ახალი სამთავრობო პროექტი _ "დანერგე მომავალი“

პოლიტიკა

ახალი სამთავრობო პროექტი _ "დანერგე მომავალი“

21 თებ. 2015, 18:18:23

"სახელმწიფო, თანადაფინანსების პრინციპით, დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში", _ ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ახალი სამთავრობო პროექტის _ "დანერგე მომავალი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მიზნობრიობა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალი საწარმოების გახსნას, ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, საშუალებას მისცემს მეწარმეებს და ფერმერებს აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია.

"პროექტი მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. ის ითვალისწინებს ორ კომპონენტს - ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანეგრე მეურნეობების მოწყობა... გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის უკვე გაიხსნა ევროპის 500-მილიონიანი ბაზარი და სულ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება იმისათვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე,“–აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას, რომელსაც მათ მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაუწევს.

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო.
ახალი პროექტის დეტალები მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააცნო.

პროექტის _ "დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გაიხსნაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ღია საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ კონსულტაციას გაუწევს ქალბატონებს მათთვის საჭირო თემებზე; მიაწოდებს ინფორმაციას მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის შესახებ. პროგრამის მიზანია ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერება. “ქალთა ოთახის“ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და “ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები ... ...
  • #ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება (R)დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან. პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო“-სა და „კობი“-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო“-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს. აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს. „მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო“-ს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ. „კომპანია „აქვა გეო“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე. შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, ფარმადეპო და პსპ, პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება. ... ...
  • მოსალოდნელია ძლიერი ნალექი- გაფრთხილება ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ... ...
  • „წყალი გვინდა, ოთხი წელია, ვიხრჩობით“ : ორი სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნა ოზურგეთის მერიასთანდღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ  შრომის  თემში შემავალ, ხრიალეთის მცხოვრებთა ჯგუფი მერიასთან მივიდა და ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის მერთან, კოტე შარაშენიძესთან  შეხვედრა მოითხოვეს. _ჩვენ , ოთხი წელია, წყალი არ გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ყოველ წელს მცირდება რაოდენობა. კომუნისტების დროს გაკეთებული ხუთი  ოჯახის სამყოფი აუზით,  დღეს მთელი სოფელი ვერ იარსებებს. ამიტომ ახალი უნდა გაკეთდეს ან ჭაბურღილი  გვინდა, _თქვეს   სოფელ შრომის თემში შემავალი ხრიალეთის უბნის  მცხოვრებლებმა. მათ  შესახვედრად მისულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერმა კოტე შარაშენიძემ თქვა, რომ ბევრგან არის ასეთი მდგომარეობა: _უცებ არ  კეთდება ყველგან. რეალობა ასეთია. მაქვს პროექტის პრობლემა, თორემ წყალი რომ უნდა გაკეთდეს, ვიცი, _ თქვა მან და კომპანია „სატისის“ ხელმძღვნელს ტელეფონით დაუკავშირდა: _ნოდარ, აგერ რომ გაიარე დაგინახე, მოდი ახლავე, _ასეთი საუბრის შემდეგ,  მალე გამოჩნდა ნოდარ თოიძე, წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ხელმძღვანელი.   