თინა ხიდაშელი: "პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება"

gurianews.com

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: "პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება"

2015 ივლ 2 15:11:33

შვეიცარიულ გერმანულენოვან გამოცემაში „ციურიხის ახალი გაზეთი“ (Neue Zürcher Zeitung) საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

"თინათინ ხიდაშელი პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია საქართველოდან რომელიც გვაფრთხილებს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული აგრესია კვლავ გაგრძელდება, თუ ამას დასავლეთი წინ არ აღუდგება. 42 წლის იურისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.

წარსულში ის ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. თინათინ ხიდაშელი ლიბერალური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. მან ლიბერალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

_ ქალბატონო მინისტრო, თქვენ მაისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობთ. ეს ხომ უჩვეულოა ადამიანის უფლებების დამცველისთვის...

_ მე და ჩემი მეგობრები, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები, აქტიურად ვიყავით ჩართულები 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მოვლენებში. თუმცა, გვსურდა დამოუკიდებლები დავრჩენილიყავით. 2004 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გავხდი. იმავე დღეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა და პრაქტიკულად მეფედ მოგვევლინა.

ლიბერალური პრინციპებიდან გამიმდინარე, ჩვენი პარტია ამ ცვლილებებს დაუპირისპირდა და სამთავრობო კოალიცია დატოვა. ყველაფერი ასე დაიწყო. 2006 წლიდან არჩევნებში ვმონაწილეობდი. ახლა კი აქ ვარ.

_ როგორც თავდაცვის მინისტრს, ალბათ გაწუხებთ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აწარმოებს. შვიდი წლის წინ რუსეთის სამიზნე საქართველო იყო...

_ ეს საკითხი არა მხოლოდ მე, არამედ, ყველა ქართველს აწუხებს. სამწუხაროდ, დღესაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები არ მიმდინარეობს, ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებიდან მოსახლეობას. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებს ავლებენ.

_ უფრო კონკერტულად როგორ ახორციელებენ მსგავს ქმედებებს?

_ ძირითადად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ამ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შუაგულში მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიას ქვეყნის ცენტრალურ გზატკეცილამდე სულ რაღაც 10-20 წუთი, დედაქალაქ თბილისამდე კი ერთი საათი აშორებს.

_ რას აკეთებთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ?

_ კონფლიქტურ ტერიტორიაზე მხოლოდ უსაფრთხოების ძალები მუშაობენ. თავდაცვის სამინისტრო ამაში ჩართული არ არის. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, კონფლიქტურ ზონებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. რუსეთი კი შეთანხმებას მუდმივად არღვევს.

_ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას შორის გარკვეული მსგავსებაა. ორივე ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული პროცესები დაიწყო, რის შემდეგაც საქართველო და უკრაინა რუსეთის თავდასხმის ობიექტად იქცნენ. ასე ხედავთ მოვლენებს?

_ დიახ, ჩვენსა და უკრაინის „ნარინჯისფერ რევოლუციებს“ შორის ერთი წელია განსხვავება. ჩვენ ბევრი რამ გვაახლოებს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ, ორი ქვეყანა ვგრძნობდით, რომ იმპერიიისგან ერთსა და იმავე ზეწოლას განვიცდიდით.

_ თანამშრომლობთ უკრაინასთან?

_ სამხედრო მიმართულებით არა, მაგრამ საქართველო უკრაინის მხარდამჭერია და ჰუმანიტარული და სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ომში დაშავებულების მკურნალობის თაობაზე. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობიდან გამომდინარე, ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება გვაქვს.

_ რით განსხვავდება ორი ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთისგან?

_ ვფიქრობ, 2008 წელს ჩვენ მსოფლიო ვერ გამოვაფხიზლეთ. დარწმუნებული ვარ, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება რომ ეთხოვა და მსოფლიოს საზოგადოებას ეს გაეთვალისწინებინა, დღეს უკრაინა ომს თავიდან აიცილებდა. ჩვენ ნორმალურ მდგომარეობას თითქოს ძალიან სწრაფად დავუბრუნდით. უკრაინის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა. იქნებ ამჯერად მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით ეჭვები აღარ გაჩნდეს.

