"ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენციაში ლარის დევალვაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა"

პოლიტიკა

"ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენციაში ლარის დევალვაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა"

2015 აპრ 24 16:00:51

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, მიხეილ მაჭავარიანი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფის შესაძლო გაძვირების თემას ეხმაურება. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ეს ტენდენცია საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის არ ქონას უკავშირდება.

"მიმდინარე წელს, ჯერ კიდევ თებერვალში, გაკეთდა განცხადება თბილისში კომერციული ობიექტებისათვის ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო ზრდაზე. იყო განმარტებები, რომ  ,,ყაზტრანსგაზთბილისი" ბუნებრივ აირს  ყიდულობს  უფრო ძვირად,  ვიდრე მისი რეალიზაციისგან  იღებს.

ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენცია პირველ რიგში მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. ამ მიმართულებით ლარის დევალვაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამაც არა მარტო გააღარიბა ჩვენი მოსახლეობა, არამედ მთავრობაც ტარიფის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
მოგეხსენებათ, 2003 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად ბევრი კორუფციული სქემაც მოქმედებდა. 2003-2012 წლებში  ენერგო-სისტემაში განხორციელებული რეფორმის  შედეგად კი, საქართველო ელექტრო-დეფიციტური ქვეყნიდან ელექტროენერგიის  ექსპორტიორ ქვეყნად იქცა.

სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მან არა მარტო ვერც ერთი ენერგეტიკული  პროექტი ვერ განახორციელა, არამედ ენერგეტიკის სფერო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

გუშინდელი ,,ენერგოპროჯორჯიას" მიერ გაკეთებული განცხადებაც სწორედ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკის სფეროში არსებული არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რადგანაც გაძვირების ერთ-ერთ ფაქტორად ლარის კურსი დასახელდა. საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დათვლილი იყო დაბალ კურსზე. დღევანდელი კურსის პირობებში კი, ენერგოდისტრიბუციის კომპანიები იძულებულები არიან სხვა ქვეყნებში, მყარ ვალუტაში შეძენილი ელექტროენერგია გააძვირონ ლარის კურსის ცვლილების გამო", _ აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატი შეეხო ექსპორტის შემცირების თემასაც და აღნიშნა, რომ  ექსპორტი 2015 წლის იანვარი-მარტში,  2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 28%-ით. 

"1. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2010 წლიდან საექსპორტო პროდუქციის ლიდერი იყო.  სამწუხაროდ, 2015 წლის სამ თვეში მხოლოდ 57 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 152 მლნ დოლარი შეადგინა.

2.  მეორე სასაქონლო ნომონკლატურა გახლავთ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, რომელთა წილი ექსპორტში ბოლო პერიოდში თვალნათლივ შემცირდა. მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა, საქართველოს მთავრობამ ექსპორტის ბაზრის შერჩევისას ევროპული ბაზრის ნაცვლად ორიენტაცია რუსულ ბაზარზე აიღო. შედეგიც  სახეზეა!  2014 წლის სამ თვეში შემოსული 47 მლნ დოლარის ნაცვლად, 2015 წლის სამ თვეში მხოლოდ  15 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

ამიტომ, ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მთავრობას,  დაუბრუნდეს და განიხილოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ,,36 ნაბიჯიანი ევროპული საქართველოსთვის" გეგმა, რომ ქვეყანაში საბოლოოდ არ მივიღოთ ეკონომიკური რეცესია", _ განაცხდა მიხეილ მაჭავარიანმა. 




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...