თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 73.44%-ით იზრდება

პოლიტიკა

თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 73.44%-ით იზრდება

2014 დეკ 23 19:28:39

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის სიახლეებისა და პრობლემების ანალიზს აქვეყნებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  2015 წელს დედაქალაქის შემოსავლები, 2014 წელთან შედარებით, 47.59 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები – 38.15 მილიონი ლარით იზრდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, უმთავრესი სიახლე 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში მისი პროგრამული დანართია, რითიც თბილისის მთავრობამ საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს საუკეთესო პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც აჭარის მთავრობამ _ თავისი 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტით აჩვენა მისაბაძი მაგალითი. 

რაც შეეხება ხარჯების ძირითად შეფასებას, 2015 წელს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 170 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, მეტისმეტად დიდი თანხაა, იმისთვის, რომ თბილისში სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს, რადგან თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. 

გარდა ამისა, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44%) იზრდება, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45%). ამასთანავე, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 3.03 მილიონი ლარით იზრდება აღმასრულებელი ორგანოების მთლიანი მმართველობითი ხარჯები (5.39%).

2015 წელს თბილისის მთავრობის სამი გამოკვეთილი პრიორიტეტია: ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა (2014 წელთან შედარებით 12.6 მილიონი ლარით იზრდება და ხდება 205 მილიონი ლარი), განათლება (2014 წელთან შედარებით იზრდება 13.02 მილიონი ლარით, 92.63 მილიონ ლარამდე) და საბინაო-კომუნალური მეურნეობა (2014 წელთან შედარებით იზრდება 20.89 მილიონი ლარით).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენის და განვითარების დაფინანსება მცირდება, კერძოდ, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით _ 27.28%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 4.5%-ით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეკომენდაციაა, თბილისის მთავრობამ შეამციროს დედაქალაქის ბიუჯეტის დეფიციტი სოციალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე; ახსნას, თუ რატომ იზრდება 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით; განაგრძოს თბილისის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესება და ბიუჯეტის მიღებამდე განსაზღვროს შუალედური და საბოლოო შედეგების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორები; შეამციროს სოციალური დანახარჯები და გამოთავისუფლებული სახსრები მიმართოს დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა შექმნის სამუშაო ადგილებს; უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის და დედაქალაქის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. 




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?