ოთარ დანელია: "ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით ნუ მოვეკიდებით"

პოლიტიკა

ოთარ დანელია: "ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით ნუ მოვეკიდებით"

2015 იან 22 18:47:21

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კატალოგის გაკეთებაზე მუშაობს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული ერთეულების, ამ ერთეულებში არსებული ნიადაგების ანალიზის  და კლიმატური პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.

ასევე, სხვა სიღრმისეულ კვლევებზე დაყრდნობით ვაკეთებთ  ერთგვარ სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ რომელ რეგიონში რა კულტურები მოდის და ამ კულტურებიდან რომელს ვუწევთ რეკომენდაციას. ამ კულტურების შერჩევის კრიტერიუმი იქნება რამდენიმე. დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას, რადგან ჯერჯერობით ის, რაც გვაქვს, კატალოგის საბოლოო ვერსია არ არის, _ განაცხადა დანელიამ eugeorgia.info-სთან საუბრისას.

მისივე თქმით სოფლის მეურნეობა ინვესტორებისთვის  მიმზიდველი უნდა გახდეს.

_ ამისთვის არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებაა საჭირო ასეთი რესურსია მაგალითად, თერმული წყალი, რომელიც ენერგეტიკის ძალიან კარგი ჩამნაცვლებელია და რომელიც შეიძლება უქმად იღვრებოდეს.
ახალი ტექნოლოგიები, წვეთოვანი სისტემები და ზოგადად, აგროტექნიკა უნდა მოვიხმაროთ  სწორად იმისთვის, რომ შევძლოთ ნიადაგების სწორად გამოყენება. მაგალითად, შესაძლოა ნიადაგში შევიტანოთ სასუქი, რომელიც ნიადაგს სულაც არ სჭირდება.  ამ ყველაფერს მივყავართ განათლებამდე.  სწორი ინსტრუქციები უნდა გავცეთ, რომ ადამიანებმა სწორად გამოიყენონ თანამედროვე ტექნიკა პრაქტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოწარმოებაც. ეს არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ხელი უნდა შევუწყოთ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჩვენ მასობრივი მწარმოებელი ვერ ვიქნებით  და თურქეთს და ჩინეთს ვერ შევეჯიბრებით. არ ვამბობთ, რომ ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს იაფი, თუმცა, ვამბობთ, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი და აქ არის მთელი ხიბლი: საქართველო  ცნობილია უგემრიელესი ხილით და ბოსტნეულით. ეს ტრადიციაა, რომელსაც გაძლიერება სჭირდება, საქართველო უნდა ვაქციოთ  ამ იმიჯის მატარებლად,  აგროტურიზმი კი საქართველოში ჩამომსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ეს ახალი მიმართულებაა. ახლა იწყება ამ დარგის აღმშენებლობა და დღეს ნულიდან ვიწყებთ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობას. ამიტომ, შეგვიძლია  მეტი აკადემიურობით დავნერგოთ დარგში თანამედროვე სტანდარტები და სიახლეები.
ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტული იქნება  წელს. პროექტები, რომლებსაც რეგიონებში ვახორციელებთ, მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ სახელმძღვანელო, რომელიც ამა თუ  იმ რეგიონის  შესახებ ინვესტორს  სრულ ინფორმაციას მისცემს, ჩვენ კი უფრო მეტი ინტერაქტიულობის საშუალებას.

_ რა ინფორმაცია იქნება ამ სახელმძღვანელოში?

