გერმანიის ბუნდესტაგში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიმდინარეობს

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიმდინარეობს

26 მარ. 2015, 16:29:07

ამ წუთებში, გერმანიის ბუნდესტაგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიმდინარეობს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჟურნალისტებთან სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში პრესკონფერენციას მართავს.

„მინდა მივესალმო ამ ფაქტს და გამოვხატო მადლიერება გერმანიის მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხის მიმართ, რომ ახდენენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირებას“, _აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • რას ურჩევენ დასაქმებულებს, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვესყველაზე მწვავედ პანდემია შრომის ბაზარს შეეხო, რამაც თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის აქტუალური საკითხების ახლებურად მოწესრიგებისა და გარკვეული მიდგომების გადაფასებების საკითხები. ჩვენ შევისწავლეთ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულების არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვების ტენდენციები, რაც შრომითი კონტრაქტების, ფაქტობრივად, შეწყვეტის ან შეჩერების მიზანს ემსახურება, მხარეთა შორის სამართლებრივი დავის პერსპექტივები და გვსურს ვუთხრათ პირებს, რომლებიც გახდნენ არაანაზღაურებადი შვებულების მხარეები, დავის სასამართლოში წარმოების შემთხვევაში, მათი მოთხოვნები დასაბუთდეს დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლებით, ვინაიდან დავებს ასეთ შემთხვევაში, მეტი პერსპექტივა ექნება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა, ნიკა გოგბერაშვილმა განაცხადა. ნიკა გოგბერაშვილის განცხადებით, უშუალოდ ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დამსაქმებლების გარკვეული ნაწილი აიძულებს თანამშრომლებს განუსაზღვრელი ვადით აიღონ ანაზღაურების გარეშე შვებულება. ხშირ შემთხვევაში კი ვაწყდებით დამსაქმებლთა მხრიდან ცალმხრივად მიღებულ აქტებს თანამშრომელთა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაშვების თაობაზე. რატომ მივიღეთ მსგავსი მოცემულობა და რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, შეიძლება აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზით. პირველი - ეს არის ის იდეალური მდგომარეობა, როდესაც ყველა დამსაქმებელი ზედმიწევნით იცნობს და იცავს შრომით კანონმდებლობას, მაგრამ იძულებულია ამგვარად მოიქცეს, რადგან არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგება. მეორე განმაპირობებელი მიზეზი კი, უბრალოდ ეს არის - კანონმდებლობის არცოდნა და საკუთარ თავზე ნაკლები სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღება. თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთი შემთხვევა არ გამორიცხავს კანონის დარღვევას. სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რომელი მიზეზი გვაქვს სახეზე, გადამწყვეტია იმ თვალსაზრისით, რომ მისი დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ხარვეზის აღმოფხვრა და სამომავლოდ უკეთესი რეგულაციის ჩამოყალიბება. იმისათვის, რომ შეკითხვას პასუხი გაეცეს, აუცილებელია შევაფასოთ არსებული კანონმდებლობა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად არის შესაძლებელი შრომითი ურთიერთობის იმგვარად შეჩერება, რომ დამსაქმებელს არ მოუწიოს აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება და  კანონმდებლობის გაუაზრებელი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს ისეთ ტერმინს, როგორიცაა „დროებითი შრომისუუნარობა“. ისევე, როგორც „შვებულება“, აღნიშნული წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეჩერების და არა - შეწყვეტის საფუძველს. კოდექსის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება, ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს, არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. კოდექსი პირდაპირი სახით არ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება დროებით შრომისუუნარობად, თუმცა საკითხს მეტ-ნაკლებად აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დროებით შრომისუუნაროდ ითვლება პირი, რომელსაც არ შეუძლია შეასრულოს შრომითი კონტრაქტით მისთვის დაკისრებული ვალდებულება: ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო, გ) კარანტინის გამო და დ) პროთეზირების გამო. როგორც აღმოჩნდა, დროებითი შრომისუუნარობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს კარანტინი. შესაბამისად, ზემოთ დასმულ შეკითხვაზე, პასუხად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი