კულუარებში შეთანხმებული ინიციატივა კომიტეტმა ჩააგდო

პოლიტიკა

კულუარებში შეთანხმებული ინიციატივა კომიტეტმა ჩააგდო

2015 მარ 5 22:28:09

საპარლამენტო კულუარებში შეთანხმებულ ინიციატივაზე, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართველების ოჯახებზე კანონით დადგენილი შეღავათებისა და პრივილეგიების გაცემას გულისხმობდა, დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, უარყოფითი დასკვნა გასცა.

აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუროზე 2014 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა. ის ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს იგივე სტატუსი მიენიჭებოდათ, რითიც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები სარგებლობენ.

თუმცა, დღეს, პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხი ჩააგდო. მიზეზად კი, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, უკრაინაში დაღუპული ქართველების პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება დაასახელა.

"საქმე გვაქვს ისევ პოლიტიკურ სპეკულაციასთან, რაშიც სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ბიჭების სახელს იყენებენ და ცდილობენ ამ მგრძნობიარე თემით მოსახლეობა ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ", _ აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში იმ პირობით, თუ მის მონაწილეობას დათანხმდებიან იმ სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები. ამ შემთხვევაში ურთიერთვალდებულება წარმოიქმნება ამ  პირსა და იმ სხვა ქვეყანას შორის.

"ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ იმ პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე  მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს მხრიდან საომარ ქმედებებში ან სამშვიდობო მისიებში ჩართულობის გადაწყვეტილების შედეგად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონით ვერ დავავალდებულებთ, კომპენსაცია ან სოციალური დახმარება გასცენ იმ პირებზე, რომლებიც საკუთარი ნებით და არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით იღებენ მონაწილეობას სხვა ქვეყნის საომარ ქმედებებში.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არა მარტო პოლიტიკური სპეკულაციაა, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას", _ აღნიშნა ხუნდაძემ.

თუმცა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, მისთვის გაურკვეველია უმრავლესობის ეს პოზიცია, რადგან კულუარულად და ზოგჯერ საჯარო განცხადებებშიც, ისინი ენმ-ს აღნიშნულ ინიცატივას მხარს უჭერდნენ.

"ეს ინიციატივა, რომელიც ჩვენმა ფრაქციამ წარადგინა, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითავლისწინებდა.

მათი გათანაბრება უნდა მომხდარიყო ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსთან. შესაბამისად, ინიციატივის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან მებრძოლეების ოჯახის წევრების ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო.

ამ შემთხვევაში პარლამენტში პოზიციები ერთნაირი იყო.  კულუარულად  და ზოგიერთი საჯარო განცხადებითაც, უმრავლესობის მხრიდან  ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, საქართველოს საქმესაც აკეთებენ.

სწორედ ამით იყო განპირობებული ეს ინიციატივა, რომ მთავრობისთივს შეგვექმნა სამართლებრივი საფუძველი, რათა სახელმწიფოს მათი ოჯახის წევრებისათვის გარკვეული სოციალური გარანტიების შეექმნის ვალდებულება აეღო", _ ამბობს ბეჟაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული წინადადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განხილული ჰქონდა, მეტიც, გარკვეული ცვლილებებით მხარი დაუჭირა კიდეც.

"დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა ამ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა გასცა. მიზეზები გაურკვეველია. კულუარულად, თითქოს ყველა ეთანხმება შინაარს,  თუმცა საბოლოოდ უარი თქვეს იმ მოტივით, რომ ჩვენ უფრო უნდა დავფიქრდეთ, სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ.

თუმცა, ჩვენ გვექნება შანსი, რომ ეს საკითხი კიდევ დავაყენოთ", _ უთხრა "გურია ნიუსს" ბეჟაშვილმა.




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...