გია ხუხაშვილი: “ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა? _ ეკითხებიან პრემიერი და მინისტრები"

პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: “ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა? _ ეკითხებიან პრემიერი და მინისტრები"

2015 აპრ 28 13:52:25

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ  "არანორმალურია, როცა ბიძინა ივანიშვილის  მოსაზრებას სახელმწიფო  ინტიტუტები და ხელისუფლებაში  მოკალათებული კეთილის მსურველები იტაცებენ და პოლიტიკურ  ჭრილში ატარებენ". 

_ ივანიშვილს  თავისი აზრი აქვს და ეს ნორმალურია, მაგრამ არანორმალურია, როცა მის მოსაზრებას სახელმწიფო  ინტიტუტები და ხელისუფლებაში  მოკალათებული კეთილის მსურველები იტაცებენ და პოლიტიკურ  ჭრილში ატარებენ.  პრეზიდენტი როგორც გადაწყვეტს ამ საკითხს,  უნდა დავეთანხმოთ.  ის სახელმწიფოს  მეთაურია და თუ მიაჩნია, რომ თავისი ფუნქციის განხორციელებისთვის ეს შენობაა პრეზენტაბელური, ესე იგი, ასეა!

საპრეზიდენტო რეზიდენცია შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ, მაგრამ ძახილი  “გამოდი შენობიდან!“  არ შეიძლება. მე კარგად ვიცი, რომ  მარგველაშვილი  არ მისდევს პირად კომფორტს, ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს დუშეთში, მაგრამ ამ შენობას უკეთესი ფუნქცია თუ მოეძებნება, კი ბატონო. საქმე კი ისაა, რომ ეს შენობა სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. არც სამუზეუმოდ ვარგა. ვერაფერში ვერ გამოიყენებენ ისეა  დაგეგმარებული  და პრინციპისთვის დაატოვებინო შენობა პრეზიდენტს, წარმოუდგენელია.

ვიმეორებ: ივანიშვილს აქვს ამ საკითხზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება,  მაგრამ,  როცა პრემიერ მინისტრი,  მინისტრები  და მმართველი  პარტიის სხვა ლიდერები ამაზე იწყებენ ლაპარაკს, არასერიოზულია!

"ქართული  ოცნების"  აღმასრულებელმა  მდივანმა ირაკლი კობახიძემკონსტიტუცია კვადრატულ მეტრშიც კი  წარმოგვიდგინა, რაც გონებრივი სიმწირის ნიშანია.( ამ სისულელით ის ვიღაცას  ერთგულებას უმტკიცებს).

ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ მართავს  ქვეყანას, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მას თავისი სურვილით კი არ აქვს, არამედ ხელისუფლება  მუდმივად ითრევს მას გადაწყვეტილების  მიღებაში. ივანიშვილი რჩევებს თავისი სურვილით არ გასცემს -მას რჩევის მისაღებად გამუდმებით აწუხებენ  პრემიერ-მინისტრი და მინისტრები,  რომელთაც სურთ, რომ თავიანთი  შეცდომები ივანიშვილს  დაბრალდეს და ასე კომფორტულად  გრძნობენ თავს!

ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა?  ამასაც კი იმიტომ ეკითხებიან, რომ მერე თვითონ არაფერზე აგონ პასუხი. (კარგია ჰალსტუხის  გაკეთება და კაბინეტში ჯდომა, თუ მათი სისულელე სხვას დაბრალდება).  ერთი სიტყვით, “ნაციონალურ მოძრაობასა“  და დღევანდელ  ხელისუფლებას  შორის  ჩუმი ალიანსია (არა გარიგება),  რაც  ხელს აძლევთ, მუდმივად  ბიძინაზე შეიხოცონ ხელი! _ განაცხადა ხუხაშვილმა "ივერიონთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?