რა მოხდა თბილისის საკრებულოში?

პოლიტიკა

რა მოხდა თბილისის საკრებულოში?

4 ნოე. 2011, 09:28:28
ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ძალიან მალე "ნაციონალურმა მოძრაობამ" "კეთილი ნებით" თანამდებობები დაატოვებინა თბილისის საკრებულოს დეპუტატებს, "თავისუფალი დემოკრატების" ორ წევრს _ ზურაბ აბაშიძესა და ვიქტორ დოლიძეს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ფაქტის შესახებ გურული ოპოზიციონერები.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და გურიის რეგიონული კოორდინატორი თემურ სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ აგონიურ და ამავე დროს, კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლებისგან საზოგადოება რაიმე საზრიანს აღარ უნდა ელოდოს: _ აბაშიძე და დოლიძე საკრებულოში გამოირჩეოდნენ აქტიურობით. ისინი მუშაობდნენ 24-საათიანი რეჟიმით, ხვდებოდნენ ათასობით ადამიანს და ეხმარებოდნენ მათ თავიანთი პრობლემების მოგვარებაში. ეგრეთ წოდებულმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ აიტანა ირაკლი ალასანიას პარტიის _ "თავისუფალი დემოკრატების" წევრების აქტიურობა და მათზე განახორციელა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვიქტორი და ზურაბი, რა თქმა უნდა, ისევ აქტიურად გააგრძელებენ თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრებს და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა დახმარება გაუწიონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ის მყარად დგას პოლიტიკური მოუსავლეთის გზაზე და გზაც დაგვილოცნია, _ გვითხრა სალუქვაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, მარინა სუნგულია კი ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: _ ყველას კარგად ახსოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, უგულავასა და ალასანიას შეხვედრა, როცა ალასანიამ მასთან ალიანსში მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება აღიარა და უგულავას გამარჯვება მიულოცა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ აირჩია თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ თანამდებობებზე დეპუტატები ალასანიას პარტიიდან.

ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიიდან ირჩევენ თანამდებობებზე, კარგი პრეცედენტია და დემოკრატიისთვის მისაღები მოვლენაა, მაგრამ არა "ნაციონალებისთვის" _ მათ ხომ მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებთ?! ამიტომ, მაშინ ყველას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი ამ ორი პარტიის ინტერესთა თანხვედრისა და გარკვეული წესების შეთანხმების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ პოლიტიკურ ძალთა პოლარიზების კონტურები გამოკვეთა და მან "თავისუფალი დემოკრატები" საპარტნიოროდ მიიწვია, ალასანია, როგორც ჩანს, არჩევანის წინაშე დადგა _ გაეგრძელებინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიღებული თამაშის წესებით და შეენარჩუნებინა თანამდებობები, თუ მიეღო ივანიშვილის წინადადება და მკვეთრად გამიჯვნოდა ნაციონალურ მოძრაობას. მან მეორე გზა აირჩია და ხელისუფლების ადეკვატურმა რეაქციამაც არ დააყოვნა _ როგორც აირჩიეს, ისე გადაირჩიეს თანამდებობებიდან აბაშიძე და დოლიძე.

საინტერესოა ის, რომ ხელისუფლების, ალასანიასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენელთა კონსულტაციების შემდეგ, ალიანსის პარტიული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდა _ მან ვერც საკრებულოში და ვერც ფრაქციებში თანამდებობა ვერ მიიღო და აქტიური მოღვაწეობა გააგრძელა, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ცხადია, რომ ხელისუფლებას არანაირად არ "აწყობდა" პრინციპულ და უკომპრომისო რესპუბლიკელისთვის დამატებითი ბერკეტების მიცემა, რაც მათ თავიანთი ნებით ჩააბარეს "ახალ მემარჯვენეებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს". თამაშის ასეთი წესი ბევრ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა, მათ შორის ოზურგეთშიც. გახსოვთ, ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ლიდერი, კოტე ბერიძე როგორი სიმპათიით მიესალმა "თავისუფალი დემოკრატებისა " და მისი ლიდერის, თემურ სალუქვაძის გამოჩენას პოლიტიკაში. სამაგიეროდ, თავისი ღვარძლი ვერ დამალა რესპუბლიკელი ტიფო მიქატაძის მიმართ. თუ რატომ იყო ნაციონალ-ბოლშევიკური ხელისუფლებისთვის მისაღები და სასიხარულო თემურ სალუქვაძისა და მისი გუნდის პოლიტიკური გაცოცხლება, ამაზე მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეიძლება არსებობდეს. ეს დამოკიდებულებები დადასტურდა კიდეც ოზურგეთში ადგილობრივი არჩევნების პირველივე დღიდან, ჩვენი, ორი პარტიის _ რესპუბლიკელებისა და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის დროს და გრძელდება დღემდე _ მათ თავი დაგვამახსოვრეს, როგორც არასანდო პარტნიორებმა. ხელისუფლება კი, ვფიქრობ, რომ მათ მიმართ ინარჩუნებს ძველებურ კმაყოფილებას, _ ამბობს მარინა სუნგულია.




 ახალი ამბები
  • შაქარაშვილის საქმე- რის შესახებ გააფრთხილეს ბრალდებულების ადვოკატები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია  საზოგადოებას მიეწოდა. გამოძიების  საწყის  ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და    მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების  ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“,_ ამბობენ ... ...
  • ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდიგიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. მას დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განმარტებით, „სტარტეგია აღმაშენებელში“ გაწევრიანდა, რადგან გიორგი ვაშაძესთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს. „მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,_ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ... ...
  • შსს მესტიაში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობსპოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორების ინფორმირებას. პოლიცია მოქალაქეებს რეგულარულად, დეტალურად უხსნის საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით გაეწიათ დახმარება იმ პირებსაც, ვინც სვანეთში საკუთარი ტრანსპორტით არ იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ პატრულირებას. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“,_ აცხადებენ ... ...
  • პროფესორი, გრივერ ფარულავა 84 წლის ასაკში გარდაიცვალაძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი, გრივერ ფარულვა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ათობით წლების განმავლობაში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა. ასევე გრივერ ფარულავა, წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პროფესორი, გრიგორ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეთიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმარულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: ,,მხატვრული სახის ბუნებისთვის ძველ ქართულ პროზაში“, ჰაგიოგრაფია - ხელოვნების შესახებ“ და სხვა გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდასაქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი  პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა.   „საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას.  კერძოდ,  აბაშაში  სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...