რა ქონების გასხვისებას გეგმავს ოზურგეთის მერია

პოლიტიკა

რა ქონების გასხვისებას გეგმავს ოზურგეთის მერია

2015 მაი 15 21:25:41

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებას გეგმავს, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის მიზნით, რისთვისაც საჭიროა განხორციელდეს აღნიშნული ქონების აუდიტორული შეფასება,  _  ამის შესახებ, დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამჟამად, მუნიციპალიტეტის გასასხვისებელი და შეფასება ჩასატარებელი აქვს 7 ობიექტს, კერძოდ: ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში მდებარე 601 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი, ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მდებარე 1035 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის კავეთი, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 642 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 388 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ვ.დოლიძის ქუჩაზე მდებარე 196 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის დავით გორდელაძის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული ობიექტების აუდიტორული შეფასების მომსახურების შესასყიდად  700 ლარია საჭირო.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების საკითხზე, დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა მერაბ წივწივაძემ ისაუბრა და ის ტერიტორიები დააკონკრეტა, რის გასხვისებასაც საჯარო აუქციონის წესით  ქალაქ ოზურგეთის მერია აპირებს.

“ჩვენ ვითხოვთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცებას, ამის შემდეგ მოხდება აღნიშნული ობიექტების აუქციონზე გატანა“ , _ აღნიშნა წივწივაძემ.

აღნიშნულ საკითხს ბიუროს ყველა წვერი დაეთანხმა. 




