"ცვლილებები კანონის სრული დაცვით მოხდება"

პოლიტიკა

"ცვლილებები კანონის სრული დაცვით მოხდება"

2011 ნოე 11 07:39:52

ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე, ერთ თვეზე მეტია, რაც დაინიშნა და უკვე კონკრეტული საკადრო ცვლილებებიც გახორციელდა, რამდენიმე ცვლილებას უახლოეს დღეებში ელიან. გამგებელთან საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

_ ქალბატონო ლელა, მოსვლის დღიდანვე აღნიშნეთ, რომ გამგეობაში საკადრო ცვლილებები გახორციელდებოდა. აპირებთ თუ არა კონკურსების გამოცხადებას, თუ როგორც ხელისუფლების სტილია, მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავთ, რასაც კონკურსის გამოცხადება არ სჭირდება, სამაგიეროდ, ეს "მოვალეობის შემსრულებელი" მანამდე იქნება, სანამ ხელისუფლებას დასჭირდება.

_ ცვლილებები საჭიროების მიხედვით, კანონის სრული დაცვით მოხდება.

_ ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, ზაალ ბერძენიშვილი უკვე გაათავისუფლეთ. რა გახდა მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი?

_ პირადი განცხადება (ზაალ ბერძენიშვილი ამ თემაზე ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარებს, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი თანამდებობა კონკრეტულ მშენებლობას შეეწირა, რომლის შესახებ მასალას ჩვენ უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. ავტ.)

_ არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის გამგეობაში თანამშრომელთა გადანაცვლებები მოხდება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კადრები ერთმანეთს ადგილს გაუცვლიან და ახალი სახეების ხილვის დაპირება დაპირებად დარჩება.

_ საკადრო ცვლილებები ჩემი თვითმიზანი არ არის და ეს მე მოსვლისთანავე აღვნიშნე. თუმცა, საჭიროების მიხედვით, მოსვლიდან ერთ თვეში, იურიდიულ და ზედამხედველობის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ქონების სამსახურში ერთი ახალი კადრი შემოგვემატა, ერთი კომპიუტერული სპეციალისტი ავიყვანეთ. თუმცა, არც ადამიანთა გადაჯგუფებაა ურიგო და ამაზეც ვიფიქრებ.

_ ჩვენი ინფორმაციით, მალე მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნათია კალანდაძეს გაათავისუფლებთ და მის ადგილზე მუზეუმის თანამშრომელს, თეა ბაიაჯანს დანიშნავთ. გვითხრეს ისიც, რომ კულტურის სამსახურის უფროსად მუსიკალური სკოლის დირექტორი, ქეთევან გიორგაძის დანიშვნა გსურთ, ხოლო დოდო მამალაძეს მუსიკალურ სკოლაში გადაიყვანთ...

_ ცვლილებები გაგრძელდება ჩოხატაურში არსებული ადამიანური რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.

_ ქალბატონო ლელა, რამდენიმე დღის წინ, თანამშრომლებთან ერთად ასუფთავებდით ჩოხატაურის ქუჩებს. საინტერესოა, თუ ქუჩები გამგებელმა და ხალხმა უნდა დაასუფთავოს, რაში გვჭირდება დასუფთავების სამსახური? თუ გამგებლის მიერ ქუჩების დასუფთავება პიარია, ხალხისთვის თავის მოწონება და მეტი არაფერი?

_ ეს გახლდათ დასუფთავების აქცია, რომელშიც გამგეობის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა. გამგებელი, ვფიქრობ, თავად უნდა იყოს მაგალითის და არა მხოლოდ დირექტივების მიმცემი. მსგავსი ტიპის აქციებს ხშირად ნახავთ ჩოხატაურში და საქმე საქმისთვის თუ პიარისთვის _ ამაზე მერე ვისაუბროთ. იმ დღეს დაბის ერთი პატარა ნაწილი, ვფიქრობ, იმ ადამიანებმა დაასუფთავეს, რომლებიც აქაურობის გულშემატკივრები არიან.

_ დღეს საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა (საუბარი ჩაწერილია 7 ნოემბერს). რამდენად მზად არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის? გასულ წელს ტექნიკის დროულად მობილიზაცია ვერ მოხდა და ამის გამო ბევრ სოფელს პრობლემა შეექმნა.

_ ზამთრის სეზონისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მზად არის და ვიმედოვნებ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვექმნება.

_ სოფელ შუაფარცხმის წყალსადენზე მინდა გკითხოთ. უხარისხოდ გაკეთებული მილებიდან რამდენიმე დღეა, წყალი გამოდის და როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოები იტბორება. იქვე თქვენი მოადგილეც ცხოვრობს. რატომ ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება?

_ ფარცხმის წყალსადენის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოცხადებულია ტენდერი. პროექტმა გაიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და სამუშაოები მალე დაიწყება.

_ ქალბატონო ლელა, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, იმ გლეხებს, რომლებმაც ჰიბრიდული სიმინდი დათესეს, მაგრამ არ ამოვიდა, ზარალი აუნაზღაურდებათ. თუ იცით, რამდენი ადამიანს აუნაზღაურდება ზარალი ჩოხატაურში და როგორი ფორმით მოხდება ეს _ მხოლოდ თესლის საფასური ჩამოეწერებათ თუ რეალური ზარალის საფასურს მიიღებენ?

_ ამაზე ზუსტი პასუხი ამ ეტაპზე არ მაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი და ჩვენ ამას საჯაროს გავხდით.




 ახალი ამბები
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...
  • "მანდატები დაყარონ, დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ" - ალეკო ელისაშვილიამ წუთებში სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.  „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ," - განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში კობახიძის გადადგომას მოითხოვენეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ გაავრცელა. “ნაცმოძრაობის" წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. პლაკატები კი საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს ოფისთან გააკრეს.   ... ...
  • "უმძიმესი სანახავია!" _ პრემიერი განცხადებას ავრცელებს"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა. პრემიერი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.  "ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - აღნიშნავს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...