებაში, დაცული ნებისმიერი პერსონალური ხასიათის მონაცემის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენის შემთხვევაში. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ "პერსონალური მონაცემის" ცნებას კანონი იმდენად გაფართოებულად განმარტავს, რომ, ფაქტობრივად, პერსონალურ მონაცემად ითვლება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის (პირდაპირ და არაპირდაპირ) შესაძლებლობას იძლევა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, მუხ. 2, ქვეპუნქტი "ა"). აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი ის ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უარს აცხადებს, ასე თუ ისე, ჯდება "პერსონალური მონაცემის" ცნებაში, უნდა ჩაითვალოს, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგეობის ქმედებას, კანონთან წინააღმდეგობის თვალსაზრისით, პრობლემები ნაკლებად შეიძლება შეექმნას.

_ გამგეობამ უარი გვითხრა ბრძანების ასლის მოწოდებაზე, თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის დირექტორის კობა მირზაშვილის გათავისუფლების შესახებ უნდა იყოს თუ არა მითითებული გათავისუფლების საფუძველი და ასევე, რა ვადაში უნდა მიუვიდეს ის ადრესატს? მირზაშვილის ბრძანება დათარიღებულია 5 აგვისტოთი, ხოლო თავად ადრესატმა, საკუთარი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, იგი ჩაიბარა 8 ოქტომბერს.

_ როგორც ირკვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 5 აგვისტოს #225 ბრძანებაში, რომლითაც მოხდა "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" დირექტორის კობა მირზაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, უშუალოდ სარეზოლუციო ნაწილამდე მხოლოდ იმაზე მითითებას შეიცავს, რომ გათავისუფლება საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა ქვეპუნტისა და თავად ა(ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად გახორციელდა. ამასთან, ბრძანებაში მითითებული საკანონმდებლო აქტის ნორმა იმის განსაზღვრებას იძლევა, რომ გამგებლის ბრძანება მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ხოლო თავად ა(ა)იპ-ის წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი კი, სავარაუდოდ, აპელირებას იმაზე აკეთებს, რომ დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება გამგებლის პრეროგატივაა. თუმცა, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არსად არაა მითითებული გათავისუფლების საფუძველი, თუ რა კონკრეტული გარემოება (მაგალითად, პირადი განცხადება, საკუთარი ინიციატივა), დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და ა.შ.) დაედო საფუძვლად დაკავებული თანამდებობიდან პირის გათავისუფლებას. არადა, გათავისუფლების საფუძველი ბრძანებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს გათავისუფლების ბრძანება, აქ აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება: როგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე, ხოლო ოფიციალური გაცნობა კი, თავის მხრივ, ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. სწორედ, მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობას ან გამოქვეყნებას უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოცემულ შემთხვევაში, გამგებლის ბრძანების) ძალაში შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებას იურიდიული ძალა არ აქვს. ამიტომაც, გათავისუფლების ბრძანების მხარისათვის დროული გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, პირველ რიგში, თავად გამგეობისთვისვე იყო მნიშვნელოვანი, რაც, როგორც ირკვევა, არ მომხდარა.

_ გვაინტერესებს ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" დირექტორის, გელა რიონიძის გათავისუფლების კანონიერება. ბრძანება რიონიძესაც დაგვიანებით ჩაბარდა, თუმცა, ზემონახსენებისგან განსხვავებით, აქ გათავისუფლების მოტივი დასახელებულია. კერძოდ, ბრძანებას საფუძვლად უდევს აუდიტის დასკვნა _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უხეში დარღვევები, რისთვისაც წინა მოწვევის საკრებულომ რიონიძეს გაფრთხილება მისცა. სამართლიანია თუ არა ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორი სასჯელის შეფარდება?

 _ ამ შემთხვევაში ბრძანების ტექსტში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება _ აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც გარკვეულ დარღვევებზეა საუბარი (თუ ასეთი დასკვნა ნამდვილად არსებობს და მასში მოყვანილი დარღვევის ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება), შეიძლება მიჩნეულ (კვალიფიცირებული) იქნას, როგორც, მინიმუმ "დისციპლინური გადაცდომა" (მაგალითად, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) ან "დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა", რაც შეიძლება იყოს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. თუმცა საკითხი აქაც სადავოა.

ჩვენ გამგეობისგან ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რამდენჯერ ისარგებლა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უფლებამოსილების დღიდან მივლინებით და რა თანხა დაიხარჯა ამ კუთხით. მართალია, გამგეობის ადმინისტრაციიდან ამასთან დაკავშირებით გვიპასუხეს, რომ აქ დასამალი არაფერია და გამგებელი თანახმაა მის გასაჯაროებაზე, თუმცა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის დღემდე არავის მოუწოდებია.

რედაქციისგან: "გურია ნიუსი" აგრძელებს დისკუსიას კანონის განმარტების შესახებ, ხოლო საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის ნებისმიერი პრეცენდენტისას აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, რადგან ინფორმაციის თავისუფალი მიღება და გავრცელება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა!


