"წარმოიდგინეთ ცინიზმის დონე, თუ ნეჯადი და სააკაშვილი ბუშის ქუჩაზე გაისეირნებენ"

პოლიტიკა

"წარმოიდგინეთ ცინიზმის დონე, თუ ნეჯადი და სააკაშვილი ბუშის ქუჩაზე გაისეირნებენ"

16 ნოე. 2011, 06:11:23
არაერთ ექსპერტს გამოუთქვამს მოსაზრება ისლამური სამყაროს გაერთიანების პერიოდის მოახლოებასთან დაკავშირებით, არანაკლებ ბევრს საუბრობენ ისლამიზაციის მძლავრ ექსპანსიაზეც. ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა იმ ქვეყნისთვის, რომლის სამეზობლო სარტყლის დიდ ნაწილს ისლამის მიმდევარი მოსახლეობა წარმოადგენს.

"გურია ნიუსი" ისლამის საკითხებში ექსპერტს, სოსო ზაალიშვილს ესაუბრა. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას.

_ რა ხდება დღეს რეალურად ისლამურ სამყაროში?

_ მსოფლიოში ერთიანი ისლამური ერის ჩამოყალიბებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ისლამური სამყარო გაერთიანებას აპირებს. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებშიც ნათლად ჩანს. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ლიბიაში, ეგვიპტეში, სირიაში, ალჟირში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავღანეთში, პაკისტანში, ერაყში, მიმდინარე მოვლენები.

თითქოს ისლამური სახელმწიფოები ერთ მნიშვნელს ეძებენ, რათა მოხდეს ისლამური სამყაროს გაერთიანება. ასევე საგულისხმოა, რომ ყურანის თანახმად, არ არსებობს ცალკეული ისლამური ერები. მიუხედავად იმისა, რომ ლიბიაში კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატომ მონაწილეობა მიიღო, დღეს ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერებიც აღიარებენ, რომ მათ ხელი შეუწყვეს ლიბიაში ისლამისტური ძალების მოსვლას. იგივე პროცესებია ეგვიპტეშიც _ დიქტატორის დამხობის შემდეგ, იქაც ყველაზე მეტი პოპულარობით ისლამური საძმო სარგებლობს და მათ შეიძლება არჩევნებიც მოიგონ. გასაკვირია ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება _ მან თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ძალა გაიმარჯვებს ეგვიპტეში, თუ მას ხალხი აირჩევს. ფაქტობრივად, მან მხარი ისლამისტურ ძალებს დაუჭირა. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ქალბატონ კლინტონს, შარიათის ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?

საქართველოსთვის ყველაზე მეტად საინტერესო თურქეთსა და ირანში მიმდინარე ანალოგიური პროცესებია. ან ისლამისტური ძალები მოდიან ქვეყნის სათავეში, ან ძალები, რომლებიც უკვე ხელისუფლებაში არიან, ნელ-ნელა ხდებიან ისლამისტები. ამის ბრწყინვალე მაგალითი თურქეთის პრემიერი ერდოღანია. მან მოიგო არჩევნები, დაშალა საბჭოები და დღეს უკვე თურქეთი გამალებული ნაბიჯებით მიემართება შარიათისკენ. თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ირანში, ყველამ კარგად ვიცით _ იქ სხვა რელიგიის აღმსარებლობის გამო, შეიძლება ჩამოგახრჩონ კიდეც. ისლამი იწყებს გაერთიანებას და ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია ირანსა და თურქეთს შორის დამთბარი ურთიერთობები და მათი უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელისადმი.

_ რა მდგომარეობაა ისლამურ და არაისლამურ სამყაროებს შორის?

_ არაისლამური სამყარო ახლა ორ ნაწილად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ ისლამი თავის თავში საფრთხეს ატარებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეიძლება მოლაპარაკება და თანაცხოვრება. ეს უკანასკნელები ცდილობენ, მოლაპარაკებებზე წავიდნენ ისეთ ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ალ ქაიდა, ისლამური საძმო, ჰამასი, ჰესბოლა. არსებობს მონაცემები, რომ ირანის პრეზიდენტი აჰმედი ნეჯადი ტერორისტია და მას მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმაში, მაგრამ მასთან მოლაპარაკებები მაინც იმართება.

აქედან გამომდინარე, მსოფლიოში მიდის ერთგვარი დაპირისპირება, თუ რომელი გზა აირჩიონ: მისცენ ისლამურ სამყაროს ერთიანი ხალიფათის შექმნის შესაძლებლობა თუ ხელი შეუშალონ ამ პროცესს. ისინი, რომლებიც ხალიფათის შექმნის იდეას ემხრობა, მიიჩნევენ, რომ ხალიფათის შექმნის შემდეგ, ისლამი ექსპანსიას შეაჩერებს. ხოლო ისინი, რომლებიც ისლამს არამშვიდობიან რელიგიად მიიჩნევენ, ფიქრობენ, რომ თუ არ მოხდა ისლამური ექსპანსიის შეჩერება, იგი მსოფლიო ცივილიზაციის ნგრევას გამოიწვევს. მე ამ უკანასკნელ პოზიციას ვიზიარებ. სწორედ ამიტომ არის ამდენი ტერორისტი და თვითმკვლელი შაჰიდი ამ რელიგიის მიმდევარი.

