ისევ ტენდერები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარღვეული კანონი

პოლიტიკა

ისევ ტენდერები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარღვეული კანონი

2015 იან 6 14:48:39

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დამასთან დაკავშირებულ ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების, არაფინანსური აქტივებით საკასოოპერაციების, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების, წმინდა ღირებულების,არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის და ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებანგარიშგებებს მოცემული თარიღებით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატის ბალანსზე ასახულია 2005-2006 წლებში ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულებების, სსიპ-ების და ყოფილი რაიონული სამმართველოების მიერ წარმოდგენილ სალიკვიდაციო ბალანსებში რიცხული 160,967 ლარის კრედიტორული და 1,976,882 ლარის დებიტორული დავალიანება,რომელზეც დავალიანების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ ინახება,შესაბამისად ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები აღნიშნული დავალიანებების დასადასტურებლად.

სამინისტროს აპარატის ბალანსზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობები, რომელზეც ცვეთის დარიცხვის მეთოდი და კოეფიციენტი გაურკვეველია და რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება მომქმედ ინსტრუქციას.

2013 წელს სამინისტროს ბალანსზე აღრიცხულია საქართველოს სხვადასხვა რაიონის მუნიციპალიტეტების მიერ (54 მუნიციპალიტეტი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები) ფუნქციონირებისათვის, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადმოცემული საოფისე ფართები, რომელთა საბალანსო ღირებულება 49 მუნიციპალიტეტში (ხელშეკრულებებში გადმოცემული ფართების ღირებულებები მითითებული არ არის) აღირიცხა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად, რაც არ წარმოადგენს მათ რეალურ ღირებულებას.

"პირობითი მოსაზრების საფუძვლებში აღწერილი საკითხების ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის გარდა, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სამინტროს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების, არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების, წმინდა ღირებულების, არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის, და ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშგებებს", _ ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტის სამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონული ტენდერებიც შეისწავლა. დასკვნის თანახმად, სამინისტროს მიერ დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი.

უფრო კონკრეტულად კი,  2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომობილების შესაძენად გამოცხადდა 4 ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული ტენდერებით შეძენილი ავტომობილების საერთო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 1,841,040 ლარი.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, შესყიდვების დოკუმენტაციაში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი ან მოხსენებითი ბარათი, რომლითაც რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ იქნება დასაბუთებული, კონკრეტული ავტომობილის შეძენის საჭიროება, მათი რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მიწოდების ვადები.

 2013 წლის 8 თებერვალს სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 54 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 1,465,000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ჯი თიმოტორსმა“ და გაიმარჯვა, ხელშეკრულება გაფორმდა 1,445,040 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულს (ტენდერი დასრულდა 2013 წლის 5 მარტს) სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა დაბალი კუბატურის 1200სმ3-1500სმ3, მაღალი გამავლობის ავტომანქანები.

მიწოდების ვადა განისაზღვა არანაკლებ 40 ერთეული _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი _ არაუგვიანეს 2013 წლის 20 მაისისა. შემჭიდროვებულ ვადებში მიწოდების მოთხოვნა, შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას.

15 კალენდარულ დღეში 40 ერთეული ავტომობილის იმპორტი საკმაოდ მცირე ვადაა, რის გამოც მინიმალური იქნებოდა შანსი იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობა მიეღო ისეთ პრეტენდენტს, რომელსაც წინასწარ უკვე შეკვეთილი არ ექნებოდა აღნიშნული ოდენობის და სპეციფიკაციის ავტომანქანა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტენდერი დასრულდა 2013 წლის 5 მარტს, ხელშეკრულება გაფორმდა 6 მარტს და იმავე დღეს მოხდა 44 ერთეული ავტომანქანის მიწოდება, დანარჩენ 10 ავტომობილზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2013 წლის 19 მარტს.

 2013 წლის 21 თებერვალს, სამინისტრომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქსელების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 30,000 ლარი.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ალგორითმმა“. ხელშეკრულება გაფორმდა 29,193 ლარზე.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მიხედვით მოთხოვნილია 8 პორტიანი ქსელის გამანაწილებლის კონკრეტული მოდელი „TL-SG1008D“. ამავე ტენდერში მოთხოვნილი იყო 48 პორტიანი ქსელის გამანაწილებლები, რომლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია „Junos Software version testedJunos 10.4“. „Junos 10.4“ არის კომპანია „Juniper Networks“-ის მიერ წარმოებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობებთან არის თავსებადი.

"აღნიშნული გარემოებები არღვევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები" _ აღნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...