ადგილზე ასევე მოვიდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის წყალმომარაგების უფროსი დათო ცერცვაძე. _რაღაც უნდა ვქნათ, ინდივიდუალური პროექტი რომ ავიღოთ  ან ჭაბურღილები გავაკეთოთ, მოვიფიქროთ.  ესაა რეალობა, აგერ არის ეს ხალხი, - უთხრა შარაშენიძემ თოიძეს და ცერცვაძეს. _ჭაბურღილი რომ გავაკეთოთ, დაიხარჯოს სოლიდური თანხა და მერე  წყალი არ იქნეს, ასე არ შეიძლება, - თქვა ცერცვაძემ, რაზეც გაისმა რეპლიკა, რომ არსებობს საამისო ხელსაწყო-აპარატურა, რომელიც ჭაბურღილის ჩასმამდე დადგენს,   კონკრტეულ ადგილზე იქნება წყალი თუ არა. გარკვეული  საუბრის შემდეგ, შარაშენიძემ დაავალა „სატისის“ ხელმძღვანელს,  ახლა გაჰყოლოდა ხრიალეთის მცხოვრებთა ამ ჯგუფს სოფელში და ადგილზე ენახა,  რა მდგომარეობაა და რის  გაკეთება შეიძლება. _მადლობას გიხდით, რომ ასე სასწაფოდ მოხვედით და   კომპანიის უფროსიც გამოიძახეთ, მაგრამ  ეს არ გვშველის.  წყალი  დაახლოებით  როდის გვექნება, ეს გავაინტერესებს. ოთხი წელია, ვიხრჩობით,  -  წასვლის წინ კითხვებს სვამდნენ ხრიალეთელები. _ ახლა ამას დაზუსტებით როგორ გეტყვით, - უთხრა მათ  შარაშენიძემ. როცა ხრიალეთელები,  „სატისის“ ხელმძღვანელთან ერთად, სოფელში წავიდნენ, შარაშენიძეს სოფელ მერიის   თემის, გოგიეთის რამდენიმეკაციანი ჯგუფი იგივე პრობლების-წყალგაყვანილობის გაკეთების  თაობაზე უცდიდა: _შარშანდელს  მერე ვიცდით. იქით პანდემიაო, აქეთ  ტენდერი  ცუდმა კაცმა მოიგოო და კი ვართ ასე, - თქვეს გოგიეთელებმა. _ამ  სოფელში წყალგაყვანილობის  მოსაგვარებად  ორი  ტენდერი იყო გამოცხადებული.   ერთი  თებერვალში   ჩაიშალა. მერე პანდემიის პირობებში, არ მოგვცეს ტენდერების ჩატარების უფლება. ახლა ვინც მოიგო ტენდერი, თბილისში არსებული კომპანიაა.   აკლია და შესასრულებელია  გარკვეული პროცედურები, რომ დაიწყოს მუშაობა. მალე მოგვარდება ყველაფერი, - უთხრა გოგიეთელებს მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ. ორივე სოფლის  მცხოვრებლები, დაპირების  შემდეგ, შინ დაბრუნდნენ. ვრცლად აღნიშნული პრობლემის შეახებ  საგაზეთო სტატიაში  ... ...
  • "ტუსაღივით ვცხოვრობ, "ფანერკით" აჭედილ ფანჯრებში!"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მოსაზღვრე, დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულის ერთ -ერთ უბანს, "დვაბზუს ნასაკირალს" პირობითად უწოდებენ. აქ 62 კომლი ცხოვრობს, რომელიც ნასაკირალში მცხოვრები, აჭარის რეგიონიდან ჩამოსახლებული ოჯახების ნათესავები თუ განაყოფები არიან. ახლახან, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია "ნაციონალ" და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის დავამ _ დავა შეეხებოდა სხდომაზე დავით დარჩიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმ ადამიანებისთვის დახმარების მიცემის თაობაზე,  ვინც 2019 წელს საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ. ასეთი პირებისთვის სამასი ლარით დახმარება "ნაციონალმა" დეპუტატებმა მოიწონეს, თუმცა, ბესო ქათამაძემ არა ერთხელ გაიმეორა, რომ მოსახლეობას უჭირს სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება, მთავრობა კი, უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს მათ და ამ პროცესს ამარტივებდეს. იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მოხდა თუ არა იმ პირთა სრული რეგისტრაცია, ვინც 2019 წელს უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, "გურია ნიუსი" ეწვია აღნიშნულ დასახლებას _ ე. წ. "დვაბზუს ნასაკირალს". ამავე დროს, ნასაკირალის ცალკეულ უბნებში მცხოვრებთა სხვა პრობლემასაც გავეცანით. "დვაბზუს ნასაკირალში" 62 ოჯახი ცხოვრობს. "ჩვენ მაგ პროგრამაში დარეგისტრირება არ გვიჭირს _ აქ არა ერთხელ იყვნენ მოსული დეპუტატები _ მარი ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი. ისინი სახლებში დადიოდნენ და ყველას ეხმარებოდნენ. არ მგონია, ვინმე დაურეგისტრირებელი იყოს ამ დროისთვის. მე, პირადად, არ დავდიოდი თურქეთში სამუშაოდ. თუმცა, იყვნენ წასულები ჩემი ქმარი და მამამთილი. ისინი დარეგისტრირდნენ ამ ქალბატონების დახმარებით", _ გვითხრა აქ მცხოვრებმა ლელა ზოიძემ. "დვაბზუს ნასაკირალის" მკვიდრმა დარიკო ხარაბაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ, როგორც კი გამოცხადდა რეგისტრაცია, სოფელში დვაბზუს და გაღმა დვაბზუს