სხდომა მოვალეობის მოხდის მიზნით

პოლიტიკა

სხდომა მოვალეობის მოხდის მიზნით

23 თებ. 2015, 12:05:06

ხუთშაბათს, 19 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შედგა. 13 საკითხისაგან შემდგარი დღის წესრიგი ბიუროს წევრებმა უკვე მეორე სხდომაა, ტრადიციისამებრ, სწრაფად განიხილეს და არც საკითხებზე მსჯელობისთვის დაუხარჯავთ დრო.

ლანჩხუთის საკრებულოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტში ვკითხულობთ: "საკრებულოს ბიურო, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციურ საკითხებთან დაკავშირებით _ გადაწყვეტილებებს".

სამწუხაროდ, ფორმალობად ქცეულ სხდომაზე გამოტანილ საკითხებზე მსჯელობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. რეკომენდაციებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლეოდა, საკითხს ახმოვანებდა, შემდგომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასატანად მომხსენებელს ასახელებდა და ბიუროს წევრებიც ერთხმად ეთანხმებოდნენ ამ ყველაფერს.

საკრებულოს მორიგი სხდომა 27 თებერვლისთვის ჩაინიშნა. ბიუროს საკითხებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასის დადგენის, ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების, ასევე, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების საკითხები.

იგეგმება ცვლილება საკრებულოს რეგლამენტის და მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში. განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღორღის მოსაპოვებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი და ა(ა)იპ "ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ იავნანასთვის" ქონების სარგებლობის უფლების გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის უფლების მიცემის საკითხი.

ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი იყო გამგეობის სამი სამსახურის გასული წლის გაწეული მუშაობის ანგარიშების მოსმენა, მაგრამ ანგარიში ბიუროს წევრებს კომისიებში უკვე მოსმენილი ჰქონიათ და კიდევ ერთხელ მოსმენა არ ისურვეს.

ბიუროზე იმსჯელეს ღორღის მოპოვების ლიცენზიის თემაზე; დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს არაა მათი საქმე და გამგებელმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს საკითხი.

_ "ერთპიროვნულად გადაწყვეტას, თქვენთან შეთანხმება ვარჩიე. სხვა თუ არა, შემოსავალი მუნიციპალიტეტს დარჩება და უკეთესია, საკრებულომ დაადგინოს ინერტულ მასალას ქვიშის თუ ღორღის სახით გავცემთ", _ თქვა ზაზა ურუშაძემ.




 ახალი ამბები
  • სასტიკი მკვლელობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში _ ახალი დეტალებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ავთო კალანდაძის ახლობელი "გურია ნიუსთან"ადასტურებს, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა და მოკლულისა და მკვლელის ოჯახებს ფინანსური დავა ჰქონდათ. "იმ გარეწარმა სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა ბიჭს და გაიქცა. გასროლის ხმა ახლომახლო ყველამ გაიგო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. სულთმობრძავი ბიჭი ბიძაშვილმა იპოვა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ მოსვლა დააგვიანდათ. მერე მამქოლის კლინიკაში გავიქეცით, ექიმის წავიყვანთო-ვიფიქრეთ. იქ გავიგეთ, რომ სასწრაფო უკვე მისულიყო, თუმცა, ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა. მკვლელმა ავთოს დეიდას დაურეკა და უთხრა "გავაგორე თქვენი ავთოო". ოჯახებს შორის კი იყო ფინანსური დავა, მაგრამ ეს უპატიოსნესი ბიჭი რა შუაში იყო. მკვლელი ბაღდათის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის ბანკომატიდან 2000 ლარის მოხსნას და გაქცევას ცდილობდა", _ გვითხრა მოკლული ბიჭის ახლობელმა. რომლის ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ჩოხატაურის პოლიციამ მოითხოვა მისი გადმოყვანა. "მკვლელობის საღამოს ის მკვლელობის ადგილზეც მოიყვანეს", _ გვითხრა მან. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში, საკუთარ ეზოში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...
  • ტყიბულში ქურდობის 6 ფაქტზე ნასამართლევი პირები დააკავესტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის 6 ფაქტზე პოლიციამ  2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებულ ... ...
  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავესპოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?