ქართველი პარლამენტარების მარცხი "არათანაბარი პირობების" გამო

პოლიტიკა

ქართველი პარლამენტარების მარცხი "არათანაბარი პირობების" გამო

2015 თებ 8 14:11:27

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტთაშოსისო საფეხბურთო ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს გუნდმა უნგრეთის წარმომადგენლებთან არათანაბარი პირობების გამო, 5:1 ანგარიშით დათმო.

"როგორც თამაშის წინ გაირკვა, უნგრეთის საფეხბურთო გუნდი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ყოფილი პარლამენტის წევრებით, ერთ-ერთი ქალაქის მერით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჩამოვიდა.

აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ, ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორების პატივისცემის გამო, სათამაშო მოედანზე მაინც გავიდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს აღნიშნული ფაქტის გამო და აღნიშნეს, რომ ტურნირის სახელწოდებიდან და სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე, საფეხბურთო გუნდი მხოლოდ მოქმედი პარლამენტის წევრებით იქნა წარმოდგენილი", _ აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს გუნდს თამაში ყოფილ ფეხბურთელებთან მოუწია, 13 მოთამაშიდან 7 არ გახლდათ დეპუტატი, რამაც გუნდები არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მატჩის შედეგზეც აისახა“, - განაცხადა საქართველოს გუნდის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.

უშუალოდ საფეხბურთო თამაში მეგობრულ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა კანონმდებლებმა უნგრეთის მხარეს გამარჯვება მიულოცა და ფინალურ მატჩში წარმატებები უსურვა. საქართველოს საპარლამენტო გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გაიტანა.

ტურნირის დებულების შესაბამისად, ქართველი კანონმდებლები მესამე ადგილისთვის ხვალ პოლონეთის საფეხბურთო გუნდს ეთამაშება, რომელმაც თავის მხრივ, პენალტების სერიაში მატჩი თურქეთის გუნდთან 5:3 დათმო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უნგრეთის გუნდის მსგავსად, პოლონეთის წარმომადგენლობაც, მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან არ არის დაკომპლექტებული.

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირები თურქეთის რესპუბლიკაში რამდენიმე წელია ტარდება, ქართული მხარე კი, წელს პირველად ჩაერთო აღნიშნულ ასპარეზობაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტურნირებში ქართველი დეპუტატები წინა მოწვევების პარლამენტის დროს აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.

ქართველი კანონმდებლის შეფასებით, მსგავსი სპორტული ღონისძიებები საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპარლამეტთაშორისო ურთიერთობებს. პარლამენტის წევრებს საშუალება ეძლევა, უფრო ახლოს გაიცნონ მათი კოლეგები და გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მეგობრული ურთიერთობები სპორტული თამაშების დროსაც ჩამოაყალიბონ.

ფინალისტი გუნდები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან. ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილე საპარლამენტო გუნდები ჯგუფურ ფოტოსაც გადაიღებენ.

პარლამენტის წევრები საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდებიან.




