გამგებლის ბრძანებაში მოადგილის გათავისუფლების მოტივი არ ჩანს

პოლიტიკა

გამგებლის ბრძანებაში მოადგილის გათავისუფლების მოტივი არ ჩანს

2015 მაი 21 22:56:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავისი პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა, მაგრამ ბრძანებაში არაა მითითებული გათავისუფლების მოტივი. კერძოდ, წერია, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა.გ." ქვეპუნქტის,  57-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი 2015 წლის 21 მაისიდან.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ზემოაღნიშნულ მუხლებში აღნიშნულია:

მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება

 1. გამგებელი/მერი:

ა. გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს;

მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

  1. გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.

 მუხლი 61. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

 ა) გამგებლის/მერის ბრძანება;

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ჩამოთვლილ მუხლებში მხოლოდ გამგებლის უფლება-მოვალეობებზეა საუბარი და არა გათავისუფლების მოტივზე.

ზაზა ურუშაძის ბრძანების საფუძვლიანობის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ლევან ხინთიბიძეს, რომლის თქმითაც, ბრძანებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გათავისუფლების საფუძველი:

"თუ ბრძანებაში მითითებული არ არის, რა უდევს საფუძვლად პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მაშინ აღნიშნულ პიროვნებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მას პროცესის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს," _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.

იგივეს ამბობს იურისტი ირაკლი პაპავაც: "ბრძანებაში, რომელიც ზენაიშვილს ჩაბარდა, მხოლოდ გამგებლის უფლებებზეა საუბარი და მასში არ ჩანს გათავისუფლების მოტივი, რაც ეჭვქვეშ აყენებს  ბრძანების ლეგიტიმურობას".




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...