განმუხურის ბანაკიდან 18 კოტეჯი გაქრა _ დოკუმენტები, რომლებიც სამინისტრომ ვერ წარადგინა


პოლიტიკა

განმუხურის ბანაკიდან 18 კოტეჯი გაქრა _ დოკუმენტები, რომლებიც სამინისტრომ ვერ წარადგინა

5 თებ. 2015, 19:01:19

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

დასკვნის თანახმად, სამინისტროს ბალანსი არასწორად ასახავს ფულად სახსრების ანგარიშს, კერძოდ „სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიშის გახსნისა და კორპორაციული ბარათების დამზადების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის N92 ბრძანების საფუძველზე სამინისტროსთვის გახსნილია ანგარიში და დამზადებულია კორპორატიული ბარათი.

2013 წლის 31 დეკემბრისათვის აღნიშნულ ანგარიშზე ირიცხებოდა ნაშთი 2,950.78 ლარი, რომელიც ბალანსში ფულადი სახსრების ანგარიშზე არ არის ასახული.

სამინისტროს ბალანსი არარეალურად ასახავს გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებს (ძირითად აქტივებს), რადგან ბალანსში 2013 წლის 1 იანვრისთვის და 2013 წლის 31 დეკემბრისთვის არ არის ასახული შესაბამისად, 7,828,810.86 ლარის და 5,801,937.44 ლარის ღირებულების არაფინანსურ აქტივები, კერძოდ - ხელოვნურსაფარიანი და ასფალტაფარიანი მოედნები და ე.წ. „პატრიოტული ბანაკების“ ინფრასტრუქტურა, რომელიც სამინისტროს შექმნამდე (2010 წლის პირველ ივლისამდე), არაფინანსური აქტივების მუხლით ირიცხებოდა ყოფილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბალანსზე, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნის შემდეგ, აღნიშნული ქონება ასახულია ბალანსგარეშე ანგარიშზე.

"უნდა აღინიშნოს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ყოფილი დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემასთან დაკავშირებით მიმართა (წერილი N03-11/32 13.07.2010წ.) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპასუხო წერილის შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 30 სექტემბრის N03-11/612 წერილით წარადგინა ყოფილი დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რის შემდეგაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყო მოძრავი ქონების გადაცემა მისი არსებობის ვადით (წერილი#15/2053/3-10 01.11.2010წ.), ხოლო უძრავი ქონების გადაცემის უზრუნველსაყოფად მოითხოვა აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების წარდგენა.

სამინისტრომ, იმის გათვალისწინებით, რომ ლიკვიდირებულად გამოცხადებული დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების დიდი ნაწილი (ხელოვნურ და ასფალტსაფარიანი მოედნები) დისლოცირებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და წარმოადგენს მუნიციპალური დანიშნულების ობიექტებს, ხოლო ყოფილი პატრიოტული ბანაკები აღარ ფუნქციონირებს, მიზანშეწონლად არ მიიჩნია აღნიშნული ობიექტების აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების მომზადებაზე საბიუჯეტო ხარჯების გაწევა.

კერძოდ საკითხი ეხებოდა 10,014,250.00 ლარის უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების დოკუმენტაციის მომზადებას. სამინისტროს მიერ დარღვეულია "სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო ორგანომ რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება“, _ წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

2013 წელს, სამინისტომ ადგილობრივ თვითმმართველობებთან კონსულტაციების შედეგად დაადგინდა სამინისტროს ბალანსის საცნობარო მუხლში ასახული რამდენიმე ხელოვნურ და ასფალტსაფარიანი მინიმოედნის მუნიციპალიტეტებისადმი კუთვნილება (რეესტრიდან ამონაწერების საშუალებით), ასევე კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, სამინისტროს უშუალო მონაწილეობით 2013 წელს განხორციელდა მინიმოედნების ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაში რეგისტრაცია.

