ირაკლი ალასანია: „ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა ვართ“

პოლიტიკა

ირაკლი ალასანია: „ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა ვართ“

2015 თებ 14 21:49:56

ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე სულ უფრო აქტიურად მიდის საუბრები და ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები მოვლენების ასეთი განვითარებისთვის გარკვეულწილად სამზადისში არიან. 
გურიაში „თავისუფალი დემოკრატების“ სტუმრობაც ამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, პარტიის ლიდერი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სიტუაცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე არ მივა.

_ სხვადასხვა რეგიონებში „თავისუფალი დემოკრატების“  მოსახლეობასთან შეხვედრები მიზნად ისახავს, პრობლემების სწორ იდენტიფიკაციას და  პრიორიტეტების განსაზღვრავს. ვსწავლობთ ამ ეტაპზე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი შემდგომი ჩამოსვლისას,  მოსახლეობას შევთავაზოთ პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა.

ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები პრაქტიკულად უფუნქციო და ქმედითუუნაროა.  ამიტომ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ იგი ქმედითუნარიანი, როგორ გავხადოთ ეფექტური ზოგადად რეგიონული პოლიტიკა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის.

მეორე, რაზეც აქცენტს ვაკეთებთ, უმუშევრობის პრობლემის დაძლევაა, რაც უნდა მოხდეს მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხარჯზე. აი, ამ ხედვებს წარმოვუდგენთ სრულად შემდგომ შეხვედრებზე მოსახლეობას.

_ ხომ არ გეგმავთ რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურულ ცვლილებებს და თვლით თუ არა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს?

_  ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და ვთვლით, რომ იგი უნდა ჩატარდეს თავის კონსტიტუციურ ვადებში, მაგრამ ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზადებაში გააზრებული გვაქვს მოვლენების ასეთი განვითარებაც  და ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია პარტიული სტრუქტურების სწრაფი რეორგანიზაცია.

პარტია   ახალი და რაც მთავარია, კომპეტენტური წევრებით უნდა გავაძლიეროთ. მნიშვნელოვანია, სისტემის ეფექტურად და სწორად აწყობა. ჩვენთან  უკვე არიან ახალი სახეები, ერთ-ერთი მათგანია თამუნა კეკენაძეც, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა, დაუბრუნდა თავის ქვეყანას და სწორედ მასთან ერთად ვაპირებთ პარტიის რეგიონული სტრუქტურების აწყობას.

_ თქვენი აზრით, ვის სურს დღეს ვადამდელი არჩევნები და ეს ხომ არ არის შანსი, ამ ბოლო დროს გააქტიურებული პრორუსული ძალებისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად?

_ მე ამას ასეთ ცალსახა შეფასებას ვერ მივცემდი. ზოგს ადრეული არჩევნები იმისთვის უნდა, რომ ხედავს ქვეყანა ღრმა კრიზისში შედის. ზოგადად დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი სიტუაცია ნიშნავს ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას და  იმედი მაქვს აქამდე საქმე არ მივა. ცხადია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით წელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და ეს აღიარა კიდეც საქართველოს მთავრობამ. ბუნებრივია, 5%-იანი  ზრდის მაჩვენებელი, რაც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა, არასწორია, ამიტომაც გარკვეული ძალა გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს.  ჩემი გადმოსახედიდან სწორი იქნება,თუ  არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება. რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, უკვე წელიწადზე მეტია აქტიური მუშაობა მიდის რუსეთის მხრიდან, რომ დააფინანსოს და ხელი შეუწყოს პრორუსული მიმართულების არასამთავრობოების სტრუქტურირებას, პოლიტიკური  ორგანიზაციებისაც მათ შორის. მათი პროპაგანდის ნაწილია სწორედ, მოსახლეობაში გააჩინონ უიმედობის ფონი დასავლური ღირებულებებისა და ორიენტაციის მიმართ. ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი დემოკრატიული საზოგადოებაა. რუსეთი კი რისი გარანტიც არის, კარგად ვხედავთ აღმოსავლეთ უკრაინაში. ძალიან საწყენია,  ქართველებს მეხსიერება რომ გვღალატობს და ვივიწყებთ თუნდაც 2008 წელს, ანაც 90-იან წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. თუმცა, შინაგანად როგორც დემოკრატ ადამიანს, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობის უფლება, ნებისმიერ  შეხედულებასა და აზრს აქვს. უბრალოდ იმედი მაქვს საზოგადოების დიდი ნაწილის საღი აზრის, რომელიც არ გადაახვევინებს ნებისმიერ ხელისუფალს ეროვნული გზიდან. ჩვენი ადგილი არის ძლიერი საქართველო ევროპაში.