 ახალი ამბები
  • "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას" _ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტესაქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, საიდანაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტისკენ დაიძრება. "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას", _ ამბობენ ... ...
  • მცირე ცვლილებები და მრავალი კითხვა15 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი, 2019 წლის ბიუჯეტში, საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანას და 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მიმოხილვას ეხებოდა. ორივე საკითხის ირგვლივ მთავარი მომხსენებელი საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი იყო. როგორც მამაკაიშვილმა ბიუროს წევრებს უთხრა, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში გახორციელდა მხოლოდ ორი ცვლილება, რომელიც შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესს, ხოლო მეორე ცვლილებით, მთავრობის განკარგულებით, სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში გაიზარდა 16 მილიონ 154 702 ლარით. _ 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შემოსულობებმა, 2018 წლის გარდამავალი ნაშთების გარეშე შეადგინა წლიური გეგმის 86,12 %. შემოსავლების წლიური გეგმა ტრანსფერის გარეშე შესრულებულია 87,58 %-ით. ხოლო ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა წლიური გეგმის 70.21 %-ი, _ თქვა მამაკაიშვილმა. მან ჩაშლილი სახით წარმოადგინა ხუთი მილიონი ნაშთი, თუ რამდენი დარჩა ევროკავშირის, მიზნობრივი, მთავრობის განკარგულებებით თუ სხვადასხვა მიმართულებებიდან, განმარტა ისიც, რომ ამხელა ნაშთი არაა გამართლებული საბიუჯეტო თვალსაზრისით. მამაკაიშვილმა თქვა, რომ ბიუჯეტში წელს ბევრი ცვლილება არ მომხდარა.  2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხილვისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, მან სათამაშო ბიზნესის შეწყვეტაც დაასახელა. _ სამმა მეწარმემ, რომლებიც აქ სათამაშო ბიზნესს ფლობდნენ, მუშაობა შეწყვიტეს. წლის ბიუჯეტში, კვარტალში, დაგეგმილი იყო 250 ათასი ლარის ოდენობით გადასახადის შემოტანა. წლის დასაწყისში ამ მეწარმეებმა რაკი აქ ფუნქციონირება შეწყვიტეს, საბიუჯეტო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, _ თქვა გია მამაკაიშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კითხვაზე, რა მოხდება ამის შემდეგ, არის თუ არა კიდევ სხვა სახის სათამაშო ბიზნესი ქალაქის ტერიტორიაზე, მამაკაიშვილმა განმარტა: _ როგორც ვთქვი, სამმა მეწარმემ გადაწყვიტა წასვლა. ისინი გავიდნენ ოზურგეთიდან. ახლა აქ მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. სათამაშო ბიზნესის აპარატები აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომელთაგან, მილიონი ლარის ნაცვლად (რომელიც, ძირითადად, წელიწადში აწ წასულებისგან შემოდიოდა), შემოვა 100-150 ათასი ლარი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ცვლილება. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით, _ თქვა მან. _ ძალიან კარგია, რომ ბიუჯეტში ცვლილებებმა და დამატებებმა იკლო, მაგრამ რამ გამოიწვია ეს? ბიუჯეტის პროცესების ანალიზის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცვლილებების შეტანა. მიზეზი არის ცუდი საბაზისო მონაცემები და ცოტა მცდარი დასკვნების გამოტანა. ტექნიკური ხარვეზებია თუ რა ხდება? ჩემი შენიშვნა ეხება დამატებებს. ჯარიმების მუხლში დაგეგმილია დამატებით 851 ათასი ლარით შევსება და წლის ბოლომდე. რომ არ შემოვიდეს ეს თანხა? ან რამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? გასაგებია მიზანი, მაგრამ ეს მთლად გამართლებული არ არის, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ და მაგალითად მოიყვანა გასულ წლებში რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა მოუვიდა მსგავსი ქმედებისას. როგორც გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ მუხლში გეგმა 105 %-ით არის შესრულებული, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეებში შემოსულობებს ველოდებით და პრობლემა არ იქნება. ლავრენტი ბიგვავა მაინც თავის მოსაზრებას ასაბუთებდა და ისიც თქვა, რომ მაგას კრედიტი აგეღოთ, ის ჯობდაო. ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თქვა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...
  • ,,თეთრი ხალათების“ აქციას ლანჩხუთელი ექიმები შეუერთდნენ,,თეთრი ხალათების“ აქციას ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრ „მედალაფას“ თანამშრომლებიც შეუერთდნენ და სოლიდარობას გამოხატეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, რომელიც ოკუპანტთა ტყვეობაში იმყოფება და 15 ნოემბერს გამართული ე.წ. სასამართლოს მიერ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ,,მედალფას“ მედპერსონალმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ასე გამოხატა თანადგომა ,,მედიკლაბის" ექიმის მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებითაა ... ...
  • წმინდა წყალი! _ ვიწყებთ "წმინდა წყლის" მოძრაობას! შემოგვიერთდით!სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია "Post-ალიონი"  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ მოსახლეობის სასმელად ვარგისი წლით უზრუნველყოფის ადვოკატირების პროცესს იწყებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ამბობს, პროექტზე მუშაობის წინა პერიოდში, მოსახლეობის გამოკითხვამ დაადასტურა, რომ სასმელი წყლის არქონა ან უხარისხობა მოსახლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და მთავარ წუხილს წარმოადგენს: _ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესი კვლავ შეფერხებულია და მცირეა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის საკუთარ, ექსკლუზიურ კომპეტენციაში გადმოსული სფეროებიდან ზოგიერთი, სრულიად მოუგვარებელია სტრუქტურულ დონეზეც კი.  მათ შორისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის სფერო.  