სახალხო დამცველი: "პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის"

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: "პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის"

2015 აპრ 27 14:02:37

საქართველოს სახალხო დამცველი  გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გურჯაანში „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს  შესაბამის ორგანოებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ.

20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად შენობის დატოვება აიძულეს.

დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის 21 აპრილს, გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზეც ჰქონდა ადგილი.

მომდევნო დღეს, 22 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, პარლამენტის წევრს ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები ესროლეს.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით მსგავსი დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის. მნიშნელოვანია, თითოეული ასეთი ფაქტის ძალზე დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო გამოძიების შედეგებისა და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაკავოს მსგავსი ფაქტების განმეორება, არაეფექტური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შესაძლოა ერთ–ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, 20 და 22 აპრილს გურჯაანში მომხდარი ინციდენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამართალდამცავთა როლს – რამდენად ეფექტურად განახორციელეს საკუთარი საქმიანობა და რამ შეუშალათ ხელი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში. სახალხო დამცველი მანამდე არაერთხელ მიუთითებდა ასეთ ინციდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მონაწილეობის უარყოფით მხარეებზე, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ. აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.

თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან" _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...