წინასაახალწლო პრემიები ოზურგეთში

პოლიტიკა

წინასაახალწლო პრემიები ოზურგეთში

9 იან. 2015, 20:39:57

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ წინასაახალწლოდ თანამშრომელთა ნაწილს  პრემიები დაურიგეს.

მერის მრჩეველმა სოფო ჭანტურიამ  700 ლარი მიიღო;  ვიცე მერმა ალეკო ბურჭულაძემ  _ 1 615 ლარი;  განყოფილების ხუთმა უფროსმა _ გიორგი ხუროშვილმა, თეა კვირკველიამ, დავით გორდელაძემ, შალვა გაბრიჩიძემ და   თემურ მურვანიძემ _ 770-770 ლარი.

პრემია ხუთი სამსახურის უფროსსაც მისცეს _  მარიკა ნაცვალაძე, მერაბ წივწივაძე, მამია მახარაძე, მარინა ჯაფარიძე და კობა ხაბალაშვილი  950-950 ლარით წახალისდნენ.
გასული წლის მიწურულს, პრემია მერიის სამმა სპეციალისტმა _  თემურ გიორგაძემ, ირაკლი ანდღულაძემ და გენადი კიშინსკმა დაიმსახურეს, რომლებსაც  530-530 ლარი გადაეცათ.

მერიაში გაცემული წინასაახალწლო პრემიების ჯამმა 12 505 ლარი შეადგინა.

კითხვაზე _  რა ნიშნით შეარჩია ქალაქ ოზურგეთის მერმა დასაჯილდოებელი თანამშრომლები და რა დამსახურებისთვის მიიღეს წინასაახალწლო პრემია მერმა, წერილობით გვიპასუხა:

“მე, როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული თანამშრომლების შრომითი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერიის ყველა თანამშრომელი მუშაობს ნაყოფიერად, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლებს, რომლებზეც გაიცა პრემია, მოუხდათ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო სამსახურეობრივი საქმიანობის გახორციელება, მათ შორის არასამუშაო დროს, ფორსმაჟორულ რეჟიმში, რასაც წარმატებითა და კვალიფიციურად გაართვეს თავი. კანონმდებლობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწვეტილება მათ მიერ გახორციელებული სამსახურებრივი საქმიანობის დაფასებისა და მათი წახალისების შესახებ,"_აღნიშნავს ბეგლარ სიორიძე.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში პრემიები მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს დაურიგდათ _ აპარატის უფროსმა 950 ლარი მიიღო; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ _ 750 ლარი; აპარატის  3 სპეციალისტმა _ 680-680 ლარი; მდივან -რეფერენტმა _ 580 ლარი, რამაც ჯამში 4 320 ლარი შეადგინა.

"პრემირებულთა სიაში მოხვედრილ აპარატის თანამშრომლებს, დაკისრებული უფლებამოსილებების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მიეცათ პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,"_  აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ.

წინასაახალწლოდ პრემიები დარიგდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. ამისთვის, ბიუჯეტიდან 125 ათას 65 ლარი დაიხარჯა. პრემია საკრებულოს და გამგეობის ყველა თანამშრომელმა, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემაც მიიღეს.

პრემიებთან დაკავშირებით, ეს მოხდა პირველად _ ამ ადამიანებს სჭირდებოდათ მოტივაცია, მათ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს. ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ამ ყველაფრის პრეზენტაციას, თუ რა შევძელით, რა გავაკეთეთ ამ ოთხი თვის განმავლობაში. გეტყვით პირდაპირ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ უარს ვამბობთ პრემიებზე _ არც გვაქვს მსგავსი ხარჯი გათვალისწინებული. პრემიები დარიგდა წინასაახალწლოდ თანამშრომლების შრომისუნარიანობის გაზრდისთვის _ ისინი მუშაობენ დატვირთულ რეჟიმში და მათთვის წახალისება აუცილებელია," _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?