დიმიტრი ხუნდაძე 2015 წლის "ოჯახის წლად“ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე 2015 წლის "ოჯახის წლად“ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

16 იან. 2015, 23:09:56

"თბილისი მერიოტში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის ორწლიანი მუშაობის ანგარიშისა და სამომავლო ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძემ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რაზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მუშაობდა.

მისი განცხადებით, მთავარ მიღწევად კომიტეტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას; „შრომის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს; დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას და ამ მიმართულებით შესაბამისი კანონების მიღებას; სარეცეპტო სისტემის აღდგენას და „სააფთიაქო ნარკომანიის“ მინიმუმამდე დაყვანას; ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის შექმნას; აბორტების წინააღმდეგ ინიციატივების განხორციელებას; მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას მიიჩნევს.

„ჩვენი მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი სიცოცხლე. სწორედ ამას ემსახურება ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, ორწლიანი მუშაობა იყო საკმაოდ წარმატებული, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება შევთავაზოთ მოსახლეობას.

ორწლიანი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი წარმატება არის ის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ „შრომის კოდექსი“, ეს იყო საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური სამუშაო, რომელიც მთავრობასთან ერთად განხორციელდა და ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული „შრომის კოდექსი“.

ჯანდაცვის პროგრამაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კომიტეტის მიერ შემუშავებული კონცეფცია არის ძირითადი დოკუმენტი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა და წარმოადგინა სტრატეგიული გეგმა ამ დარგის განვითარებისა, კომიტეტმა შეიმუშავა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი კომიტეტისა არის დემოგრაფიული პოლიტიკის წარმატებულად შემუშავება, რაც უკვე აისახა და „საქსტატის“ მონაცემებით ამ კუთხით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები“, _  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომელზე მუშაობასაც კომიტეტი მომდევნო წლის განმავლობაში გეგმავს. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება მრავალშვილიან ოჯახებს დაეთმობა, განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი და მათთვის სოციალური პაკეტი მომზადდება.

გადაიხედება საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია, ყურადღება დაეთმობა 9 აპრილს მოწამლული ადამიანების მდგომარეობის შესწავლას და მათთვის კონკრეტული ინიციატივების მომზადებას.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტი ამზადებს კანონპროექტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, ასევე, გეგმავს შრომის ინსპექციის, დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის კუთხით პოლიტიკის შემუშავებას; გაგრძელდება მუშაობა შშმ პირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დემოგრაფიული პოლიტიკის განსახორციელებლად.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სტრატეგიულ მიმართულებად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებას მიიჩნევს.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს კომიტეტის მუშაობა. პარლამენტმა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ვალდებულებები, რომლებიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. გააქტიურდება მუშაობა სოციალური პროგრამების მიმართულებითაც. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობაზე.

მინდა განვაცხადო, რომ ჯანდაცვის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ 2015 წელი გამოცხადდეს „ოჯახის წლად“, ჩვენ უნდა შევძლოთ ოჯახის, როგორც ინსტიტუტის მყარად ჩამოყალიბება. ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყნის საფუძველია“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ ორ სახელმწიფო უწყებას შორის არ ყოფილიყო მჭიდრო თანამშრომლობა და პრობლემების საერთო ხედვა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის მოლოდინი ბევრად აღემატება რეალობას.

„ვერ დაგისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც შეუძლია თქვას, რომ მის ქვეყანაში ჯანდაცვა და სოციალური საკითხები საბოლოოდ მოგვარებულია. ეს არის ის მიმართულებები, რომლებსაც მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება და რეფორმები სჭირდება. ეს არის სფეროები, სადაც ყოველთვის ჩნდება ახალი გამოწვევები, ეს არის ყველაზე დინამიური სფეროები და შესაბამისად, სისტემური გადაწყვეტილებები და რეფორმებია საჭირო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უწევს უმნიშვნელოვანესი სისტემური გადაწყვეტილებების მიღება“,- მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დამსწრეთ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი წერეთელის განცხადებით, კომიტეტის მიერ დასახული მიზნების შესრულება ყველას საერთო ინტერესია.

„არსებობს ახალი ვალდებულებები, რომლებიც გაჩნდება ევროკავშირთან თანამშრომლობის კვალდაკვალ. ეს კომიტეტს გვავალდებულებს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად იყოს ანალიზზე, რისკების შეფასებაზე ორიენტირებული და იყოს უფრო კრიტიკული, განსაკუთრებით, საბიუჯეტო ნაწილში. დღეს მთავარი ამოცანაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობა“,- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, საშა გრაუმანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ფორტიფიკაციის შესახებ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად დავასრულოთ ეს პროცესი და შემოვიღოთ ფორტიფიკაცია საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზეც და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ „ბუნებრივი კვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასაც, ასევე, წარმატებულად ვმუშაობთ კომიტეტთან ერთად კანონპროექტზე, რომელიც „საქართველოს კანონი "პაციენტის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ერთად გავაგრძელოთ ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში“,- განაცხადა საშა გრაუმანმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, კვლევებით, ანალიზით, ტექნიკური დახმარებით, კონსულტაციებით მხარი დავუჭიროთ კომიტეტს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა“,- განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




 ახალი ამბები
  • მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ... ...
  • საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს  როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი  COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის  კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.   „მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის  მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)          ... ...
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...
  • ტრაგედია ზუგდიდში _ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვესმაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...