_ აქ იქნება ინფორმაცია რეგიონის მეტეოროლოგიური სტატისტიკის შესახებ,  ნიადაგის მახასიათებლები, რა კულტურებია გავრცელებული ამ რეგიონში, მეცხოველეობის განვითარების და  სახნავ-სათესი მიწების კუთხით არსებული მდგომარეობა. იქნება ინფორმაცია არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ: სად არის ბაღი, სკოლა, ნაგავსაყრელი და ა.შ. ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა  ინვესტიციების განხორციელება არის მიზანშეწონილი.

eugeorgia.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრის ამბობს, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სტატისტიკა ზოგ შემთხვევაში არ იყო ობიექტური:
მაგალითად,  მიწების თაობაზე,  სახნავი რამდენია, საძოვარი რამდენია. აქ ბევრი სირთულეა... ზუსტი ციფრები არ არსებობს. გარდა ამისა, ფაქტობრივ სარგებლობაში არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეიძლება გახდეს ვინმეს ინტერესის საგანი.  ასეთ დროს ადგილობრივ ხელისუფლებას ექმნება პრობლემები. მაგალითად,  ვიპოვეთ  სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწა - ფართობი, სადაც კარგი ბიზნესი შეიძლება რომ განვითარდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას აქვს სარგებლობაში.

_  გარდა ამისა, ალბათ, პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ბევრს  აქვს მიწაზე პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გაცემული საბუთები, ანუ მიწებზე საკუთრების უფლება რეესტრში არ აქვთ დარეგისტრირებული. ამ პრობლემიდან რა გამოსავალს ხედავთ?

_  სამომავლოდ ყველა პროგრამა მიბმული იქნება იმაზე, რომ დავასტიმულიროთ მიწის ის მფლობელები, რომლებსაც რეგისტრაცია აქვთ გავლილი. ეს წაახალისებს მიწების დარეგისტრირების პროცესს.

_ როგორ მოახდენთ ამ  პროცესის სტიმულირებას?

_ თუ არ მოიტანთ ამონაწერს რეესტრიდან, რომ მიწა არის თქვენი საკუთრება, ვერ დაგეხმარებით... ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს მტკივნეული პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალი დღეს არ არსებობს.

_ მიწების გამსხვილებასთან დაკავშირებით რას გეგმავთ? ძალიან დიდ პრობლემად იქცა დარგის განვითარებისთვის ის, რომ მიწები არის პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი. ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ?

_ კოოპერატივებით. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ გადაწყვეტილებამდე თავად წვრილი მესაკუთრეებიც მივლენ. არავის მოუნდება 1 ჰა მიწის მოვლა იმიტომ, რომ არ იქნება მის მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის სტაბილური ბაზარი. კოოპერატივის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპონენტი არის ის, რომ მას აქვს შანსი იაფად მიიღოს ტექნოლოგიები, გაცილებით უფრო მეტად რენტაბელური იყოს  და ჰქონდეს რეალიზაციის სტაბილური ბაზარი, რადგან ის თავად ხდება სტაბილური მიმწოდებელი. ეს არის ის ერთობლიობა, რომლითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ კოოპერატივების განვითარებას  და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება. ისევ მიწებს რომ დავუბრუნდეთ: იდეის დამუშავების დონეზე გვაქვს პროექტი, რომლის თაობაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის   სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას: ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. გარდა ამისა,  გასხვისების ნაწილში შესამუშავებელი იქნება ისეთი ელემენტი, რომელიც მიწის ნასყიდობის მინიმალურ ზღვარს დაადგენს. თუ კითხვა ისმის ასე, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა, რა თქმა უნდა, უნდა გაიყიდოს და ის უნდა მოხვდეს ბრუნვაში, მაგრამ პირობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიწის პროპორციულ  და სწორ გამოყენებას. რაც შეეხება კერძო პირისგან უცხოელზე მიწის გასხვისებას, ამ ნაწილში ჩვენ შევჯერდით კანონპროექტის დონეზე, რომ მინიმუმ 5 ჰა  უნდა შეიძინოს და მაქსიმუმ 20 ჰა, მაგრამ უნდა ჰქონდეს ბინადრობის მოწმობა. თუ მეტის შეძენა სურს, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს იურიდიულ პირად,  რათა მოექცეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მინიმუმ 20 ჰა შეეძლება შეიძინოს, მაქსიმალური ზღვარი კი 200 ჰა არის. თუ 200 ჰა-ს სცდება და აქვს განსაკუთრებული პროექტი, არც ესაა პრობლემა, მაშინ პროექტი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს  განსახილველად. მე ერთხელ უკვე ვუშუამდგომლე ასეთ პროექტს. ეს არის ჰოლანდიელი ბიზნესმენი, რომელმაც სათბური გახსნა სამტრედიაში და თავისი ოჯახიც აქ  ჩამოიყვანა. ასეთი პროექტები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი.

