"ადრე ჩვენი ფული იდებოდა და სხვა პარტიები ამით ფონს გადიოდნენ, დღეს ეს დრო წავიდა..."

პოლიტიკა

"ადრე ჩვენი ფული იდებოდა და სხვა პარტიები ამით ფონს გადიოდნენ, დღეს ეს დრო წავიდა..."

2011 დეკ 17 08:14:08
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ უქმეებზე, გურიაში "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები _ დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია იმყოფებოდნენ.

ცოტა ხნის წინ "ახლებმა" პარტიის ცენტრალურ ოფისში მორიგი ყრილობა გამართეს და თქვეს, რომ მათი ათწლიანი მოღვაწეობა უნდა გაგრძელდეს და ამისთვის ახალი შემართებით უნდა დაიწყონ მუშაობა. პარტიაში ცვლილებები მოხდა _ რეგიონულ და რაიონულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პირების გარკვეული ნაწილი შეიცვალა. პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი დავით წულაძე გავრცელებული ხმებით, პარტიიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

გურიის მთავარ ქალაქში ჩატარებული რეგიონული კონფერენციის შემდეგ, ჩოხატაურის და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციების დღეს იგი პარტიაში მომხდარ ცვლილებებზე გვესაუბრება.

_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ, "ახლებმა" გურიაში, ლანჩხუთის გარდა, ყველგან შეცვალეს ლიდერები.

_ კი, ნამდვილად ასეა. ასე იმიტომ მოხდა, რომ პარტიულ სტრუქტურას განახლება და ახალი სახეები სჭირდება.

_ განახლება მხოლოდ ლანჩხუთში არ გახდა საჭირო?

_ მათ იციან ჩემი ერთგულების შესახებ, რომ არსად წამსვლელი არ ვარ და ამიტომაც დამტოვეს. 22 წელია, ამ პარტიას ვემსახურები. ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირი" იყო, როცა ჩვენ "ახლები" დავაარსეთ.

_ 22? 10 წლის იუბილე არ აღნიშნეთ რამდენიმე კვირის წინ?

_ ჰო, რაც არის. 22 ვთქვი? ერთგული ადამიანი ვარ და ეს იციან პარტიის პოლიტსაბჭოში.

_ მას შემდეგ, რაც დავით საგანელიძემ პარტია დატოვა, ხმები გავრცელდა, რომ შესაძლოა თქვენც წასულიყავით. საქმე იმაშია, რომ მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაკავშირებდათ.

_ არსად მივდივარ. "ახლებში" ვრჩები და ჩემს საქმე ვაკეთებ.

_ ამ ბოლო დროს, თუ არ ჩავთვლით საკრებულო სესიებს, თქვენი პარტიული გამონათება იშვიათად ხდება...

_ შეიძლება არ ვხმაურობდით, მაგრამ საქმეს ვაკეთებდით, ვმუშაობდით, ბატონო! ახლა ეს არ უნდა მეთქვა, წამომაცდენინე, მაგრამ უსაქმოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. საარჩევნო უბნებით და სხვა პარტიული საქმეებით ვიყავი დაკავებული. ჩვენი წარმომადგენლები გვეყოლება ყველა საარჩევნო უბანზე, იმისათვის რომ არჩევნები არ გაყალბდეს. მართალია, კომისიის წევრები არ გვყავს, მაგრამ ჩვენს ხმებს დავიცავთ.

_ თქვენი პარტია ხშირად სხვა პოლიტიკურ ალიანსთან თუ ბლოკთან ერთად გამოდიოდა არჩევნებზე. როგორც პარტიის ყრილობაზე ითქვა, ამჯერად მარტო წარსდგებით ამომრჩეველთა წინაშე. გჯერათ, რომ წარმატებას მიაღწევთ?

_ ჩვენ მარტო ვიქნებით. ბლოკების და გაერთიანებების თემა ამოწურულია _ ამ სისტემამ არ გაამართლა. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიყავით "რესპუბლიკელების", "მრეწველების" თუ სხვათა გაერთიანებაში, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. ორთვენახევარი საკნებში ვცხოვრობდით და თბილისის ცენტრი გვეკავა, მაგრამ ამ მეთოდმა, როგორც ნახეთ, შედეგი ვერ მოიტანა. ეს წელიწადნახევარი ჩვენი შიგა სამზარეულოს მომზადებას მოვახმარეთ. მოგეხსენებათ, არჩევნებს უნდა ფული, რომლის გარეშე ვერაფერს იზამ, ეს ფული კი მოსაძიებელი იყო. ადრე ასე ხდებოდა, ჩვენი ფული იდებოდა და სხვა პარტიები ამით ფონს გადიოდნენ. დღეს ეს დრო წავიდა.

_ ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თქვენი პარტიის რეიტინგი არც ისე მაღალია. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილი გამოჩნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაუარესდა...

_ ვაღიარებ, რომ დაბალი რეიტინგი გვაქვს, მაგრამ მუშაობა ყველაფერს გამოასწორებს. ივანიშვილის გამოჩენა ქართული პოლიტიკაში ცუდი არ არის. საერთოდ, არ მჩვევია, რომ ოპოზიციაზე ცუდი ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე მარტო გამოვალთ, დანარჩენ ოპოზიციაზე ცუდს არ ვიტყვი. მახსოვს, ერთმა ქალბატონმა დაწერა, წულაძე ცუდ ოპოზიციას არ ებრძვისო. ერთმანეთისგან ცუდი და კარგი ოპოზიცია არასდროს გამირჩევია _ ოპოზიცია არის ოპოზიცია! მე ლანჩხუთელი ვარ, ზოგი "მარადმწვანე" ოპოზიციონერსაც მეძახის. რას ვიზამ, ჩემს მეგობრებთან ბოლომდე დარჩენა და ერთგულება მახასიათებს. არჩევნებისთვის ფულია საჭირო, ფული!!!

_ მერე ეს ფული გაქვთ?

_ ჩვენმა პარტიამ მოაგროვა ამ წელიწადნახევარში.

_ მაგრამ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები ივანიშვილის ფულთან შედარებით საკმაოდ მწირი იქნება.

_ ასეა, მაგრამ ჩვენ დიდი ტორტის ნაჭერს არ ვითხოვთ, პატარითაც დავკმაყოფილდებით. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ხელისუფლების ოპოზიცია უნდა ვიყოთ და არა _ ერთმანეთის. ოპოზიციას ვგულისხმობ. ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად ვმუშაობდით და ვფიქრობთ, რომ არც თუ ისე ცუდად. ჩვენმა პარტიამ ახალი ამოცანები დაისახა მიზნად, მოხდა მთელი რიგი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე მარტო გამოვალთ, მაგრამ შედეგიანად!




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...