73 740 591, 185 752, 215 989 ლარი _ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარჯები და მოვლენების ქრონოლოგია

პოლიტიკა

73 740 591, 185 752, 215 989 ლარი _ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარჯები და მოვლენების ქრონოლოგია

2015 მარ 17 19:27:31

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობით ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენების ქრონოლოგია შეისწავლა.

ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოში უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხის განხილვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში 2011 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც კორპორაციისა და საქართველოს თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება (კომპაქტი) დასრულდა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიზანი სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში დახმარებაა.

ამ მიზნით გამოყოფილი 395.3 მილიონი დოლარის საერთო ღირებულების პირველი კომპაქტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო ორიენტირებული. 2011 წლის 5 იანვარს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს მეორე კომპაქტის მიღების უფლებამოსილება მიანიჭა. საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ახალი დახმარების პრიორიტეტები ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი იყო, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნება იქნებოდა.

იმ დროისთვის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩატარებული ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი და არც პოტენციური კომპაქტის მიმართულების შესახებ არსებობდა რაიმე შეთანხმება. შესაბამისად, პრემიერმინისტრის ოფისმა კომპაქტის პრიორიტეტების დასადგენად დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გამართვა დაიწყო (იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ბლოგპოსტი: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განვითარება საქართველოში: შემდგომი ნაბიჯები).

მეორე კომპაქტის ღირებულება 140 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპაქტის პრიორიტეტების დასადგენად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკის ძირითადი სექტორების ანალიზით ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად ადამიანური კაპიტალის არსებული დონე გამოვლინდა, რაც მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში (STEM) განსაკუთრებით იგრძნობა.

შესაბამისად, მეორე კომპაქტის მიზნად ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა განისაზღვრა. აქცენტი სწორედ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე გაკეთდა.

ქართული მხარე უმაღლესი განათლების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საუკეთესო გამოსავლად ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას ხედავდა.

ამის შესახებ საუბარია 2011 წლის 4 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საკომპაქტო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში. დოკუმენტის თანახმად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია იმ ეტაპზე დარწმუნებული არ იყო, რომ ეს გზა ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი იყო. მათი ხედვით, კომპაქტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება უნდა მოხმარებოდა უმაღლესი განათლების სფეროში სისტემურ ჩავარდნებს და არა მხოლოდ – ერთ ახალ ინსტიტუტს.

ამავდროულად, კორპორაციას კითხვები ჰქონდა ბენეფიციარების რაოდენობასთან დაკავშირებითაც. მოგვიანებით, 2011 წლის 16 ნოემბერს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ წარმოიშვა შეკითხვები ახალი, ცალკე მდგომი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენებისთვის საჭირო ხარჯების რენტაბელობის შესახებ. კორპორაცია ასევე აკრიტიკებდა იმას, რომ პროექტს პირდაპირი ბენეფიციარების შეზღუდული რაოდენობა ეყოლებოდა და მის ფარგლებში მხოლოდ პრივილეგირებული და არა – მცირე შემოსავლის მქონე ოჯახები ისარგებლებდნენ. ამის გამო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტმა არ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის უმაღლესი განათლების პროექტის განაცხადი. წერილის თანახმად, კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, განეხილა „ინვესტიციის ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ბენეფიციართა უფრო ფართო წრეზე გათვლილ საგანმანათლებლო პროექტს, ასევე კადრების მომზადებასა და სოფლის ინფრასტრუქტურას.“

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შენიშვნების გათვალისწინებით, 2011 წლის 15 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამერიკულ მხარეს მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახილველად ახალი წინადადება წარუდგინა. პრემიერ–მინისტრი განმარტავდა, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ამერიკული მხარის შენიშვნები წინა პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, პირდაპირი ბენეფიციარების შეზღუდული რაოდენობისა და მაღალი კაპიტალური დანახარჯების შესახებ.

წერილის თანახმად, პროექტის მიზნად მთლიანად განათლების სექტორის დასახვა – პროფესიული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ჩათვლით – მნიშვნელოვნად ზრდიდა პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობას. რაც შეეხება მეორე შენიშვნას, ამერიკული მხარისთვის კაპიტალური ინვესტიციების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოთქვამდა მზადყოფნას, საგანმანათლებლო ინსტიტუტისთვის მიეწოდებინა მიწა და ფიზიკური ინფრასტრუქტურა.

2012 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით განსახორციელებელი ინვესტიციის ჩამოყალიბების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მის საფუძველზე შედგა დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ე.წ. მოკლე სია (shortlist), რომელთათვისაც 2012 წლის 2 ივნისს საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოაცხადა მოთხოვნა შეთავაზებების გაკეთების თაობაზე (Request for Proposal). წინადადების მიღების ბოლო ვადად 2012 წლის აგვისტო განისაზღვრა.