_ შეაფერხა თუ არა ასეთი  პროექტები ვიზების გაცემის წესის გამკაცრებამ?

_ რასაკვირველია, ვიზების საკითხმა გამოიწვია გაურკვევლობა, მაგრამ ეს პრობლემაც გვარდება ელექტრონული ვიზების გაცემის მეშვეობით.

_  შეღავათიანი აგროკრედიტის თემასთან დაკავშირებით ვიცით ბენეფიციარებისგან, რომ სახელმწიფომ შეცვალა პირობები, რომლითაც ბენეფიციარებს პროექტები დაუმტკიცდათ: ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში 2014 წლის ნოემბერში შევიდა, სახელმწიფო 3-კომპონენტიანი დაფინანსების სისტემაში თავის წილს ერთ კონკრეტულ რაიონულ ერთეულში ატევს, ანუ ბენეფიციარებმა 1 მილიონი ლარი უნდა „გაინაწილონ“ და მოხდა ისე, რომ ვისაც მაგალითად პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაუმტკიცდათ,  ნოემბერში შესული ცვლილების შემდეგ, სხვა ბენეფიციარს, ვინც დაფინანსება ნოემბრის შემდეგ მოიპოვა, სახელმწიფოს წილი დაფინანსება უნდა გაუყოს. შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარები,  „დაიჩაგრნენ“ და ბიზნესგეგმები დაეშალათ. რას გეგმავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

 საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ქალაქები ერთმანეთისგან  300 კილომეტრით იყოს დაშორებული. თუ ადამიანს რეგიონი აინტერესებს, საწარმოს,  ან მეურნეობის ერთი რაიონის ნაცვლად მეორე რაიონში განთავსება, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.  გვქონდა ასეთი მაგალითი: ხობში იყო 2 პროექტი. ერთ-ერთი გასცდა სტანდარტს და ბიუჯეტით გადაუსწრო მეორეს. პირადად ჩავედი ადგილზე, ვნახე როგორ მდგომარეობაში იყო ეს ქარხანა. ვნახე, რომ ისინი კეთილსინდისიერად მუშაობდნენ და გრანტის მიღების ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდნენ.  მათ  ჩაერიცხათ ეს თანხაც და ქარხანაც უკვე გაშვებულია ექსპლუატაციაში.
მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ბალანსი: არ შეიძლება ერთ ქალაქში იყოს ყველაფერი. საწარმოები უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ კი არ შევამცირეთ დაფინანსება, არამედ პირიქით, დავამატეთ ის რაიონები, რომელებიც არ მონაწილეობდნენ ამ პროექტებში, მაგალითად, ყაზბეგი.

_ ანუ მაღალმთიანი რეგიონები?

_ მაღალმთიანი  და საზღვრისპირა რეგიონები  ერთ-ერთი ყველაზე  მაღალპრიორიტეტული მიმართულებაა.  ვფიქრობთ სპეცპროექტებზეც, განსაკუთრებული  ლოჯისტიკის ცენტრები გვინდა გავაკეთოთ, რომლებიც  ამ რეგიონებს გამოაცოცხლებს და განავითარებს.

