თამარ ნადირიძე და ნათია შარაშანიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა

თამარ ნადირიძე და ნათია შარაშანიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

27 დეკ. 2014, 15:47:27

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, თამარ ნადირიძე და ნათია შარაშენიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"26.12.2014 წელს ქალაქ ოზურგეთის საკრებულო იხილავდა ქალაქ ოზურგეთის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს. სხდომის მიმდინარეობისას, როგორც ჩვენი ისე საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თამარ ნადირიძემ დასვა შემდეგი შეკითხვა – წარმოდგენილი ბიუჯეტი ითვალისწინებდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიებების დაფინანსებას ან გააჩნდა თუ არა მერიას რაიმე გეგმა წინასაარჩევნო დაპირებების - მოსახლეობის დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების შესრულების მიზნით.

შეკითხვას ოზურგეთის მერის მხრიდან აშკარად არაადექვატური საქციელი მოყვა, პასუხის გაცემის ნაცვლად თავად დაიწყო შეკითხვების დასმა და პრეტენზიების გამოთქმა, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში თამარ ნადირიძის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. რის შემდეგაც მან გააკეთა რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება საკრებულოს წევრის ნათია შარაშანიძის მისამართით. მერის შეურაცხმყოფელ და არაეთიკურ საქციელს ორივე შემთხვევაში აქტიურად მხარს უჭერდა მერიის თანამშრომლთა ნაწილი, რომელთა საქციელი გარდა იმისა, რომ არაეთიკური იყო აშკარად სცილდებოდა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირის უფლებებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა საშუალება არ მისცა ნათია შარაშენიძეს პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა სხდომა და მისგან მოითხოვდნენ ბოლომდე მოესმინა მერის შეურაცმხყოფელი განცხადებები.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების საჯარო ლანძღვა და შეურაცხყოფა მერიის საჯარო მოხელეების თანდასწერებით მათი უშუალო მონაწილეობით ორგანიზებული და მომზადებული გახლდათ თავად ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ, რასაც სამწუხაროდ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ოპოზიციონერი ქალბატონების დაცვა ვერ შეძლო ვერც საკრებულოს თავმჯდომარემ და ვერც საკრებულოს წევრმა მამაკაცებმა, რომლებიც ძალიან ხშირად თავს იწონებენ საკრებულოში არსებული გენდერული ბალანსით.

ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ქმედებების შედეგად საკრებულოს სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მომავალი წლის ბიუჯეტი გადაიქცა ქუჩურ გარჩევად, რა დროსაც ბეგლარ სიორიძემ შეეცადა მოეხდინა აბსოლუტური ძალაუფლების დემონსტრირება, რაც გარდა ჩვენთვის შეურაცხყოფის მიყენებისა გამოიხატა იმაში, რომ იგი ითხოვდა ჩვენი პოლიტიკური უფლებებისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვას.

ვაცხადებთ, რომ ოზურგეთში ადგილი აქვს სრულიად უპერსპექტივო მცდელობას შეიქმნას პერიფერიული მინიტოტალიტარული რეჟიმი, თავისი კარიკატურული ზეკაცითა და კარიკატურულ მაამებელთა მთელი დასტით. ნათელია, რომ ამ ამბის შემოქმედებს სრულად გააზრებული არ აქვთ მათი მოქმედებების სამომავლო შედეგები. სამწუხაროდ ნაცვლად თვითმმართველობისა ოზურგეთის მერია გადაიქცა უმოტივაციო ორგანოდ, სადაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის ნაცვლად პერმანენტულად ადგილი აქვს ადამიანების შეურააცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მუშტების მაგიდაზე ცემას, ყვირილს და სკამების სროლას.

როგორც მერის ისე მერიის თანამშრომლების მხრიდან საკრებულოს სხდომაზე განხორციელებული მოქმედებები - მუქარა, პირის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და საკრებულოს წევრისათვის საქმიანობაში ხელშეშლა აშკარად ატარებდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მივმართავთ:

სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ შეისწავლონ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ფაქტები და განახორციელონ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ორგანოს, რომელსაც ევალება მაღალი თანამდებობის პირების მოქმედებების შესწავლა და კონტროლი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის მერისა და მასთან დაახლოებული პირების მოქმედებებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამარტო საზოგადოებრივ არამედ საკონსტიტუციო წესრიგსაც, ასევე მოვითხოვთ ყურადღება მიაქციონ და შეისწავლონ ამავე პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე უკანონო ზემოქმედების ფორმები, მასშტაბები და შედეგები;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გელა კობალაძეს და მოვითხოვთ საკრებულოს სხდომების მიმდინარეობისას უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა. ასევე მისგანვე მოვითხოვთ განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და რაც მთავარია ვითხოვთ მოგვეცეს საშუალება განვახორციელოთ ჩვენი სადეპუტატო უფლებამოსილებები;

ასევე, მივმართავთ ოზურგეთის მერიის ზედმეტად აქტიურ თანამშრომლებს კარგად გაიაზრონ, როგორც საკუთარი ისე საკრებულოს წევრის სტატუსი და უფლებამოსილება და აღარ ჩაერიონ ისეთი ფორმითა და წესით საკრებულოს სხდომების მუშაობაში, რადგანაც მათ ხალხი ხელფასს უხდის არა ბეგლარ სიორიძის მაამებლობაში, არამედ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, რომელთა ჩამონათვალში არ შედის საკრებულოს წევრისათვის მუშაობაში ხელშეშლა.

ამასთანავე კვლავ მივმართავთ ქალაქ ოზურგეთის მერს კითხვით, რას აკეთებს იგი თავისი წინასაარჩევნო დაპირებების - ბიზნესის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების შესრულების მიზნით და მისი აზრით როდის შეუსრულებს ის ოზურგეთის მოსახლეობას ამ დაპირებებს."




 ახალი ამბები
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?