ნახვა: 42


 ახალი ამბები
  • გაიმართება თუ არა წელს „გომისმთობა“ და „შემოქმედობა“ბოლო წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომის მთაზე “გომისმთობა“ აგვისტოს დასაწყისში აღინიშნებოდა. “გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საკითხთა სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, ჩატარდება თუ არა წელს კურორტზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები. “ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 21 აგვისტოს არის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები გომისმთაზე. ზუსტი თარიღი და დრო ამ დღეებში გავრცელდება. უამინდობის გამო, გადავწიეთ თარიღი. ღონისძიებები ადგილობრივი ძალებით გაიმართება“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით სოფლის დღესასწაულების ჩატარებით. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წელს აღდგენილი „შემოქმედობა“ აღარ გაიმართება. “რომელიც სოფელიც გამოთქვამს სურვილს, ჩატარდეს კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, აუცილებლად ჩავატარებთ. ვიცი, რომ „ასკანობა“ გაიმართება, ასევე, მიდის საუბარი „შემოქმედობა“ 2018-ის ჩატარებაზე. სოფლის მცხოვრებლები და მერის წარმომადგენლების აქტიურობაზე მოხდება ღონისძიებების ჩატარება. ოღონდ, ყველა ღონისძიება ადგილობრივი ძალებით შედგება. მოწვეული მომღერლები არ იქნებიან, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ამის საშუალება არ აქვს მუნიციპალიტეტს", _ გვითხრა მარინა ... ...
  • რატომ გადაიფიქრა ექიმობა ოზურგეთელმა აბიტურიენტმაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ლადო შაფაქიძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიიწვიეს და 100%-იანი დაფინანსება შესთავაზეს. “15 წლიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ექიმი გავხვდარიყავი და ხალხისთვის საჭირო პროფესია ამერჩია. ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.  მოსაფიქრებელი დრო ცოტა მქონდა. ბიოლოგია-ქიმიის განხრით ვისწავლი და რაც შემიძლია, თავს არ დავზოგავ იმისთვის,რომ ოჯახის, ახლობლების, მეგობრების იმედები გავამართლო. საუკეთესო შედეგების მიღებაში პედაგოგები: ნატალია ვაშალომიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ეკატერინე ვანიძე (ინგლისური ენა), ანგული სარჯველაძე (ბიოლოგია), ელზა გალოგრე (ქიმია), გიორგი თოიძე (უნარები) დამეხმარნენ. სტუდენტისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება“, _ გვითხრა ლადო შაფაქიძემ. ლადო შაფაქიძემ ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები ... ...
  • სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და ევროპული სისტემის მომხიბვლელობაგზად მიმავალს, ნორვეგიიდან ჩამოსული, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილი პერსპექტიული ახალგაზრდა _ ნინო ჯიბუტი შემხვდა. მასთან საუბრის შემდეგ გამყვა ფიქრი, რომ არსებობენ აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის, ნინო კი ამის ნათელი მაგალითია. გზა მოსწავლეობიდან სამაგისტრო სტიპენდიის მოპოვებამდე მიზნის მიღწევის სურვილით, უდიდესი შრომისმოყვარეობითა და მუდმივად ახლის ძიებით არის განვლილი. _ ნინო, მომიყევი შენი სამაგისტრო პროგრამის შესახებ... _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებისა და ერთწლიანი სამუშაო პაუზის შემდეგ მიზნად დავისახე საერთაშორისო მაგისტრის ხარისხი მომეპოვებინა, წარმატებამაც არ დააყოვნა და  სრული სტიპენდიით ევროკავშირის დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე მოვხვდი ამავე მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს თითო სემესტრით სწავლას პორტუგალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, პარალელურად ადგილობრივ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას. პროგრამის პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მომდევნო  და დასკვნით წელს კი შვედეთში გავატარებ. ერასმუს მუნდუსი არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მიიღონ ევროპული განათლება, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, მიეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ისწავლონ მასპინძელი ქვეყნების კულტურის შესახებ. ჩემს პროგრამაში 1000 აპლიკანტიდან დაფინანსება 14-მა მონაწილემ მოიპოვა, საქართველოდან კი წილად ეს პატივი მე მხვდა. _ როგორ შეაფასებდი განვლილ წელს, რა მოგცა ერასმუსის პროგრამამ? _ განვლილი წელი ძალიან საინტერესო იყო, უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და პროფესიული კონტაქტები. კიდევ უფრო საინტერესო წელი მელოდება წინ, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება ჯერ კიდევ ამერიკაში მივიღე 2010-2011 წლებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის საშუალებით. მოგვიანებით კი, ბაკალავრიატზე 2014-2015 წლებში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერასმუსის სამაგისტრო პროგრამა ჩემთვის მაინც ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, სიახლეებით სავსე წელმა მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ პროგრამა სწავლის საშუალებას იძლევა სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე არაჩვეულებრივი შანსია შეხვდე საინტერესო ადამიანებს, ისწავლო პრაქტიკულად და იმოგზაურო. _  როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში? _ ევროპული განათლება სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია, ფოკუსი კრიტიკულ აზროვნებაზე კეთდება. უსაზღვრო რესურსი და მაღალი ხარისხის განათლება ქმნის ევროპულ სისტემას მომხიბვლელს სხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის. პროფესორები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა სტუდენტის ინდივიდუალური სურვილი და ინტერესის სფერო გათვალისწინებული იყოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, უკუკავშირი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საუნივერსიტეტო სისტემისა თუ მიდგომის დახვეწის საკითხში. ძლიერია სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ძალიან ბევრ ღონისძიებას მართავს სტუდენტებისთვის. ნორვეგიაში სწავლისას ჩემი ინიციატივითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ღონისძიება ჩავატარეთ სახელად _ "ვზეიმობთ მრავალფეროვნებას", სადაც სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებმა თავიანთი სამზარეულო, ტრადიციები, კოსტუმები და კულტურა გააცნეს ნორვეგიელ სტუდენტებსა და პროფესორებს. აღნიშნული ღონისძიება მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებმა, ასევე, ჩვენი ქვეყნის ელჩებმა სწორი კუთხით დავანახოთ უცხოელებს საკუთარი ქვეყანა.  _  როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა,  მოგეცა საშუალება, გენახა სხვადასხვა ქვეყანა? მოგზაურობა ნამდვილად ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, შესანიშნავი გზაა შეიგრძნო სამყაროს მრავალფეროვნება. მოგზაურობა მეხმარება, ვისწავლო ხალხზე და კულტურებზე, მათ ტრადიციებსა და სამზარეულოზე. ჩემთვის ყოველი ახალი ქვეყანა თავისებურად საინტერესოა. 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემზე ისლანდიამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნების ხიბლი, ჰუმანური საზოგადოება, ეგალიტარული სისტემა და გენდერული თანასწორობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და შექმნან საზოგადოებრივი დოვლათი. _ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი... _ მოუთმენლად ველოდები მაგისტრატურის ბოლო წელს შვედეთში. ამჟამად მუშაობა დავასრულე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოში ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-ში, სათაურით, "რატომ არის ბავშვებში ინვესტირება მნიშვნელოვანი?" სადაც ვსაუბრობ მშობლებისთვის მოქნილი სადეკრეტო შვებულების უფლებაზე, მამის როლზე ბავშვის აღზრდის პროცესში და ემოციურ კავშირზე მშობლებსა და ბავშებს შორის. აღნიშნულ სტატიაში ვადარებ ნორვეგიისა და საქართველოს შრომით კოდექსებს და ვსაუბრობ რეკომენდაციებზე.ამ ეტაპზე გეგმა საქართველოში დაბრუნებაა სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს, ამერიკული საბჭოების დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით, ექვსზე წელზე მეტია, არაერთ პროექტს ვაკეთებ მოწყვლადი ფენისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მასშტაბებს გავზრდი და საინტერესო ინიციატივას შევთავაზებ სამომავლოდ პროექტის ბენეფიციარებს.                                                                                         ქეთევან ... ...
  • "ადმინისტრაციული შენობის წინ ოზურგეთის მერს თავს დაესხნენ""ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერზე, კონტანტინე შარაშენიძეზე თავდასხმა მოხდა: "როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აჭის წყლის საქმეზე გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის და კრიმინალების საგანგებო თათბირის შემდეგ, გახორციელდა ქალაქის მერზე თავდასხმა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაჩუმება ამჯობინა. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე რადგან კარიერების საქმეზე მერზე თავდასხმა არის არა ერთ კონკრეტულ პირზე, არამედ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და მისი მიზანმიმართული ნგრევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრიმინალების მხრიდან ოზურგეთში ძალაუფლების აღება და კონტროლის დამყარება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივმართავ და მოვითხოვ ქალაქის მერისგან, ოზურგეთში ნუ დაუშვებს კრიმინალური დაჯგუფების გაძლიერებას და გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რათა არ მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის ხარჯზე მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭება", _ წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე. მჟავანაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ წყარომ შეატყობინა: _ ვიცი, რომ შემთხვევა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვიცი ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მერს თავს დაესხნენ, თავდასხმამდე გურიის გუბერნატორთან იმყოფებოდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მჟავანაძემ. მისივე თქმით, მას მერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი ოზურგეთის მერისგან გაგვეგო, თუმცა, შარაშენიძემ ტრადიციას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თემაზე კომენტარი არ გააკეთა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომლის თქმით, "მჟავანაძის აბსურდული განცხადებების საპასუხოდ დროს ვერ დაკარგავს". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ მერს თავს დაესხნენ, უწყებაში არ ... ...
  • ბინის გადაცემის სანაცვლოდ თანხის გამოძალვა _ საგამოძებო სამსახურმა ერთი პირი დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში  არსებულ  4-ოთახიან ბინას. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული თანხის ნაწილის - 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...

დაბადების თარიღი და ადამიანის ხასიათი

როგორც ასტროლოგები, ფსიქოლოგები და სხვა...

აშშ-ში „ორიგინალური“ პერანგი გამოიგონეს

ცოტა ხნის წინ ამერიკელი ენთუზიასტების...

„ტომტატო“ _ კარტოფილი, რომელიც პომიდორს ისხამს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ბიოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...