ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დაცინვა ევროკავშირის მხრიდან - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკა

ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დაცინვა ევროკავშირის მხრიდან - ნინო ბურჯანაძე

2014 დეკ 22 22:08:17

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისას მომხდარ ფაქტს, როდესაც სხდომას ძებნილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, _ საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცლად აფასებს.
მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, როგორც ჩანს ევროპისთვის აღარ არსებობს.

"რამდენიმე დღის წინ ყველანი, სრულიად სამარცხვინო სურათის მოწმენი გავხდით, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება. მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა, ოღონდ ამ რატიფიცირებას საქართველოს ხელისუფლების გარდა ყოფილი პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

ის ფაქტი, რომ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რატიფიცირება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კვალიფიკაციას ერთხმად აძლევდა, როგორც ისტორიული მოვლენისა, მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც პირველ რიგში იჯდა ძებნილი პრეზიდენტი, ხოლო უკან, ქანდარაზე, მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალებაც კი არ მიეცა. ეს ფაქტი ძალიან ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, როგორც ჩანს ევროპისთვის აღარ არსებობს და ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საინტერესოა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის“, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ერთის მხრივ ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობის და არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითია, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ელემენტარულად ვერ შეძლო პირობების დაყენება და ხმის მიტანა ევროკავშირამდე, რომ არ შეიძლება ძებნილი პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლების გვერდზე ყოფილიყო.

"მეორეს მხრივ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ევროპული სტრუქტურების მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის აშკარად გაწნული სილაა, როდესაც ნათლად დადასტურდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ევროპული სტრუქტურები მოქმედებენ მხოლოდ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ.

ეს არ არის პარტნიორთან დამოკიდებულების ფორმა და ეს არ არის მეგობარი სახელმწიფოს მეგობარ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმა. ეს სილის გაწვნაა, რომელიც, არ ვიცი ხელისუფლებამ იგრძნო თუ არა, მაგრამ ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც გვესმის პოლიტიკა, დიპლომატია და ვისაც გული შეგვტკივა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, - ეს ნამდვილად ძალიან კარგად ვიგრძენით.

საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნის განხორციელება ვერ შეძლო და დღეს ადამიანი, რომელიც ძებნილია, ევროპის უმაღლესი ტრიბუნების სტუმარია და ამას ხელისუფლება ვერაფერს ვერ უხერხებს“, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი იმიჯისთვისაც ვერ მიუხედია და საკუთარი პატივისცემა ვერ მოუპოვებია, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და პრობლემების მოგვარებას ნამდვილად ვერ მოახერხებს.

"ევროპასთან ვერ მიუტანიათ ჩვენი პოზიცია და რუსეთთან როგორ უნდა დაალაგონ ამათ ურთიერთობები?!“_ განაცხადა ბურჯანაძემ.