დეპუტატები, დედა-შვილი, მარიკა ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი გამოჩნდნენ და ხალხს დარეგისტრირებაში დაეხმარნენ. "თავად ბესო ქათამაძეც ეხმარებოდა ხალხს დარეგისტრირებაში. ასევე, მე ორი თანაშემწე მყავს და სამივე ერთად, შეუსვენებლად ვმუშაობდით ხალხის დასარეგისტრირებლად. თუ არ გჯერათ, აგერ ხართ, გაიარეთ სოფელში, საკუთარი თვალით ნახეთ, თუ ვინმეს ჩვენ გამო რამე შეფერხება ჰქონდა. პირიქით, სოციალური სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, მაქედან ხალხი აქ არ ჩამოდის, გავიგეთ, რომ აქტიურად ეხმარებითო", _ გვითხრა ნასაკირალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ. "მე, პირადად, არავის დახმარება არ დამჭირვებია _ ადვილად მოვახერხე დარეგისტრირება. ვინც ვერ შეძლო, იყვნენ აქ მოსული მარი ჩხიკვიშვილი, როზეტა სკამკოჩაიშვილი და ყველას დაეხმარნენ", _ გვითხრა აქაურმა ახალგაზრდამ, ირაკლი ხარაბაძემ. "გასულ წელს არსად ვყოფილვარ და არც დარეგისტრირება დამჭირვებია, ჩემი ოჯახის წევრები კი დარეგისტრირდნენ. არის სხვა პრობლემები. ჩვენს უბანში წყალი არ არის. არც გზა გვაქვს. დაპირება იყო და ახლაც გვპირდებიან, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებენ", _ გვითხრა "დვაბზუს უბნის" მცხოვრებმა ტარიელ ცეცხლაძემ. "იცი, რას გეტყვით? გურულების საქმე სტალინმა ვერ გაარჩია და შემოდო თაროზე. რას ამბობს ქათამაძე, თვითონ იცის? _ ნახევრად ხუმრობით დაიწყო ჩვენთან საუბარი ადგილობრივმა ოთარ ირემაძემ, _ გაიარეთ სოფელში და ნახეთ, ბატონო, თუ არ გჯერათ. ორჯერ და სამჯერ მიაკითხეს მაგ ქალბატონებმა დასახმარებლად თითოეულ ოჯახს. მე არ დავდივარ თურქეთში და რად მინდოდა?! რომ დამჭირვებოდა, მეც დამეხმარებოდნენ". ნასაკირალში მერის წარმომადგენელმა ოთარ ადაძემ უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მალე გამოაცხადებს ტენდერს ამის თაობაზე: "ამ პრობლემის შესახებ ჩვენ უკვე ნაფიქრი გვაქვს. მალე გამოცხადდება ტენდერი. წყლის გამოყვანა უნდა მოხდეს ნასაკირალის წყალსაქაჩიდან. კეთდება რეზერვუარი და ცოტა უნდა დავიცადოთ _ ყველაფერი ერთად არ გაკეთდება", _ გვითხრა მან. ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში "ფაბრიკის ბინებად" წოდებულ სამსართულიან კორპუსებში, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, ყველგან დაზიანებულია სახურავი. "დაზიანებას გააჩნია. აქ წვიმის დროს უნდა მოხვიდეთ - როგორც გარეთ, ისე წვიმს ოთახებშიც. სამივე კორპუსის სახურავი ერთნაირ მდგომარეობაშია. მე პირადად თავზე ჩამომექცა ჭერი და ოჯახიანად იქეთა კორპუსში გადავედი, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუ ამას უკეთესობა ჰქვია. მარტო არჩევნების დროს მოდიან. ასე შეიძლება?! სასმელი წყალი, გაზი და შუქი კი გვაქვს. ამ მხრივ სასაყვედურო არაფერია", _ გვითხრა ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებმა, მარინა ხინთიბიძემ. 70 წლის პენსიონერი ანაიდა კუსენკო: "შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. მე მარტო ვცხოვრობ. გაჭირვებული ვარ, მაგრამ ჩემზე გაჭირვებულს ვეხმარები, როცა შემიძლია. ნათურაც არ მაქვს ოთახში, სატუსაღო გეგონება. ნახეთ, ყველა ფანჯარაზე "ფანერკაა" აჭედებული. ასე მძინავს. ხანდახან, მგონია, გავიგუდები". ანასტასია კურიკოვა: "თუ ძალიან არ მიჭირს, არავის ვაწუხებ. ეს სახურავი თუ არ შეიცვალა, აქ გაჩერება არ შეიძლება. ჩამომპალია ჭერი _ მეზობელს თავში დაეცა ჩამოცვენილი ნამტვრევები. 3 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ. ღმერთმა დაიფაროს და რომ დამენგრეს თავზე ეს ჩამომპალი ჭერი, ვინ გვიშველის?! ახლაც ღმერთი გვიფარავს", _ გვითხრა ქალბატონმა ანსტასიამ და საძინებელში შეგვიყვანა, სადაც 2 წლის პატარას დაზიანებულ ჭერქვეშ ეძინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით გვითხრა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, არავინ მივიდა მათი პრობლემის გასაცნობად. "იქ თავად მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე იყო მისული. დაათვალიერა კიდეც, თუმცა, ერთ დღეში არ გადაიხურება. საკმაო სამუშაოა ჩასატარებელი. ვიცი, რომ მერიაში მეორე ეტაპისთვის ელოდებიან სახურავს და ხის მასალას და მალე დაიხურება ეს კორპუსები", _ დაგვაიმედა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...