მინისტრმა აგროდაზღვევის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემამ იმუშავა:

დაზღვეული გვაქვს 131 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურა. რაც მთავარია, სისტემამ იმუშავა  და გაჩნდა დაზღვევის კულტურა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. პროექტში 16 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ უფრო მასშტაბური უნდა გავხადოთ ეს  პროექტი მომავალ წელს და ამისთვის სხვა კომპონენტებსაც გავითვალისწინებთ. ყველა მიმართულება იქნება განსაზღვრული და გამოიყოფა 10 მილიონი ლარი იმისთვის, რომ რაღაც ნაწილი დავასუბსიდიროთ  აგროდაზღვევით და კიდევ უფრო მეტი სტიმული გაჩნდეს. გაზაფხულზე ვგეგმავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინსტალაციას,  რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფებიც. მაგალითად, თუ დაზღვევა ხდებოდა 15% ში, დანადგარების დამონტაჟების შემდეგ 15%  უნდა გადაიხედოს.

_ თაფლის ლაბორატორია როდის შეამოწმებს თაფლს ანტიბიოტიკებზე?  ინფორმაცია იყო, რომ  ანტიბიოტიკების ნარჩენებზე  თაფლის შემოწმების  საშუალება გასული წლის ბოლოს უნდა გვქონოდა..

_ თაფლის ლაბორატორია ამუშავდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მარტის ბოლოს, ლაბორატორიის ტენდერი იყო გამოცხადებული. სამუშაოებმა დრო წაიღო. ცალკე თემაა სამშენებლო ტენედერები, ან უხარისხოდ აკეთებენ, ან დროში აგვიანებენ, მერე ჯარიმებზე მიდიან.

_ თუ მუშაობს სამინისტრო ჩვენი პროდუქტების ევროპის ბაზრებზე "ე.წ. პრომოუშენზე", საერთოდ ვინ ქმნის ე.წ.  ლეგენდებს იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზრებზე დამკვიდრდეს,  ვინ მუშაობს  იმ "ისტორიის" შეფუთვაზე, რომელიც პროდუქტს ყიდის. მაგალითად, იციან თუ არა ევროპელებმა ქართული ფუტკრის განსაკუთრებული თვისებების შესახებ?

 ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახლა მუხურის ფუტკრის აღორძინების პროცესზე მუშაობს. ამიტომ, ჯერ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ზრუნავს ასეთ პროექტებზე, ლეგენდაც შექმნა, კანონმდებლობაც შეცვალა და ხელშეწყობის პროექტებიც განახორციელა. ამის შედეგია, რომ წელს ჩვენ გვაქვს ღვინის გაცილებით  მეტი ექსპორტი, ვიდრე  წინა წლებში. ეს არის მოდელი, რომელიც სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომელიც მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. სწორედ ის მუშაობს სტრატეგიების გაწერაზე: რომელი მიმართულება არის პრიორიტეტული, რომელი დარგის განვითარება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი, მაგალითად, იგივე მეცხვარეობის დარგი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი აქვს, რომელსაც დამუშავება სჭირდება, საძოვრების მოწყობა სჭირდება, გადასარეკი ტრასები უნდა მოეწყოს. ეს პროექტიც დაწყებული გვაქვს უკვე.

_ იმპორტის ჩანაცვლებას რაც შეეხება, შეღავათიანი დაკრედიტების პროექტები, რომელიც ამ პროცესის მასტიმულრებელი უნდა იყოს, რამდენად ზრდის შესაძლებლობებს, რამდენად ეხმარება  მთავარ მიზანს?  სტატისტიკა თუ არსებობს? ალბათ იტყვით, რომ 2 წელია, რაც ეს პროცესი მიდის და ნაადრევია მიზნის მიღწევის დინამიკაზე საუბარი, თუმცა იქნებ არსებობს უკვე რაღაც ინდიკატორები?

_ ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით ნუ მოვეკიდებით, იმპორტმაც უნდა მოიმატოს და ექსპორტმაც. აქ საუბარია ბალანსზე.

_ თუმცა,  ვიცით, რომ ამ პროექტის მიზანი იყო თითქმის 90%-იანი იმპორტის საქართველოში ნაწარმოები პროდუქციით ჩანაცვლება...

_ კი, უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ ამისთვის მას კონკურენტუნარიანი ფასი უნდა ჰქონდეს.