კანონქვემდებარე აქტი მაინც, რომელიც მოუწესრიგებლად და შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის გარეშე, არ ტოვებს კარანტინის პიროებში დასაქმებულთა მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და საჭიროება მოითხოვს კანონმდებლობის ამ კუთხით მეტად დახვეწას და იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ მას ჰქონდეს ერთიანი საკანონმდებლო აქტის სახე. რადგანაც პირველი მიზეზი მეტნაკლებად გამოირიცხა, საქმე გვაქვს, დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი კანონმდებლობის არცოდნასთან, რასაც მივყავართ იმ უკიდურეს შედეგამდე, რასაც ორივე მხარის მორალური თუ ეკონომიკური დაზიანება ჰქვია. მინისტრის ბრძანება მხოლოდ იმას კი არ ადგენს, თუ ვინ ითვლება დროებით შრომისუუნარო პირად, არამედ იგი უმთავრესად განსაზღვრავს დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების წესსა და პირობებს. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს. დროებითი შრომისუუნარობის გამო, დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს - დასაქმებულის შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. რაც შეეხება გაანგარიშების წესს, საბაზისო თანხას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად, სამუშაო თვეში საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ არსებობს შესაბამისი რეგულირება, კარანტინის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეჩერება დაკვალიფიცირდეს - არა როგორც ანაზღაურების გარეშე შვებულებად, არამედ დროებითი შრომისუუნარობად. რაც მთავრია, ამ დროს, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ანაზღაურება და არ დარჩეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ნიკა გოგბერაშვილის განმარტავს, რომ მოსალოდნელია, მოქალაქეთა მხრიდან უფლების დაცვის პროცესში, გამოყენებული იყოს დავის უკვე კარგად ნაცნობი სტრატეგიები კომპენსაციასთან და განაცდურთან დაკავშირებით, თუმცა უფლების დაცვის ამგვარი ხერხების გამოყენება პრობლემას უფრო გაზრდის და უმნიშვნელოს გახდის იმ მოწესრიგებასაც კი, რომელიც აღმოჩნდა რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით არსებობს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან სასამართლოში დავის შემთხვევაში თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა განხორციელდეს არა დღეს არსებული მიდგომის მსგავსად, არამედ შედარებით ახლებურად. მოქალაქეებმა საკითხი უნდა დაინახონ დროებითი შრომისუუნარობის პრიზმიდან და მოთხოვნა ჩამოაყალიბონ იმგვარად, რომ იგი შეეხებოდეს არა განაცდურის ან/და კომპენსაციის, არამედ დროებითი შრომისუუნარობიდან გამომდინარე დახმარების მიღებას. შედეგად, ჩამოყალიბდება ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს და დავინახავთ, თუ რამდენად რეალური და ეფექტურია არსებული მოწესრიგების ფარგლებიც, სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება დასმულ ... ...
  • კახა კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან  მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა და გადაწყდა, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს“, _ აღნიშნა თბილისის მერმა.  მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.  „მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ იყო დაწესებული ეს შეზღუდვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, _  განაცხადა კახა კალაძემ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული ... ...
  • თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო. „ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები. „აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა - პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ  მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშანები არ გაჩნდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღსანიშნავია, რომ 29 მაისიდან დედაქალაქში ასევე, მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ... ...
  • რაზე მოიხსნება შეზღუდვები 8 ივნისიდან„8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ სპეციალური ნებართვა“,_ განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებითვე, 8 ივნისიდან ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. როგორც მან აღნიშნა, აუციელებელი პირობა ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას პირბადის ... ...
  • რა დაწესებულებები ამუშავდება 1 ივნისიდან „1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები. ასევე 1 ივნისიდან ამუშავდება ღია სივრცის მქონე რესტორნები“,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?