_ რაც შეეხება ე.წ. „კაბელების“ საქმეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ  პროცესის გაჭიანურება ხდება, რადგან პროკურატურას რეალური სამხილები არ გააჩნია?

_ არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. მეორეჯერ ამ საქმის გადადება ორი თვით, ადასტურებს, რომ პროკურატურას ხელში არაფერი არ აქვს, მოტივიც კი არ არის გამოკვეთილი. დასტურდება ამ ადამიანების სრული უდანაშაულობა, მაგრამ ისინი მძევლად ჰყავთ აყვანილი და მე მათ ივანიშვილის პირად მძევლებად მივიჩნევ. ივანიშვილმა პირდაპირი მითითებით გადაადგმევინა ეს ნაბიჯი პროკურატურას, რომ ჩემთვის, როგორც პოლიტიკაში პოტენციური კონკურენტისთვის  მიეყენებინა ჩრდილი, რაც მე მაშინ არ მქონდა გადაწყვეტილი და ერთგულად ვემსახურებოდი საერთო სამთავრობო საქმეს. ასევე ჩემი გადმოსახედიდან,  ეს იყო მიმართული იმ გეგმების წინააღმდეგ, რაც მე გამაჩნდა თავდაცვის სამინისტროში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ. ივანიშვილის ინტერესებში, სამწუხაროდ, ეს არ შედიოდა.  აქედან გამომდინარე, ეს წმინდა პოლიტიკური საქმეა.

დარწმუნებული ვარ, როცა ბოლოს და ბოლოს სასამართლო პროცესი შედგება, იქ დამტკიცდება ამ ადამიანების სრული უდანაშაულობა და პირადად ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ბოდიშის მოხდა, თუ ეს იქნება საკმარისი, იმ ხუთი უდანაშაულო ადამიანისთვის და პირადად  ჩემთვის.

_ რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის იმ ბრალდების შესახებ, რომელსაც  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიყენებთ, როცა თქვენ სამეგრელოს რეგიონი ჩაიბარეთ და საბოლოოდ დამარცხდით?

_ ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ თავად ავირჩიე ეს ყველაზე ცხელი რეგიონი. ზოგადად  მე მჩვევია ყველაზე რთულ საქმესთან შეჭიდება და მინდა გითხრათ, რომ ხმების ის რაოდენობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“  მაშინ სამეგრელოში აიღო, წინა რეჟიმის გაუგონარი სისასტიკის ფონზე,  მართლაც მაქსიმუმი იყო. სხვათა შორის, შემდგომ ბევრად მშვიდ გარემოში, როგორც საპრეზიდენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებისას, ვერ მოახერხა სახელისუფლებო ძალამ მაშინდელი შედეგის გაუმჯობესება.  ეს უკვე საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რა ბრძოლა გაწია გუნდმა  მაშინ ზუგდიდში.  მიმაჩნია, რომ ეს არის უსამართლო და ყოვლად უმადური განცხადება ივანიშვილის მხრიდან.

ჩვენ ახლა ვემზადებით იმ არჩევნებისთვის, როცა ბიძინა ივანიშვილი მართლა დაინახავს, რომ ძალა ყოველთვის არის ხალხში და ხალხის სიტყვაში. ის გამოსვლა, სადაც მან პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ ის თავად არის სახელმწიფო, ხალხი და მედია, რა თქმა უნდა მცდარია, რასაც რეალურად დავუმტკიცებთ კიდევაც.

_ მაშინ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თქვენ შეხვედრა გქონდათ ანაკლიაში 2012 წლის დასაწყისში უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებთან და მათ დახმარება აღუთქვით. სამწუხაროდ, საქმე დღესაც გაუხსნელია...

_ მახსოვს გოგიტა აბულაძის საქმე, ძალიან ტრაგიკული ამბავია. მის დედასთან მქონდა მე შეხვედრა. ბუნებრივია ჩემგან, ასევე სხვებისგანაც იყო დაპირება, რომ ამ საქმეს ყურადღება მიექცეოდა. მე თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას გამოძიებას ბუნებრივია, ვერ ჩავატარებდი ამ კუთხით. ყოველთვის  მქონდა და დღესაც მაქვს იმედი, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმის გამოძიებას.

_ საზოგადოება მესამე ძალის ძიებაშია, თვლით თუ არა, რომ  „თავისუფალ დემოკრატებს“ რეალურად შეუძლია ამ ნიშის დაკავება?

_ ჩვენ მართლაც ვთვლით, რომ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა ვართ. ხალხი გადაღლილია ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობით, ახლანდელი ხელისუფლების უნიათობით კი იმედგაცრუებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ის ალტერნატიული ძალა, რომელსაც შანსი მიეცა, ხაზს ვუსვამ, შანსი მიეცა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი და ყოველდღიური შრომა, რაშიც უკვე  ჩართულები ვართ და  დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...