მეტი კომუნიკაცია, ხარჯების შემცირება _ პრემიერის დავალება ადგილობრივ ხელისუფლებას

პოლიტიკა

მეტი კომუნიკაცია, ხარჯების შემცირება _ პრემიერის დავალება ადგილობრივ ხელისუფლებას

11 მარ. 2015, 20:54:52

საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საკურორტო სეზონისთვის მზადება, საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურება, _ ასეთი დავალება მიიღეს  გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა  ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის უმტივნეულოდ ჩაიაროს მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და გადავიდეთ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონებში, რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების," _ აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი და გამოიკვეთა პრიორიტეტები. რეგიონული განვითარების გეგმის საზოგადოებისთვის გაცნობას მთავრობა მომავალ კვირას სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყებს.

"თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც  სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით. ეს ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფას, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას," _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და  ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი...მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება,"–აღნიშნა პრემიერმა.

მანვე  გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...