2013 წელს სულ გადაცემულია 1,575,469.26 ლარის ქონება, რის შემდეგაც ამ მოედნების ღირებულება მოიხსნა ბალანსგარეშე ანგარიშიდან.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრომ მხოლოდ 2013 წელს დააზუსტა ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტიდან 2010 წლის პირველი ივლისს მიღებული ბალანსგარეშე ანგარიშებზე რიცხული უძრავი ქონება - ხელოვნურსაფარიანი მოედნების: NB112.03371 ანგარიშზე - 1,903,525.77 ლარის; NB112.03390 ანგარიშზე - 937,611.75 ლარის და NB112.03391 ანგარიშზე - 1,722,660.00 ლარის ქონების დასახელება და ღირებულება. დაზუსტების შედეგად გამოვლინდა, რომ 451,404.16 ლარის თანხა დარჩა გაუნაწილებელი ისე, რომ მას არ შეესაბამება აქტივის დასახელება. აღნიშნული თანხა 2013 წლის 31 დეკემბრისთვის ირიცხება გარესაბალანსო „ხელოვნურ საფარიანი მოედნების კორექტირების“ NB113 ანგარიშზე. აგრეთვე, აღნიშნული უძრავი ქონების ჩამონათვალში ასახულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2009 წლიდან რიცხული პატრიოტული ბანაკის ქონება (18 ერთეული კოტეჯი და ბანაკის დამხმარე ინფრასტრუქტურა, სულ 925,299.0 ლარის ღირებულების), რომელიც ირიცხება სამინისტროს ბალანსზე საცნობარო მუხლების შემდეგ ანგარიშებზე: შენობა-ნაგებობები და სპორტული მოედნები (ანგარიში B11203141) - ნარჩენი ღირებულებით - 617,500.00 ლარი; 18 კოტეჯი (ანგარიშები B11203162 - B11203179) - ნარჩენი ღირებულებით - 307,799.00 ლარი.

უდიტის სამსახურის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, აღნიშნული ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ განმუხურის ბანაკის ინფრასტრუქტურა და  ერთეული კოტეჯი ადგილზე არ აღმოჩნდა..

(საკითხი ასახულია აუდიტის ანგარიშის საიდუმლო ნაწილში).

"2010 წლის 29 სექტემბრიდან, სამინისტროს ბალანსის ძირითადი აქტივებში 2013 წლის 31 დეკემბრის მდგონარეობით ირიცხება სამინისტროს არსებობის პერიოდში შექმნილი „ანაკლიის ბანაკი პროექტის ჩათვლით“ (N2119.1.00216 ანგარიშზე) - 2,800,000.00 ლარის ნარჩენი ღირებულებით და ორი კოტეჯი (N2112.00214 და 2112.00215 ანგარიშებზე) - 19,062.34 ლარის ნარჩენი ღირებულებით, რომლებიც სამინისტროს სახელზე დარეგისტრირებული არ არის, რითაც დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დათვალიერების შედეგად, ანაკლიის ბანაკის ორი ერთეული კოტეჯი ადგილზე არ აღმოჩნდა.“ _ წერია დასკვნაში.

სამინისტროს განმარტებით სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ 2011 წლის 10 მაისს შპს „ვიაიპი დენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ანაკლიის ორი კოტეჯის და სქურის ბანაკის სამი კოტეჯის (37,439.10 ლარის ღირებულების) დაშლილი მასალისგან ააშენა ერთი კოტეჯი ანაკლიის ბანაკის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობის ხარჯებმა შეადგინა 19,151.24 ლარი.

ზემოთ აღნიშნული ოპერაციები (5 კოტეჯის დაშლა და დაშლილი მასალისგან ერთი ახალი კოტეჯის აშენება) სამინისტროს ბუღალტერ აღრიცხვაში ასახული არ არის. ე.ი. ბალანსში არასწორად არის ასახული არაფინანსურ აქტივებში რიცხული ანაკლიის 2 ერთეულ კოტეჯი - 19,062.34 ლარის ღირებულებით და საცნობარო მუხლში ასახული სქურის ბანაკის 3 ერთეულ კოტეჯი - 37,439.10 ლარის ღირებულებით.

2011 და 2012 წლებში უძრავი ქონების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ხოლო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის #01/774 ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით განხორციელებული ინვენტარიზაციის აქტში განმუხურის ბანაკის ინფრასტრუქტურა და 18 ერთეული ხის კოტეჯი - სულ 925,299.00 ლარის ღირებულების ქონება, დანაკლისად არ არის დაფიქსირებული.

საინვენტარიზაციო კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის N1 ოქმში აღნიშნულია, რომ „2009 წელს მოწყობილ განმუხურის პატრიოტულ ბანაკთან დაკავშირებით საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან“, კონსულტაციების გამართვის შესახებ რაიმე დოკუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვერ წარადგინეს.

ასევე, ინვენტარიზაციის მასალებში არ რის დაფიქსირებული ანაკლიის და სქურის ბანაკების 5 ერთეული კოტეჯის დაშლილის და დაშლილი მასალისგან აშენებული ერთი ახალი კოტეჯის არსებობის ფაქტი.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. აუდიტის დასკვნაზე უწყება კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდის.



 ახალი ამბები
  • ჯო ბაიდენი: “…როცა საკითხებზე დებატები (საქართველოს) პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში!““თ "თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“, _ ასე მიმართა ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2009 წლის 23 ივლისს. მაშინ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკვე მეორედ იყო სტუმრად საქართველოში. როგორც ვხედავთ, 12 წლის შემდეგაც ეს გამოწვევები კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის. ფოტო: ... ...
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....