პროექტი საერთაშორისო, ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას უკავშირდებოდა. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულ პირებს საკუთარი წინადადებების განსახორციელებლად ბათუმში არსებულ მიწასა და შენობა-ნაგებობებს: 18,300 კვ.მ. საქართველოს საზღვაო აკადემიის კამპუსს და 7,707 კვ.მ. სამშენებლო ფართს, ასევე დამატებით 4,500 კვ.მ. მიწას და 10,960 კვ.მ. სამშენებლო ფართს სრულიად უფასოდ სთავაზობდა. თუმცა, განმცხადებლებს უფლება ჰქონდათ, მთავრობისთვის ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეეთავაზებინათ. საქართველოს მთავრობა ასევე უზრუნველყოფდა დაახლოებით 20 მლნ. დოლარის ოდენობის სტუდენტური სტიპენდიების დაფინანსებას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიცია კი 25-30 მლნ. დოლარს შეადგენდა.

შეთავაზებული წინადადებების განხილვის შემდეგ, მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის (Michigan State University) და მისურის უნივერსიტეტის (University of Missouri) კონსორციუმს, რომლებიც საქართველოში თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდნენ, უმაღლესი ტექნიკური ქულები მიენიჭათ და მიწვეული იქნენ თავდაპირველი განხილვებისთვის.

2012 წლის 29 აგვისტოს გამართულ ასეთ შეხვედრაზე სხვა დეტალებთან ერთად უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის საკითხიც განიხილეს. ასეთებად თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დიღმის კამპუსი და ბათუმში Batumi Tower-ის შენობა განისაზღვრა, რაზეც უნივერსიტეტების კონსორციუმი დათანხმდა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილემ თომას ჰარლიმ 2013 წლის 10 მაისს პროფესორ ჯეიმს თომსონისთვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნა, რომ კონკურსის შედეგად უმაღლესი ტექნიკური ქულა აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების კონსორციუმს ჰქონდა მინიჭებული და მათთან თავდაპირველი დისკუსიები დაწყებული იყო. მისივე ინფორმაციით, შერჩევის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ ყოფილა და გადასაწყვეტი რჩებოდა სერიოზული საკითხები, მათ შორის პარტნიორობის სიცოცხლისუნარიანობა, კომპაქტის შემდგომი პირობების მდგრადობა და ღირებულება.

2012 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, Batumi Tower-ის შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია გამართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. უნივერსიტეტში სწავლის დაწყება, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან უნდა გამხდარიყო შესაძლებელი.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ითხოვა დრო, რათა კომპაქტის განვითარების პროცესისა და მისი კომპონენტებისთვის გადაეხედა. ახალი მთავრობა დათანხმდა კომპაქტის პრიორიტეტებს, თუმცა მას წინა ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობის შესახებ. მათივე ცნობით, წინა ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში (STEM) გაუმჯობესებული სასწავლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა, ახალმა ხელისუფლებამ კი უმაღლესი განათლების კომპონენტის ერთ–ერთ მიზნად სწორედ არსებული უნივერსიტეტების გაძლიერება დაისახა. ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტები კომპაქტის ინვესტიციის პირდაპირი ბენეფიციარები გახდნენ.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 7 თებერვალს მეორე კომპაქტის ფარგლებში უმაღლესი განათლების მიმრთულებით შეთავაზებების გაკეთების თაობაზე (Request for Proposal) ახალი მოთხოვნა გამოაცხადა. დოკუმენტის თანახმად, ამ პროგრამების თანადაფინანსების (დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარით) ვალდებულება საქართველომ 20 წლის განმავლობაში აიღო.

საბოლოოდ, 2013 წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან 140 მლნ დოლარის ღირებულების მეორე ხუთწლიან კომპაქტს მოაწერა ხელი. მის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით დაიხარჯება. უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის, კომპაქტის ფარგლებში, გრანტის სახით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი. პროექტით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს, რომელთა კურსდამთავრებულები საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საქართველოში ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ. საერთაშორისო ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულ სან დიეგოს უნივერსიტეტთან (San Diego State University) ერთად საბაკალავრო პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება.

ამასთან, 2015 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ Batumi Tower-ის შენობა 25 004 626 აშშ დოლარად გაყიდა. სააგენტომ აღნიშნული სახელმწიფო ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ, პირობიანი ფორმით გამოიტანა.

Batumi Tower-ის შენობა შპს „ბათუმი თაუერმა“ (ს.კ. 404483019 ) შეიძინა. კომპანია ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე განახორციელოს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნა, განახორციელოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია და უზრუნველყოს აღნიშნული უძრავი ქონების არანაკლებ 4-ვარსკვლავიან, მინიმუმ - 100 ნომრიან სასტუმროდ გადაქცევა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ ე.წ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობამ 73 740 591 ლარი შეადგინა. რაც შეეხება შენობის მოვლისა და შენახვის ხარჯებს, შენობა 2012 წელს 185 752 ლარი, 2013 წელს კი 215 989 ლარი დაჯდა.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...