_ რა სურს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს?

_ აქ გამოსაცნობი და მისახვედრი არაფერია. ბატონი პუტინი ყველაფერზე ნათლად მიანიშნებს. სიტყვით გამოსვლისას, პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნია. მას უსაუბრია უარყოფით მხარეებზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნების დამოუკიდებლობამ მოიტანა.

ეს კაცი ყოველთვის ამბობს, რას ფიქრობს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მას სათანადოდ, სწორად არ ვუსმენთ ან ბოლომდე არ გვჯერა, რასაც ამბობს. რასაც პუტინი დღეს აკეთებს, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - ის ცდილობს ზეწოლითა და რეპრესიებით ჩაახშოს დამოუკიდებელი ქვეყნების მისწრაფებები. პუტინს კონკრეტული დღის წესრიგი აქვს. მან იცის, რას აკეთებს. რატომ დაიწყო პირდაპირ ომი? იმიტომ რომ დარწმუნებული იყო, ხალხი ამის საშუალებას მისცემდა.

_ თქვენი პასუხი რუსეთის მუქარაზე დასავლეთთან ინტეგრაცია და ურთიერთობის გაღრმავებაა, ნატოში ინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს ამოცანად?

_ რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დღეს ეს ყველაზე აქტუალური საკითხია. ნატო მშვიდობისმყოფელი ორგანიზაცია უფროა, ვიდრე სამხედრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები რომ არ გამხდარიყვნენ, პუტინი მათზე მიიტანდა იერიშს და არა უკრაინაზე. რუსეთი მსგავს მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როდესაც დარწმუნდება, რომ დასავლეთის ცივილიზებული სამყარო მასთან ომში ჩაერთვება. ევროპაში მასთან საომრად მზად არ არიან; თუმცა უკრაინის სახით ევროპაშიც ომია.

_ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი?

_ 2008 წელს ბუდაპეშტში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატოს წევრი გახდება. მომდევნო სამიტზე, რომელიც 2016 წელს ვარშავაში გაიმართება, ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ნათელია.

დამატებით პირობებზე მოლაპარაკებებსა და ვაჭრობას არ ვაპირებთ. ტექნიკური მოთხოვნები შევასრულეთ. საქმე გვაქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. მე ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რაც ამ გზაზე უკან დაგვახევინებდა.

_ რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მოლოდინი გქონდათ, მაგრამ ასე არ მოხდა...

_ ვიზის ლიბერალიზაციას წლის ბოლოსთვის დაგვპირდნენ, როდესაც რამდენიმე ტექნიკურ პუნქტს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს შევასრულებთ, მათ შორის მიგრაციის კანონის გაუმჯობესებაც იგულისხმება.ევროკავშირს საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა.

_ არსებობს დასავლურ საზოგადოებაში საქართველოს მიღების პოლიტიკური ნება თუ დასავლეთმა საქართველოსთვის მეტი უნდა გააკეთოს?

_ თბილისში ჩემი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან კავკასიონს ვხედავ. კარგი ხილვადობის პირობებში რუსული დროშების დანახვაც შესაძლებელია. გულწრფელად ვფიქრობ და ვამბობ, რომ დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ჯარისკაცებმა საქართველოში იბრძოლონ ან მოსკოვში ბომბები ისროლონ. უბრალოდ, ვამბობთ, პოლიტიკური ნება გამოხატონ და გვაჩვენონ, რომ ჩვენი გვერდით ყოფნა ნამდვილად სურთ.

_ თუ საქართველო დასავლეთთან მეტად ინტეგრაციას ვეღარ მოახერხებს, ეს პრორუსული ძალების გაძლიერებას გამოიწვევს?

_ არა, საქართველოს რუსეთის ნოსტალგია არ აქვს - ასეთია უმრავლესობის პოზიცია. თუმცა, პროდასავლური ძალების გარკვეული უკუსვლა შეიმჩნევა. ამ ფონზე, გაურკვეველი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან ხოლმე.

