მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი: “ასე ლამაზად წამოსვლა ჯობდა“


პოლიტიკა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი: “ასე ლამაზად წამოსვლა ჯობდა“

13 ივნ. 2015, 02:22:54

ქალაქ ოზურგეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია ნიკოლაიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს, მას  მერის მოადგილემ კობა დუნდუამ სამსახურის უხმაუროდ დატოვება და გაჩუმება მოსთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აუდიტის სამსახურის შესვლით დაემუქრა. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ თანამდებობა თავისი ნებით დატოვა. იგი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება

“ორ ივნისს წამოვედი სამსახურიდან; ასე ჩავთვალე საჭიროდ... უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს... სამსახურების შეერთება მერიის გადაწყვეტილებაა, ახალი პროექტია. მე ძალიან შეგნებულად მივუდექი ამ საქმეს, ბოლოს როცა პირველი ივნისის ღონისძიება ჩატარდა, უკვე ჩაფიქრებული მქონდა,  რომ წამოვსულიყავი. მე მიმაჩნია, რომ ასე ლამაზად წამოსვლა ჯობდა... მგონია,  რომ სულ სხვა თაობის დრო მოვიდა,“ _ ამბობს ნიკოლაიშვილი. მისივე თქმით, სამსახურის გარეშე, ორი ააიპ-ის შერწყმისას, შტატის შემცირების მიზეზით 8 თანამშრომელი დარჩა: ქეთევან გუგუნავა, ლუარა თევზაძე, შალვა გონგლაძე, ნატო ნიკოლაიშვილი, ნანა ბერიშვილი, იამზე შარაშენიძე,  ირაკლი კიღურაძე.

ინფორმაციას მუქარის შესახებ კობა დუნდუაც კატეგორიულად უარყოფს: _ არა, არ არის სიმართლე,  არ მითქვამს, არანაირი მოლაპარაკება არ მქონია;  მე ამის უფლება არ მქონდა, არავის დანიშვნას და არც განთავისუფლებას არ  ვწყვეტ,  _ გვითხრა მერის მოადგილემ.

კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის განყოფილების გამგედ  ლეილა კოსტავა დაინიშნა.
‘’დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის საქმიანობის, ისე კულტურის სფეროს მიმართულებით. ვფიქრობ, რეორგანიზაციის შედეგად ეფექტურ და რეალურ შედეგზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მივიღებთ..’’ _თქვა დღეს ააიპ ‘’კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის’’ თანამშრომლებთან შეხვედრისას  ბეგლარ სიორიძემ. მან გაერთიანებული ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე წარადგინა.

ორი  ააიპ-ის შერწყმით მიღებულ  ორგანიზაციაში სხვადასხვა მიმართულების 12 წრე და 6 ანსამბლია გაერთიანებული. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ, თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 24%- ით გაიზარდა; თვის ბოლოს წრის ხელმძღვანელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხუთდღიან ტრენინგზე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიგზავნებიან.

საჯარო მოხელემ, რომელიც “მიშა მიშას“ შეძახილით ახსოვს ოზურგეთლებს, შესაძლოა ახალ ააიპ-ს უხელმძღვანელოს

მერის დაპირებები და ევროდონის რეაბილიტირებულ კინოს შენობაში გადასვლის მოლოდინში




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....