ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციონერებს პასუხობს

პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციონერებს პასუხობს

19 მაი. 2015, 20:43:29

გასულ კვირას, გურიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა წევრმა, ნათია შარაშენიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერის ვიზიტი გურიაში ვიზიტისთვის შედგა.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურე პრემიერის ვიზიტს გურიაში, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია წავიკითხე, მოვუსმინე და დასკვნა ერთი გამოვიტანე: რისთვის მოვიდა ეს ადამიანი გურიაში გაუგებარი დარჩა და მგონი თვითონაც ვერ გაიგო რატომ ჩამოვიდა, ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის და სხვა არანაირი დატვირთვა ამ ვიზიტს არ ჰქონია. გუშინ გურიამ მოისმინა ვრცელი და მომაბეზრებელი დემაგოგია თემაზე: აყვავებული და გაბრწყინებული რეგიონი, მხოლოდ გაბრწყინება როდის იქნება კაცმა არ იცის. ბატონო პრემიერო ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის ნაცვლად ხალხში, რომ გაგევლოთ და მოგესმინათ იმ ადამიანებისთვის ვისი წყალობითაც ხელისუფლებაში მოხვდით უმჯობესი იქნებოდა, თანაც სიმართლეს გაიგებდით თუ როგორ უჭირს თქვენგან მოტყუებულ გურიას, როგორ მძიმე ტვირთად აწევს თითოეულ ოჯახს გაძვირებული დოლარი და გაუფასურებული ლარი, უმუშევრობა, როგორ აღარ ელოდებიან ბიძინასგან დაპირებულ 220 ლარიან პენსიას, განახევრებულ ტარიფებს, როგორ უჭირს ოჯახებს თვიდან თვემდე თავის გატანა, როგორ სჯეროდა ამ ადამიანებს თქვენი პარტიის დაპირებების და როგორ იმედგაცრუებულები არიან დღეს, იმიტომ რომ მოატყუეთ და არც ერთი დაპირება არ შეგისრულებიათ", _ ამბობს ნათია შარაშენიძე.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ნადირიძის თქმით, კარგია, რომ ეს ვიზიტი ადრინდელი ხელისუფლების ლიდერის ვიზიტებთან შედარებით  ნაკლებადპომპეზური გახლდათ და ამომრჩეველმა უფრო ნაკლები ხარჯი გაიღო.

"ასევე კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა მეჩაიეობის პრობლემების მოგვარებაზე საუბარი დაიწყო, რადგანაც ჩვენი ჩაი ჩვენივე ბაზარზე მხოლოდ 20%-ს იკავებს რაც სხვა, რომ არაფერი სამარცხვინო ფაქტი გახლავთ.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ გურიაში ათეულობით საწარმო გაიხსნა, ზემოხსენებული დაპირებებთან მიმარეთებაში სერიოზული ეჭვი გააჩინა, რადგანაც თუნდაც ერთი ათეულიც კი არარეალური რიცხვია. ამასთანავე ისიც ვერ გვითხრეს რამდენი ათეული საწარმო გაიხსნა, არა მგონია, რომ გურიაში ახლადგახსნილი საწარმოების დათვლა შეუძლებელი იყოს. მე პირადად მაინტერესებს რამდენია ეს ათეულობით საწარმო - ათი, ოცი თუ ოთხმოცდაათი, ან ეგებ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქართული ოცნების დაპირებული ასივე საწარმო უკვე გაიხსნა და თანაც ყველა გურიაში.

 პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში არარეალური ინფორმაციის ჩართვა კი იმას ნიშნავს, რომ სხვა მის დაპირებებიც  სერიოზული ეჭვქვეშაც დგას,  განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ოცნების ლიდერების კეთილ დაპირებებზე გახლავთ საუბარი.

შესაბამისად შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ მიუხედავად არაპომპეზურობისა მისი ვიზიტი საქმიანზე უფრო მეტად ე.წ. პიარის ელემენტებს შეიცავდა, რადგანაც კახეთში ან თუშეთში მაცხოვრებელ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა მთელი ამ ამბიდან, რომ გურიაში უთვალავი საწარმოა გახსნილი, ასევე ის რომ ხელისუფლება დღენიადაგ და თანაც ეფექტურად ზრუნავს მოსახლეობის დასაქმებაზე, რაც სამწუხაროდ რეალობას არ შეესაბამება", _ გვითხრა თამარ ნადირიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრი, თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გურიაში 3 წლის თავზე ვიხილეთ მოუმზადებელი, პათეტიკითა და ცრუ დაპირებებით გაჯერებული გურიის განვითარების გეგმა.

"გურიის განვითარების ასეთი პომპეზური პრეზენტაციები უახლეს წარსულშიც გვინახავს "ნაციონალური" ხელისუფკლების პირობებში. ბატონო რამაზ ნიკოლაიშვილის მხრიდან გაჟღერებული. "ქართულო ოცნება" პრემიერს დახვდა "ნაციონალურად". პრემიერს თქმით, ჩაის დარგმა შეიძლება გარდაქმნას გურია - ეს საერთოდ ახლოს არ დგას ჭეშმარიტებასთან. ჩაი, როგორც სტრატეგიული კულტურა აღარ იქნება საქართველოში. სულ მთელ საქართველოში 5 000 ჰექტარი ჩაის პლანტაცია არის დარჩენილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ჩაის საწარმო არსებობს და ის რომ გახდეს მაღალი რენტაბელური პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს", _ ამბობს თემურ სალუქვაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ პრემიერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონისთვის, განსაკუთრებულად ნაყოფიერი გამოდგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის.

"მოხდა რიგ მასშტაბურ საკითხებზე შეჯერება სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.  მთავრობა  კონკრეტული პროექტების დაფინანსების შესახებ  გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში  მიიღებს. მთავრობის მეთაურის ვიზიტის შედეგად, საშუალება მოგვეცემა 2016 წელს გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ ადგილობრივების დასაქმების არეალი", _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...