ზოგადად, არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არამედ, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში და სასამართლო სისტემაში.

_ რა როლს ასრულებს აშშ?

_ აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყანა მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ ჩვენს მიმართ გამოხატავს. რთულ წლებში ამერიკიდან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება მივიღეთ. ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში. აშშ სამხედრო მიმართულებითაც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს.

_ ახლახან ვსაუბრობდით, რომ ევროპამ უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა კი მოგვწერა, რომ ევროპა სხვა ქვეყნების საქმეებში არ უნდა ერეოდეს. რას უპასუხებდით მას?

_ თუ მოვლენები ასე განვითარდება, რუსეთი უკან არ დაიხევს. ასეთ დროს რუსეთი ამოიცნობს „სუსტებს,“ ხედავს, რომ წინ მარტივი თამაში აქვს.

2008 წლის ომის შემდეგ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე უკრაინა იქნებოდა. საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვეჩვენებოდა, მაგრამ ეს მოხდა.

საკითხს პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. პუტინი ამბობს: ჩემი წესებია - კორუფცია, ტირანია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა. რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება.

ეს არის ჩემი პასუხი თქვენი მკითხველის მოსაზრებაზე.

ავტორები: მატიას კნეხტი, ვიქტორ მერტენი

ნახვა: 26


 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...
  • აქცია ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგამ წუთებში ლანჩხუთში, ლესა-ნიგვზიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე აქციას მართავს  ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა. როგორც ისინი „გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათ პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ იტალიურ ფირმა „ტოდინისთან“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათი საყანე ფართობების ღობეები დააზიანა და თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. „ჩვენი სოფლის საყანე ფართობები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომელი გზითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს ავტობანზე მუშაობისას. 300 ჰექტარი უკვე დახნულ-დათესილი გვაქვს, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ვითხოვთ „ტოდინიმ“ ან მათ მიერვე დაზიანებული ღობეები შეგვიკეთონ, ან დარაჯი დააყენონ, რომ საქონელი არ შევიდეს ყანებში“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძეც იმყოფებოდა. „ჩვენ მოსახლეობისგან მომავალი კვირის სამშაბათამდე ვითხოვეთ ვადა. დიდი ალბათობით, შევთანხმდებით, რომ საყანე ფართობებთან, სადაც ღობეებია დაზიანებული, დარაჯი დადგეს, რომ ნათესებში პირუტყვი არ შევიდეს, _ გვითხრა ... ...
  • ,,ნარკორეალიზატორებს ხელისუფლებაში ძლიერი მფარველები ჰყავთ“_ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკაზეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობს და ხელს აფარებს. პოლიტოლოგი  ხელისუფლებას  მოუწოდებს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი რეგულაციები გაატაროს. ,,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ალბათ, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უფრო შორს წასვლა, მგონია, რომ დაუშვებელია. ვფიქრობ, პარალელურად რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს. ვერავინ  დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია სარფიჭალაში მყოფ ბარიგებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ  ნარკოტიკების გავრცელებას და მის ტრანზიტს  ხელისუფლება მფარველობს, იგივე ბრალდება ისმოდა ,,ნაციონალების“ მიმართ. რეალურად ნარკოტიკების ტრანზიტი ყოველთვის იყო და დღესაც ხდება, რასაც ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს. ხელისუფლებას თუ უნდა ნარკორეალიზატორების მფარველობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქარწყლდეს,  ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება, რომ ნარკორეალიზატორბეის წინააღმდეგ დაიწყოს სერიოზული ბრძოლა“, _ გვითხრა ... ...
  • "მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე _ არ სურს ჩართული ვიყო პროცესში"ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს. სასამართლო სხდომაზე დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველი გიორგი ჩივიაშვილი დასკვნითი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, მას კერძო ადვოკატი აღარ სჭირდება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული პოლიტიკურ დევნად.  მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე, ეს მისი პოზიციაა, არ სურს, რომ ჩართული ვიყო პროცესში. მე აღარ წარმოვადგენ ამ საქმეში მის პოზიციებს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...