საქართველო-უკრაინა. პერსპექტივები

პოლიტიკა

საქართველო-უკრაინა. პერსპექტივები

2011 ნოე 10 06:22:22
საქართველო-უკრაინა. პერსპექტივები

(რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი)

ბაქო-თბილისის თანამშრომლობა შესაძლებელია ითქვას, რომ ესაა ღერძი რომელზეც დიდწილად დგას რეგიონის დამოუკიდებლობის პერსპექტივები. ეს თანამშრომლობა ამოვარდნილია რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაციის სასურველი ფარვატერიდან. რუსეთი ცდილობს დაანახოს აზერბაიჯანს, რომ მისი და თბილისის დასავლური კურსის წარუმატებლობისა და ჩამოშლის შემთხვევაში მოსკოვი მისი ერთადერთი საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი იქნება.

"საიმედო პარტნიორობა" კი სავარაუდოდ უნდა ნიშნავდეს რომ ის უზრუნველყოფს "ალიევების კლანის" დარჩენას სახელმწიფო მმართვის სადავეებთან. ამის დასტურად ბაქოსა და მოსკოვს შორის ენერგორესურსების გარშემო პერიოდულად ფორმდება სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია აზერბაიჯანი არ აცნობიერებდეს რომ პარტნიორობა მხოლოდ რუსეთთან მას კარგს არაფერს უქადის. გარდა ამისა, ბაქოში არ დავიწყებიათ მოსკოვის როლი ყარაბაღის კონფლიქტში.

შესაბამისად აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიაში, არაერთი საერთაშორისო ენერგოპროექტის აქტიურ მონაწილედ გვევლინება. სიტუაციის ასეთი განვითარება კი ხელს უნდა უწყობდეს ბაქო-თბილისის საგარეო პოლიტიკის დასავლური ორიენტირის შენარჩუნებას, ხოლო ამცირებდეს რუსულ გავლენას რეგიონში.

საქართველო-აზერბაიჯანის ეს თანამშრომლობა კი პირველ რიგში საქართველოსთვის ლოგიკურად პოულობდა გაგრძელებას დასავლეთ მიმართულებაზე. კერძოდ კი უკრაინაში. მიუხედავად იმისა რომ უკრაინა არ არის ერთადერთი გაგრძელება, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დღეს ექსპერტები არ დაობენ.

უკრაინის ხელისუფლების ცვლასთან ერთად 2010 წლიდან გაჩნდა პრინციპულად ახალი შესაძლებლობები უკრაინის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა.

2010 წლის შემოდგომიდან, უკრაინის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, სტრატეგიული თვალსაზრისით, სერიოზული კორექტივები განიციდა. ახალი მთავრობა ეყრდნობოდა რა თავდაცვითი სტრატეგიის პრინციპებს ცდილობდა დაეცვა საკუთარი ეროვნული ინტერესები სიმეტრიული საშუალებებით. იანუკოვიჩმა ინაუგურაციიდან მალევე, 11 მარტს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იმ პირებით დაიწყო, რომლებიც მისაღები იყო რუსული მხარისათვის. ამას მოყვა 27 აპრილს ხარკოვში გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის შავიზღვის ფლოტმა სევასტოპოლში ბაზირების ვადა 2017–დან 2042 წლმადე გაიხანგრძლივა. სამაგიეროდ უკრაინამ ყოველწლიურად არენდის სახით 100 მლნ ამერიკული დოლარი მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე ეროვნული კომისიაც. ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა 2 აპრილს გამოსცა. იანუკოვიჩის აღნიშნული ბრძანებულებით ძალადაკარგულადაა ცნობილი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშჩენკოს 2006 წლის 22 მაისის ბრძანებულება აღნიშნული კომისიის შექმნის შესახებ და ასევე რამდენიმე დოკუმენტი რომელიც უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტერგაციას ეხება.