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონით (მუხლი 16, გ) თ)  პუნქტები), პირდაპირაა განსაზღვრული, რომ წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლის მართვა ადგილობრივი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებიც მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან ერთად არაერთხელ იქნება განხილული, ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს საკითხი ხელისუფლების მთავარ საზრუნავს ვერ და არ წარმოადგენს, _ ამბობს ია მამალაძე. უწყლობა ან წყლის უხარისხობა გურიის, ჩოხატაურის მოსახლეობისთვის მთავრი პრობლემა რომ არის, ეს დასტურდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტითაც, რომელშიც მთავარ პრობლემად პირდაპირაა მითითებული სასმელი წყლის ცუდი ხარისხი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონი წყლის შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელსაა მიღებული და მოძველებულია. ამის მიუხედავად, კანონის მიზნებში შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილებაა. _ ცხადია, კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან მძიმე პრობლემაა და მის მოგვარებას სახელმწიფოებრივ ნებასთან ერთად, დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება ყველაზე მთავარ სასიცოცხლო "პროდუქტზე" _ წყალზე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ამაზეა დამოკიდებული! და რადგანაც პრობლემა მაშტაბურია, დასაწყისისთვის, საპილოტედ ავიღეთ ჩოხატაურის ხუთი სოფელი, სადაც ნაწილობრივ მაინც არსებობს წყალსადენი. კიდევ უფრო მძიმეა მოსახლეობის ყოფა იმ სოფლებში, სადაც წყალი სანატრელი აქვთ და საკუთარი ძალებით ცდილობენ, ჭების, ჭაბურღილების გაკეთების სახსარი იშოვნონ. სოფლების __ბუკისციხის, იანეულის, ხიდისთავის,  შუა ფარცხმის, შუა ამაღლების მაგალითზე ვეცდებით, დავძრათ საკითხი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სტრუქტურულად, შემდგომ კი, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის მოწესრიგების ინიცირებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, სამიზნე ხუთ სოფელში არსებულ ვითარებას ვსწავლობთ. პარალელურად, გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაციები სხვადასხვა უწყებებიდან; გვაინტერესებს, რომელი სახელმწიფო უწყებები არიან ვალდებულნი, აკონტროლონ წყლის ხარისხი, დაიცვან წყალშემკრები აუზები და წყლის სისტემები, როგორ ხდება ამ ობიექტების დაცვა, გაწმენდა.... და რაც მთავარია, იცის თუ არა მოსახლეობამ რა ხარისხის წყალს სვამს და რა შედეგი მოჰყვება ბაქტერიოლოგიური ან მინერალური შემცველობით უვარგისი სასმელი წყლის მოხმარებას, _ ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ია მამალაძე. ორგანიზაციამ, რომელიც პროექტს NDI-ს მხარდაჭერით ახორციელებს, ასევე, გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხებია დახარჯული ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ამ მასალებს გაასაჯაროებს. ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, ათი მუნიციპალიტეტიდანაა გამოთხოვილი. ეს მუნიციპალიტეტებია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, სამტრედია, ქობულეთი, ბათუმის მერია, წყალტუბო, ზუგდიდი, ქუთაისის მერია, ხარაგაული, ხაშური. ამ მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია, არსებობს თუ არა გარკვეული სახის გამოცდილება წყლის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის თვალსაზრისით. პროექტის გამახორციელებელი ჯგუფი მიიჩნევს, რომ არაფერი გამოვა, თუ ამ საკითხის მოგვარების პროცესში საზოგადოება აქტიურად არ ჩაერთვება; გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინაა პასუხისმგებელი წყლის ხარისხზე, მოწმდება თუ არა სასმელი წყლის ვარგისიანობა და რამდენად სანდოა სინჯები, პასუხები... გამოკითხული მოქალაქეებიდან, მათ შორის, საჯარო მოხელეებიდან, არც ერთი არაა დარწმუნებული, რომ წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჩვენს ჯანმრთელობას არ ვნებს. ამასთან, აუცილებელია, გურიის მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა რაოდენობის საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ან მიმდინარეა, ან _ დაგეგმილი; რამდენიმე მილიონიანი პროექტების დასრულების შემდეგაც კი, ხანდახან, სამწუხაროდ, მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი, თანაც _ გრაფიკით იღებს წყალს. მაგალითად, მოსახლეობისთვის უცნობია, რა შედეგი მოჰყვება ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპს, რომელიც სულ მალე _ 26 დეკემბერს უნდა დასრულდეს. პროექტის ეს ეტაპი მილიონ ასორმოცდაშვიდი ათასი ლარი დაგვიჯდა. ამ სამუშაოებს შპს "ნდს მშენებლობა" აწარმოებს, რომელმაც ისევ ლანჩხუთში, ჯერ კიდევ 2013 წელს, სოფელ ორაგვისღელის წყალმიმღები ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები ნახევარ მილიონზე მეტ ლარად განახორციელა. ასევე, ლანჩხუთში, დაგეგმილია 5 სოფლის (ქვემო აკეთი, ჭანჭათი, წიაღობანი, ღრმაღელე, ჯურუყვეთი) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომლის მხოლოდ პროექტის მომზადება 229 000 ლარი ჯდება (პროექტს შპს "კაპიტალ გრუპი" აკეთებს).  ოზურგეთში, ანასეულის უბნის წყალმომარაგება თითქმის შვიდი მილიონი ჯდება (კონტრაქტორი შპს "საბა");  სოფლების _ ვაკიჯვრის, ბახვის და ცხემლისხიდის _ შვიდი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათას რვაასი ლარი (კონტრაქტორი შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008).  ჩოხატაურში კურორტ ბახმაროს წყალსადენი სისტემის მოწყობის პროექტირება _ შვიდას ორმოცდაორი ათას ხუთასი ლარი.... მასშტაბური დანახარჯის და მისაღები შედეგის შესახებ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია სჭირდება. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "Post- ალიონი" მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ  და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ვალდებულია, საკუთარი საარსებო გარემოს დაცვის, გაუმჯობესებისთვის იზრუნოს, მოითხოვოს ინფორმაცია თუ როგორ წყალს ვსვამთ, რა გვიჯდება ან დაგვიჯდება, რომ სასმელად ვარგისი წყლით ყველა ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი, შეუერთდნან მოძრაობას "წმინდა წყალი!" _ ერთად შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა, ერთად გავაანალიზოთ პრობლემის მოგვარების გზები და ერთად შევიმუშავოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული ამ სფეროს რეგულირების, მოვლის და ზედამხედველობის მექანიზმები. საკონტაქტო ინფორმაცია: დუმბაძის 25, ჩოხატაური, ააიპ "Post-ალიონი"; ტელეფონი: +995599375373; ელ-ფოსტა: ... ...
  • სოლიდარობა ვაჟა ექიმს _ "თეთრი ხალათების" აქცია ჩოხატაურშიდღეს, ჩოხატაურელი მედიკოსები, ცხინვალში დაპატიმრებული ექიმი ტრვმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ “თეთრი ხალათების” აქციას შეუერთდნენ. მათაც, სხვა კოლეგების მსგავსად, მდუმარე აქციით გამოხატეს საკუთარი პროტესტი. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. “გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?