_ ეს თქვენი პოზიციაა და მხოლოდ თქვენს თვალსაზრისს გამოხატავს. ისლამურ ცივილიზაციას არ ახასიათებს ერთი გამოკვეთილი ცენტრალური სახელმწიფო. ეს ხომ არ შეუშლის ხელს ისლამის გაერთიანებას?

_ ისლამში არსებობს 3 მიმდინარეობა: შიიზმი, სუნიზმი და ვაჰაბიზმი. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ამ მიმდინარეობის გაერთიანება. უფრო სწორად, სახელმწიფო დონეზე შიიტების და სუნიტების გაერთიანება არსებობს, რაც ირანისა და თურქეთის დაახლოებითაც გამოიხატება. ასე რომ, ისინი რეგიონში ფუნქციებს მშვენივრად გადაინაწილებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთმა და ირანმა დადეს სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულება ქურთების წინააღმდეგ. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ავტომატური ხელშეკრულება დაიდება ისრაელის და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც ისრაელს დაუჭერს მხარს. ამასთანავე, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თუ თურქეთმა მხარი დაუჭირა ირანს, ნატო ამ კონფლიქტში ვერ ჩაერევა.

_ რა პრობლემები შეიძლება მოსდევდეს ისლამიზაციის პროცესს ზოგადად და რა მდგომარეობაა ამ მხრივ კავკასიაში, საქართველოში?

_ ტერორიზმის, ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსიის უდიდესი საფრთხე ახლავს თან ისლამიზაციის გავრცელებას.

კავკასიაში, ჩვენ ირგვლივ, მთელი ისლამური სარტყელია შექმნილი, ჩვენი მეზობლების უმრავლესობა ისლამის მიმდევრები არიან. აზერბაიჯანელები მისდევენ სეკულარულ ისლამს, მაგრამ სინამდვილეში აზერბაიჯანში ძალიან მყიფე მდგომარეობაა _ ისინი შიიტები არიან, ხოლო იქვე სუნიტი ლეკები ცხოვრობენ. ამიტომაც მათ შორის დაპირისპირებაც არაა გამორიცხული.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რასაც ისლამისტები სთხოვენ მას. უამრავი ფინანსები შემოდის და თეთრდება საქართველოში, იხსნება ირანული და აზერბაიჯანული ბანკის ფილიალები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორისტულ ირანს საქართველო ფინანსურად ეხმარება. ამიტომაც, ჯერჯერობით, მათ პრეტენზიები არ გააჩნიათ და, შესაბამისად, საქართველოს ტერორისტებისგან საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, თურქებმა მოითხოვეს მეჩეთების მშენებლობა და ჩვენ ამაზეც დავთანხმდით. ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ისლამური სამყაროს მეგობრად განვიხილებით, მეორე მხრივ კი ქართული ჯარი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

_ თქვენ ხართ ორგანიზაციის STOP ISLAMIZATION OF GEORGIA-ს დამაარსებელი. რამ განაპირობა ამ ორგანიზაციის დაფუძნება?

_ ორგანიზაცია STOP ISLAMIZATION OF AMERICA-ს ხელმძღვანელები არიან ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი პამელა გელერი და ისლამის, ტერორიზმის ექსპერტი დევიდ სპენსერი. ამერიკაში ამ მხრივ ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, რადგანაც ბევრმა ამერიკულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ისლამის მიმდევრები შარიათის კანონების მიხედვით გაესამართლებინათ. ანალოგიური ორგანიზაცია არსებობს ევროპაშიც და ჩვენც შევქმენით საქართველოში STOP ISLAMIZATION OF GEORGIA.

საქართველოში მიმდინარეობს ისლამიზაციის მძლავრი ექსპანსია, მათ შორის ეკონომიკური ისლამიზაციაც. თუ თქვენ გაივლით ბაზარში, ნახავთ, რომ ისლამური ქვეყნებიდან შემოდის ნებისმიერი პროდუქტი. ეს იქნება ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ე. ი. მთელი ფული, რაც შემოდის დასავლეთიდან, იხარჯება ისლამური პროდუქციის შესყიდვაზე. თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, ბიზნესმენს შეუწყოს ხელი და მათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანონ პროდუქცია, თუმცა სპეციალურადაა ისეთი საკანონმდებლო ბაზა შექმნილი, რომ ბიზნესმენებს გაუადვილდეთ ისლამური ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანა.

_ საქართველოს დასავლეთის მოკავშირის იმიჯი აქვს, თუმცა, ამავდროულად, ირანთან უვიზო რეჟიმია დაწესებული.