განსაკუთრებული წარმატება რუსეთმა უკრაინასათნ ყირიმში მიაღწია. 19 მარტს უკრაინის უშიშროების საბჭოსა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეთანხმებით, ყირიმში რუსი კონტრმზვერავები 5 წლის ვადით დაბრუნდნენ.

იმავე 2010 წლის 8 ივლისს კი უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება გაუკეთა რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას. მაგრამ აღმოჩნდა რომ დემარკაცია მხოლოდ სახმელეთო საზღვარს შეეხება, ხოლო ღიადაა დარჩენილი ქერჩის სრუტის საკითხი აზოვის ზღვაში.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ საზოგადოებრივ განწყობებსა და მეორე სახელმწიფო ენად, რუსული ენის შესაძლო გამოცხადებას დავამატებთ შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ რუსეთმა უკრაიანაში მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური პროცესი შექმნა.

მაგრამ ამ რეალობის გათვალისწინებითაც საინტერესოა ერთი ფაქტი. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა ამჟამად უკვე პატიმარ იულია ტიმოშენკოსადმი სავსებით საკმარისი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო თბილისი-კიევის ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღერძის გამრუდებისათვის. თუმცა ეს ღერძი ჯერ-ჯერობით ისევ არსებობს:

უკრაინის ახალი პრეზდენტი დაბალნსებული პოლიტიკის საშუალებით როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს ახერხებს სასურველი თამაშის თამაშს.

განმარტება: "ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს."




 ახალი ამბები
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარუდგინა. კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე. პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით ... ...
  • "ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“ _ გოჩა მირცხულავათუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... , _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. "თუ ჩვენ არ ვისწავლით ვითარების ობიექტურად გაანალიზებას და მტუან-მართალს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის ვინ მოგვწონს, არაფერი გამოვა. მესმის, ძალიან რთულია სიმართლის გააზრება და აღიარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარე ხარ, ვიღაც მოგწონს, ვიღაც გძულს... მაგრამ, აბა, კარგად გადავხედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავიხსენოთ უმნიშვნელო დეტალები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და ეკლექტური ხელისუფლება. მერე? ამ ხელისუფლების კონგლომერატები ისევ ოპოზიციაში... მიზეზებს არ განვარცობ... ჩვენ გვისმოვნებს, როდესაც იმას ვისმენთ ერთ წინადადებად, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა. დანარჩენს კი, რამდენსაც არ უნდა გვატყუებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ტყუილს "ვაპრავებთ' და მერე თავად ვიჯერებთ. --საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“ – „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... დიდი არაფერი ხო? პრინციპში ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი ახლაც მანდ დევს... სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები რაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ. თუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... რა რატომ?--ახლა კი განსჯა - რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მხოლოდ გახარიასი? მე ჩემი განმარტებები მაქვს და თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. მივიდეს მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანით. ეს ჩვენ გვჭირდებ,ა ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ პრიორიტეტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გნებავთ ხელისუფლების დღის წესრიგი. ამიტომ, მე ასეთ ვითარებაში მთავრობის სრულ შემადგენლობას შევცვლიდი. რამდენად პოზიტიური იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის ამის ახსნასაც არ დავიწყებ. ახალ მთავრობას თუნდაც ოპოზიციასთან ჯანმრთელი და ჯანსაღი დიალოგის წარმოების შანსი უჩნდება. დიალოგი კი თავის მხრივ შეანელებს იმ დაძაბულობისა და ურთიერთზიზღის მუხტს, რითაც საბოლოდ შესაძლოა, ჩვენმა მტერმა, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა ისარგებლოს. ვინმესთვის გაუგებარია, მისი "იუდას ამბორი" რას ნიშნავს, მით უფრო იმ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, რაშიც რუსეთს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მაგრამ ირანის ფაქტორით აბალანსებს, ჯერჯერობით, _ წერს ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოვალეობა შეუჩერდაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა წარადგინა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა, უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟოროტარული არჩევნები აღარ ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...