 ახალი ამბები
  • ფანჩატურში ახალი სკამი გაჩნდაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს _  ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა. ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი. სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.  “მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ... ...
  • გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე, გიორგი ჩხაიძეს დავით ცერვაძე ჩაანაცვლებს ცერცვაძე გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს წლების წინ ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან დღემდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს "სატისის" დირექტორია. ცერვაძის დანიშვნის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკა გალდავამც დაუდასტურა. გალდავამ, ასევე, დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ კომპანიის გურიის სერვისცენტრში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც ... ...
  • „თიბისი ბანკთან“ ასეთი სახის ურთიერთობა ეკონომიკას დააზარალებს“_ გია ჯანდიერი“ხელისუფლების მხრიდან ისეთ ბანკთან, როგორიც „თიბისია“ ასეთი სახის ურთიერთობა ქართული ეკონომიკისთვის და თავად „თიბისი ბანკის“ მომხმარებლებისთვის ძალიან ცუდია, რადგან მიმდინარე პროცესები „თიბისი ბანკსა“ და ეკონომიკას დააზარალებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“  „ახალი ეკონომიკური სკოლა_საქართველოს“ დამფუძნებელმა გია ჯანდიერმა.     მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ისეთ რისკზე არ წავიდოდა, რაც კანონს უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.  „ვნახოთ, მომავალში პროცესები როგორ განვითარდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ეჭვები არსებობს იმის შესახებ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული, მაგრამ „ეროვნული ბანკი“ ისეთ რისკებზე არ წავიდოდა, რაც კანონის უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, _  აღნიშნა ... ...
  • გურული მონადირეების საპროტესტო შეკრებადღეს, თორმეტი საათისთვის მერიის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში ნადირობის მოყვარულმა გურულებმა მორიგი, წინასწარ დაანონსებული  აქცია გამართეს და ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლითაც მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობა ეკრძალებათ. გარდა ნადირობისა, აქციაზე შეკრებილებმა, პარკის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის მოპოვების მხრივ შექმნილ პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არალანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართობზე  კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ნადირობის მოყვარულებს.  „სამინისტრომ თითქოს მოლაპარაკების გზა არჩია ჩვენთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც  ექვსი თვე მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი მაინც ვერ დაიდო. ჩვენ ვითხოვთ დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი და ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება; განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით, საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე;  მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის, ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები;  გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას. ჩვენი ეს მოთხოვნა სოციალური ქსელის საშუალებითაც გავავრცელეთ რამდენიმე დღის წინ.  მთავრობის წარმომადგენლები  მოლაპარაკებების დროს კატეგორიულები არიან და დაცული ტერიტორიის  საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობენ. ამ ტერიტორიას სანადიროდ მარტო ადგილობრივები იყენებენ, აქ სანადიროდ ჩამოდიან ჩოხატაურიდან, ოზურგეთიდან, აჭარიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან. ამ დროს კი მთავრობა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებმა  ავდგეთ და თოფები ჩავალაგოთ. მიდა ვთქვა, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც აქამდე გვქონდა მთავრობასთან, არ იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ეს პრობლემა სამართლებრივი გზით მოგვარდება. გვეუბნებიან, მკაცრი ზონის საზღვრებს ვერ შევცვლით, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვერ დავუშვებთ ნადირობას და საერთოდ, უარს ამბობენ  კანონში ცვლილების შეტანაზე. თუკი ეს მოლაპარაკებები მთავრობასთან ისევ გაგრძელდება, მაშინ კეთილი ინებონ და ეს შეხვედრა საჯარო გახადონ, ღია ეთერის საშუალებით, რომ ყველამ დაინახოს რეალურად რას გვთავაზობენ“, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან პატარაიამ. აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შემდგომში სწორედ პატარაია იქნება მათი ინტერესების გამომხატველი კომისიაში, რომელიც  კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილია და მოლაპარაკებებს აწარმოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შეხვდა და გადაწყდა, რომ მონადირეების ჯგუფთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, სადაც მოხდება  მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საკითხების ... ...
  • “მთელი ნასაკირალი გლოვობს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. 19 წლის ნათია ართმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდან იყო. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმში გააგრძელა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. “მთელი ნასაკირალი გლოვობს, ყველანი დამწუხრებულები ვართ. წუხელ, გვიან გადმოასვენეს ნათია მშობლიურ დაბაში.  წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო", _  გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესო ქათამაძემ. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ნათია გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე იყო. “სკოლაში ძალიან აქტიური და წარჩინებული მოსწავლე იყო. პირველივე წელს ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ყველანი გაოგნებული და დამწუხრებულები ვართ“, _ თქვა ზაზა ცეცხლაძემ. ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე არავინ საუბრობს. “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ნათია მეგობართან ერთად მტირალას მთაზე აპირებდა ასვლას, გზაში კი ავტოავარია მოხდა. ნათია ჰყავს დედა, მამა და ერთი და. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...