_ როგორც ბიზნესპროექსტს, ისე უყურებს ამ შეღავათიანი სესხების პროგრამას სახელმწიფო? ეს ხომ გადამხდელთა ფულით ფინანსდება და ამიტომ ყველას აინტერესებს დეტალურად, სად და რამდენად ეფექტიანად მიემართება თანხები. ანუ, მაგალითად,  პამიდვრის სათბურების დაფინანსება რომ ავიღოთ: ზამთარში ძირითადად იმპორტულ პამიდორს მოვიხმართ, რადგან ადგილზე ის არავის მოჰყავს. ამ დეფიციტის დაბალანსებაზეც არის გათვლილი  პროექტები?

_ ერთი არჩევანია, თურქული პამიდვრის ნაცვლად ვიყიდოთ ქართული პამიდორი და არის მეორე არჩევანი: ვიყიდო ისიც და ისიც, ანუ მქონდეს არჩევანი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დღეს არჩევანი არ გვაქვს და გვინდა თუ არა, ზამთარში "პლასტმასის" პამიდორს მივირთმევთ. პროექტების ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო იმპორტის და ექსპორტის ბალანსი, სალდო. მოლოდინი, რომ ჩვენ გავანულებთ იმპორტს, მცდარია. მაგალითად, თხილს აქვს ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი. ე.ი. უნდა გადავწყვიტოთ - მე იმაზე დავკარგო რესურსი, რომ ვთქვათ 1000 ტონა "იქს" პროდუქცია ჩავანაცვლო, თუ იმაზე, რომ თხილი გავიტანო ექსპორტზე  და "იქსი" კი ვიყიდო. აი, ამ ბალანსზეა საუბარი. ამიტომაც გამოვყოფთ ჩვენ პრიორიტეტულ პროდუქტებს, რომ მათ კომერციული დატვირთვაც ჰქონდეთ ყველა  სხვა დატვირთვასთან ერთად. ერთადერთი, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ რანგში განვიხილავთ, არის სასურსათო უსაფრთხოება, დანარჩენი ყველა უნდა იყოს კომერციულად გამართლებული.

_ აგროპროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბალანსი თუ არის დაცული, მაგალითად, დავაფინანსოთ ჭოპორტის პამიდვრის 3 მეურნეობა, თუ ორი,  რამდენი და რა ჯიშის ვაშლების მეურნეობა?  ამას ვინ საზღვრავს?

_ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ პროექტებს ვარჩევთ. ამ თემაზე ჩვენ გვაქვს ცალკე სქემები, რომელიც უშუალოდ პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე დეტალურ ლოჯისტიკას  მოიცავს. ამ თემაზე მომდევნო შეხვედრის დროს ვისაუბროთ.




 ახალი ამბები
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...
  • "დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული. ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.“, _ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან ... ...
  • "ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს არის ნორმალური, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს და ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ, არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. ისე როგორც გაწერილია კანონში", _ აღნიშნა ლევან ... ...
  • საპენსიო სისტემა საჯარო სექტორში მომუშავე 2 712-მა და კერძო სექტორში 433-მა ადამიანმა დატოვა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს  მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა. „747 774 ადამიანია სულ სქემაში გაწევრიანებული. საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ორივე სექტორში მათი რაოდენობა არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“,- აღნიშნა სურგულაძემ. მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეიძლება მოუნდეთ სქემიდან გასვლა არის 294 852 ადამიანი. „სულ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სისტემიდან გასვლის უფლება არის 294 852 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში არის 228 006 მონაწილე, საჯარო სექტორიდან რჩება -78 047 ადამიანი, ხოლო ორივეში მომუშავე არის 11 201 ადამიანი“,- აღნიშნა სურგულაძემ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა. „ამ ეტაპზე სულ გასული ადამიანების უნიკალური რაოდენობა გახლავთ 2915 ადამიანი, აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების არის 230 ადამიანი“, - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...