გუბაზ სანიკიძე: ერაყსა და სირიაში ქრისტიანების გეგმაზომიერი განადგურება მიმდინარეობს
2015 აპრ 16 21:47:35
"ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო ფრაქციის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა.
დეპუტატმა ერაყსა და სირიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე იქ მცხოვრები ქრისტიანების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას მათი აქტიური მხარდაჭერისა და დახმარებისკენ მოუწოდა.