_ ეს კიდევ ერთი პარადოქსია. საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება უვიზო რეჟიმი ირანთან, არც ირანის მოქალაქისთვის წარმოადგენდა დიდი სირთულეს საქართველოში შემოსვლა. მას თავისუფლად შეეძლო მიეღო ვიზა და შემოსულიყო საქართველოში უპრობლემოდ. უვიზო რეჟიმი სჭირდება იმ ხალხს, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე ისე უნდა შემოსვლა, რომ არ დაფიქსირდნენ. ვინ არიან ასეთი ხალხი? რა თქმა უნდა, ტერორისტები. ამასთანავე, საქართველოში არ არსებობს ტერორისტულ ორგანიზაციათა სია, ანუ საქართველოში ჰესბოლა და ჰამასი არ ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციებად. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტი აჰმედი ნეჯადი დაპატიჟა საქართველოში. რა ცინიზმი იქნებოდა, როდესაც იგი გაისეირნებდა საქართველოში ბუშის ქუჩაზე! უვიზო რეჟიმით ძალიან ძნელი იქნება ტერორიზმის ალაგმვა.

თანაც, როდესაც ნატოში გინდა შესვლა და ირანთან უვიზო რეჟიმს ამყარებ, ნატოში შესვლისთანავე გამოიწვევ ირანის განრისხებას. საკმარისია ერთი პირობა არ შევუსრულოთ ისლამურ სახელმწიფოებს, რომ საქართველო გადაიქცევა ტერორისტული აფეთქებების არეალად. ეს პირობები კი კიდევ უფრო გამკაცრდება. საფრთხე ემუქრება საქართველოს თავდაცვით უნარიანობას.

_ თქვენ "ეკონომიკური ისლამიზაცია" ახსენეთ...

_ მთელს მსოფლიოში შემოსული ხალხი არალეგალურად მუშაობს. ჩვენთან პირიქითაა _ ქართველ მუშას თუ 500 ლარს უნიშნავენ ხელფასს, თურქი იგივე სამუშაოში 5 000 ლარს იღებს. ეს, შესაბამისად, განაპირობებს სამუშაო ადგილების დეფიციტს. ესეც ერთგვარი ელიტარული კორუფციის სქემაა, რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს კავშირი დაიჭიროს უცხოურ მშენებლებთან და მუშახელთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ რაღაც შავი ფულის გათეთრება ხდება. ეს კარგ შედეგს ნამდვილად არ მოიტანს.

_ თუ კი მიმდინარეობს რეგიონში, როგორც თქვენ ამბობთ, ისლამიზაციის ექსპანსია, როგორ უნდა მოვახერხოთ მისი შეჩერება?

_ ისლამიზაციის ექსპანსიის შეჩერება უნდა მოეხდინა ხელისუფლებას. მათ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი უნდა დაემყარებინა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი, რომელიც, ჩვენ, როგორც მოკავშირე, დავკარგეთ. მართალია, ამის აღიარება 26-საუკუნოვანი მეგობრობის გამო არც ერთ მხარეს არ გვინდა, მაგრამ ისრაელი ჩვენი მოკავშირე აღარ არის _ იქ საქართველო უკვე ტერორისტული ქვეყნების სიაში შეჰყავთ.

საქართველო წარმოადგენს ერთგვარ საკვანძო ადგილს, სადაც უნდა შეჩერდეს ევროპის ისლამიზაცია. ამ ისტორიული ფუნქციის დაბრუნებით, საქართველო შესაძლოა ჩაებას მსოფლიო თანამეგობრობის ფერხულში. სწორედ ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს მსოფლიო თანამეგობრობაში არსებობის აუცილებლობა. საქართველოს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მისია _ შეაჩეროს ჯერ საკუთარი და შემდეგ ევროპის ისლამიზაცია.




 ახალი ამბები
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...
  • რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდებაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ კონსპირაციების წყაროდ ქართულ მედიაში ამჟამად რუსი ექსტრასენსი, ანატოლი კაშპიროვსკი მოგვევლინა, რომლის მიმართვა  ვლადიმერ პუტინისადმი ქართულმა მედიაგამოცემებმა For.ge, Resonancedaily.com და Primetime.ge გამოაქვეყნეს. ინფორმაციაში, რომელიც მედიებმა კაშპიროვსკის სიტყვებით “დაიწყება უფრო საშინელი რამ” დაასათაურეს ექსტრასენსი კორონავირუსის პანდემიას გათამაშებულს უწოდებს და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე. მისივე თქმით, კორონავირუსის ჩავლისა და ვაქცინაციის შემდეგ „ადამიანების საყოველთაო მოკვდინება“ დაიწყება და ამ პროცესში ბილ გეიტსი მონაწილეობს: მტკიცება, თითქოს მასობრივი ვაქცინაცია ადამიანთა მასობრივი  სიკვდილიანობისკენ არის მიმართული და ამ პროცესში ჩართულია ბილ გეიტსი, კონსპირაცაა. წყარო: Myth ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობს17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად  რეგისტრაცია  ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge  შეფერხებით მიმდინარეობს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ,  ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად  დარეგისტრირებითაა განპირობებული. „სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა. შეგახსენებთ, რომ  დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge  და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს • „ლიბერთი ბანკის" ფილიალებს”,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...