რა განცხადებას აკეთებენ გურული პოლიტიკოსები ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით

პოლიტიკა

რა განცხადებას აკეთებენ გურული პოლიტიკოსები ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით

2012 იან 14 14:36:12
რამდენიმე წუთში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგახსნილ პოლიციის შენობასთან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. პოლიციის შენობასთან ამ წუთებში იმყოფება "რესპუბლიკელი" რომან ბიწაძე, რომელმაც "გურია ნიუსთან" თქვა: _ მე და ელგუჯა ჩხაიძეს, გარდა პოლიტიკური პარტიორობისა, ნორმალური და კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს და გვექნება. პირად საუბრებში მას ხშირად უთქვამს, რომ თუ რამე სახის პროვოკაციას განახორციელებდნენ მის მიმართ, ეს იქნებოდა მხოლოდ იარაღის ჩადება.

ყველამ ვიცით, რომ ელგუჯა არის აფხაზეთის და "ასოცსაათიანი" აგვისტოს ომის მონაწილე, ამიტომ ადვილი დასაჯერებელი შეიძლება იყოს ხალხისთვის, რომ ჩხაიძეს ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი, მით უმეტეს, რომ მას წლების უკან დოკუმენტალურად ჩაბარებული აქვს ავტომატი შესაბამის უწყებაში. აქედან გამომდინარე, ძალოვნებს იმედი აქვთ, აფიქრებინონ ვინმეს, რომ ჩხაიძემ ერთი იარაღი კი ჩააბარა, მაგრამ შესაძლებელია, მეორეც ჰქონოდაო.

_ რატომ ჰქონდა იმის განცდა ელგუჯა ჩხაიძეს, რომ მას თუ მოუწყობდნენ პროვოკაციას და ეს პროვოკაცია მაინცდამაინც იარაღთან იქნებოდა დაკავშირებული?

_ წლების წინ, მისი ვაჟი იყო დაკავებული. თავად ელგუჯა სიგარეტსაც არ ეწევა და გურულად რომ ვთქვათ, ნარკოტიკზეც გაკუჭებულია, ამიტომ მას ნარკოტიკს ვერ ჩაუდებდნენ. ეს ყველაფერი უკავშირდება მის აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას და მიზანს, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. ელგუჯამ ძალიან კარგად შეასრულა პარტიის ბოლო დავალება და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი ხელმოწერა შეაგროვა. ის ყოველთვის გამოხატავდა უსამართლობის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს.

_ როგორც ვიცით, ჩხაიძეს ჩვენება ჯერ არ აქვს მიცემული.

_ მე, ყველაზე გვიან წავედი პოლიციის შენობიდან, შევაგზავნეთ ტანსაცმელი, ამ დილას კი ელგუჯას ოჯახის წევრებმა შეუგზავნეს საკვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის არ აღიარებს დანაშაულს ან რა უნდა აღიაროს, რაც არ არის რეალობა?

ლანჩხუთში იმყოფება "გურიის თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე: _ ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ არსებული ხელისუფლებისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელგუჯა ჩხაიძის დაკავების ფაქტი, ასევე მისი პოზიცია. ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები", ვართ პრინციპულები, შეუვალნი, ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, ბოლომდე დავუდგებით გვერდით და დავიცავთ ელგუჯა ჩხაიძის უფლებებს. ეს რაც მოხდა, წინასწარ და მომზადებული ოპერაციაა, რაც უკავშირდება რეალურად ალტერნატიული ძალის გამოჩენას პოლიტიკურ სივრცეში, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს თემურ სალუქვაძემ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...