 ახალი ამბები
  • 3 გარდაცვლილი, დაშავებულები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები _ აფეთქება დიდ დიღომშითბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შენობაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. აქვე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათ დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთროგორც "კურიერს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით მაშველები მათ გამოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილზე იმყოფება თბილისის მერიც. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 ადამიანი, თუმცა ოფიციალურად ცნობა დაღუპულთა შესახებ არ ... ...
  • მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარის პირველი კომენტარი – რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე?მცხეთის ჯვრის წინამძღვარი იღუმენი კონსტანტინე ჯინჭარაული განმარტავს, თუ რატომ მიიღო ჯვრის მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება. მან ამის შესახებ  “რუსთავი 2”-თან ისაუბრა. იღუმენი ამბობს, რომ მან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წლების განმავლობაში ცრუ დაპირებები მიიღო და პრობლემა არასდროს გადაიჭრა. “21 წელია აქ ვარ. რაიმე ბიზნეს ინტერესი რომ გვქონდეს, ვერ გავაკეთებდით? კაპიტალურად მოვაწყობდით. მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, უპასუხეთ: დაკეტილია ტაძარი და მიზეზი იცის მცხეთის მერმა. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე? ორი წელია ვითხოვთ. უმოქმედობას ვაბრალებ. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია. ვერაფერი ვერ მოწესრიგდა. გარემოვაჭრეებმა კანონი უნდა შეასრულონ. კანონით ეს აკრძალულია“, – განაცხადა კონსტანტინე ჯინჭარაულმა. მისი თქმით, საპატრიარქო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებული არ ... ...
  • „ეს ძალიან მნიშვნელოვანია“_რა პრობლემებზე საუბრობს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეშეზღუდული საგამოფენო სივრცე და თანამედროვე მხატვრების მიმართ ნაკლები ყურადღება_ აღნიშნულ საკითხებს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, გურამ ცერცვაძე მხატვრობის სფეროს პრობლემებად ასახელებს. როგორც ცერცვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, მხატვრებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ, ვიდრე დღეს აქვთ.  „პრობლემები უამრავია, როგორც ყველა სფეროში ასევე ჩვენთანაც. ძალიან შეზღუდული ვართ საგამოფენო სივრცით. ვერ ვიტყვით, რომ სულ უყურადღებოდ ვიყოთ, მაგრამ უფრო მეტი მხარდაჭერაა, ალბათ, საჭირო სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. სასურველია იყოს თუნდაც უმნიშვნელო თანხები, რასაც ჩვენი შეხედულემისამებრ განვკარგავთ და დაეწესებინათ მასზე მონიტორინგი, თუ რაში იხარჯება და ეს საბიუჯეტო თანხა. ვგულისხმობ, კატალოგების დაბეჭდვას, სხვადასხვა სახის პროექტებს არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატებაც არ დააყოვნებს და ჩვენს კულტურას მნიშვნელოვან შენაძენს მოუტანს“,_ამბობს ცერცვაძე. მხატვართა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მხატვრობა მარადიული ხელოვნებაა და სასურველია, რომ მხატვრების შრომა დაფასებული იყოს. „ეს არის მარადიული ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები იქმნება ქართველი ხელოვნების მხრიდან და სასურველია, რომ მათი შრომა იყოს დაფასებული. თუნდაც, ხდებოდეს სხვადასხვა სტრუქტურებიდან, მუზეუმებიდან, ბიზნესექტორიდან მათი ნამუშევრების შეძენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,_ამბობს ცერცვაძე.     ... ...
  • „სილქ როუდ ჯგუფი“ აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ცილისმწამებლურს უწოდებს„სილქ როუდ ჯგუფი“ ა/წ 12 იანვარს აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს შეიცავდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიით ა/წ 12 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც შეიცავდა „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის, ბატონ გიორგი რამიშვილის, მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს. „სილქ როუდ ჯგუფმა“ საქართველოში განახორციელა რამდენიმე წარმატებული დეველოპერული პროექტი, მათ შორის, „რედისონის“ ბრენდის სასტუმროები თბილისსა და ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსი „რესპუბლიკა“ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენი“ წინანდალში. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მოხდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების, დიზაინერების და სხვა მაღალი კლასის პროფესიონალთა ჯგუფების მონაწილეობით. პროექტების პროფესიონალურად და მაღალი ხარისხით განსახორციელებლად, გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი იყო ყველა დეტალი. ამასთან, უმთავრესი პრიორიტეტი იყო გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა და მდგრადობის უზრუნველყოფა. ამგვარი მიდგომის შედეგად „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა და თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მისი ცნობადობის ამაღლებაში. „სილქ როუდ ჯგუფი“ გახლავთ სერიოზული ინვესტორი, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1 მილიარდ აშშ დოლარმდე ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აჭარის რეგიონში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ ზემოხსენებულ სიუჟეტში გასულ მცდარ ინფორმაციას: ბათუმში „რივიერას“ ტერიტორია შეძენილ იქნა 2006 წლის მაისში საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოსთვის გადახდილ იქნა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო). ამას გარდა, ჩვენმა კომპანიამ გაისტუმრა სახელმწიფოს 2 კრედიტორი და მათთვის ჯამში გადახდილ იქნა 2,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ უპირობოდ შევიძინეთ ეს ქონება, არის საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანის მცდელობა. ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. ამ ეტაპზე გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ექვსი ნაგებობის მშენებლობას, მწვანე ფასადით და გამწვანებული პოდიუმებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს ბათუმის ტურისტულ პოტენციალს. „სილქ როუდ ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი, ბატონი გიორგი რამიშვილი რამდენჯერმე შეხვდა აჭარის საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს (მათ შორის, აჭარის ტელევიზიას) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქ. ბათუმის მერიის მესვეურებს ამ პროექტზე სასაუბროდ. შეხვედრებზე გაეცა პასუხი მრავალ კითხვას და გაკეთდა დეტალური განმარტებები. ეს შეხვედრები ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მოეწყო ბათუმელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის პროექტის დეტალურად გაცნობის მიზნით, თუმცა ამის არანაირი სამართლებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა მსოფლიოში წამყვანმა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების კომპანიამ „ჩეპმენ ტეილორმა“, რომელიც თავის საქმიანობაში უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს ბათუმის „რივიერას“ ტერიტორიის უნიკალურობას და ჩვენი დაკვეთით შემუშავებული გეგმის თანახმად, თითოეული ნაგებობისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარის ფართის მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს ნაგებობებს შორის საკმარისზე გაცილებით მეტ დაშორებებს. ინვესტორის მიერ ტერიტორიის მსგავსი ფორმით ათვისება იშვიათად გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენება, რაც ამ პროექტის უნიკალურობას განაპირობებს.  რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სილქ როუდ ჯგუფმა აჭარის ა/რ მთავრობისგან შეიძინა ობიექტები და შემგდომში ისინი არ განავითარა, ან განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯგუფი უდიერად მოეპყრო დევნილებს - ეს ინფორმაცია მცდარია. ჩვენმა კომპანიამ აჭარის ა/რ მთავრობისგან საინვესტიციო პირობით შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების - სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ - აქციები და შესაბამისად, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ჩვენს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილ იქნა 4 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა საკომპენსაციოდ გადახდილ იქნა 13,5 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს გადავეცით კომპენსაცია, თუმცა, სილქ როუდ ჯგუფის მიერ ვინმეს გასახლება არ მომხდარა. ეს სახელმწიფოს ვალდებულება გახლდათ. ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა აჭარის სანაპირო ზოლზე ძველი, უსახური და ამორტიზებული საბჭოური შენობების დემონტაჟი, სადაც წლების განმავლობაში გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებოდნენ დევნილები, სანაპირო ზოლი გავათავისუფლეთ ნანგრვებისგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან. საინვესტიციო ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებას ხელი შეუშალა ფინანსურმა კრიზისმა და 2008 წლის ომმა, რამაც ყველა ინვესტორს შეუქმნა სერიოზული პრობლემები. თუმცა, სილქ როუდ ჯგუფმა ომის დამთავრებიდან მალევე დაასრულა 2 სერიოზული პროექტი: ერთი თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის და მეორე ბათუმში სასტუმრო რედისონ ბლუს ბრენდით. რაც შეეხება თქვენს სიუჟეტში ნახსენებ „ბტა ბანკს“ და აღნიშნულ ბანკთან დაკავშირებით ცილისმწამებლურ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყაზახური „ბტა ბანკის“ მფლობელები საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდნენ და სურვილი გამოთქვეს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ „ბტა ბანკსა“ და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის გაფორმდა შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებები, ბანკმა 2008 წლის ომის შემდგომ შეწყვიტა თავისი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება იპოთეკების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას: გაურკვეველია, რას ნიშნავს იპოთეკის გასაიდუმლოება, როდესაც იპოთეკის, ისევე, როგორც უძრავი ქონების შესახებ სხვა ინფორმაცია საქართველოში საჯაროა და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი. „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2014 წელს დაასრულა მოლაპარაკებები „ბტა ბანკთან“ და ფაქტობრივად, ხელმეორედ მოუწია იმავე აქტივების გამოსყიდვა. შესაბამისად, ყველა იპოთეკა მოიხსნა. სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა 18 საკადასტრო ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც ისედაც იგეგმებოდა. ჩვენს მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებული მიწის ნაკვეთების ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე თავდაპირველად იყო, ვინაიდან მოხდა მათზე არსებული ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების მოსუფთავება და ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება. „სილქ როუდ ჯგუფი“ მზად არის დაიცვას თავისი რეპუტაცია მსგავსი სახის მცდარი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ოზურგეთში სტატისტიკის ბიუროს უფროსი წარადგინესდღეს,  გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსის ბადრი რამიშვილი წარდგენა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.  შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი,   სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბორის ეზუგბაია, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ბიუროს მთავარი ფუნქცია - მოვალეობა რეგიონის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება ... ...

არქივი

ზაფრანი

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

„სექსუალური ურთიერთობა ქმნის ფაზას“_რას ამბობს ახალი კვლევა

წყვილები სქესობრივ ურთიერთობას უფრო ადრე...

ვარსკვლავური შობა–ახალი წელი

ახალი წელი და შობა ის...

საშობაო - საახალწლო ოჯახური ფასეულობანი

ფრანგი ლამაზმანი ოდრი ტოტუ ყოველთვის...

რონალდუ ფსიქოპათია _ ფეხბურთელის ყოფილი მეგობარი გოგონა

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ,...

ვარსკვლავთა თილისმები

კინოვარსკვლავები პრეტენზიული და ორიგინალური პიროვნებები...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...